"ამით ძალიან დიდ სიხარულსა და ბედნიერებას მიანიჭებთ ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებსაც ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ"
დღეს Sportall.ge-მ ავღანეთში მყოფი ერთ-ერთი ქართველი ჯარისკაცის წერილი მიიღო, სადაც ის მწუხარებას გამოთქვამს "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს დაღუპული თანამებრძოლის, ვასილ ყულჯანიშვილის დაღუპვის გამო და ამავდროულად, ინგლისში, მსოფლიოს თასზე მყოფ "ბორჯღალოსნებს" მიმართავს.

წერილს გთავაზობთ მცირე ცვლილებით:

"ამ წერილს შორეული ავღანეთიდან ვწერ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კიდევ ერთი გმირის დაკარგვის გამო, დღეს აქ არავის აქვს სასიამოვნო თემებზე საუბრის თავი, მინდა ყველა ქართველი ჯარისკაცის ხმა მივაწვდინო ინგლისში მყოფ ჩვენს მგლებს.

19 სექტემბერს, მათ მიერ მოპოვებული გამარჯვებით მიღებული სიხარულით დღემდე ამაყები ვართ და მიუხედავად იმისა, რომ აქ დღეს ყველა დადარდიანებულია, აქა-იქ მაინც იმართება მომავალი თამაშის შესახებ დისკუსია.

არგენტინასთან მატჩს აქ ყველა მოუთმენლად ელის და ვფიქრობთ, წარმატებით დასრულებული თამაშის შემდეგ, ცოტა ხნით მაინც შეუმსუბუქდებათ ბიჭებს ეს მძიმე ტვირთი, რაც ახლახან თანამებრძოლის დაკვარგვის გამო დააწვათ მხრებზე.

მინდა ვუთხრა ინგლისში მყოფ ჩვენ ვაჟკაცებს: ჩვენ აქ ცხელ წერტილში იარაღით ხელში ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის სახელისთვის, თქვენ კი - მანდ ბურთით. ჩვენგან დღეს კიდევ ერთმა გმირმა გასწირა ქვეყნისთვის თავი და მინდა გთხოვოთ, დადექით თქვენს თავზე მაღლა და გახდით ჩვენი ქვეყნის ცოცხალი გმირები!

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არგენტინას დაამარცხებთ, ძალიან დიდ სიხარულს და ბედნიერებას მიანიჭებთ აქ მყოფ ჯარისკაცებს, რომლებსაც ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. წარმატებები მგლებო!

P.S. თუ ვინმე შეძლებს ამ წერილის ჩვენს ბიჭებამდე მიტანას, დიდად დაგვავალებთ ავღანეთში მყოფ ყველა ქართველ ჯარისკაცს".

ჯავახელი
ალეკო..პირიქით დაიგრუზებიან კი არა იფრენენ!!! ეს წერილი კი უკვე ჩასულია ადრესატამდე და ბიჭები დრევანდელ თამაშს ჩვენს დაღუპულ გმირს მიუძღვნიან....და მოიგებენ!!!
aleko
ბიჭები ისედაც მაგარი წნეხის ქვეშ არიან.ხვალინდელი დღის ფასი ყველაზე კარგად მათ იციან.მოდით ზედმეტად ბიჭებს ნუ დავგრუზავთ.
Lazi
თხოვნა მექნება, თუ ვინმეს შეუძლია მიაწვდინოს ეს ინგლისში, ხვალ თამაშის წინ ბიჭებს წაუკითხონ ჩვენი ჯარისკაცის წერილი...ამ წერილის მოსმენა მათ მართლაც გაუორმაგებთ მოგებისაკენ მიზანსწრაფვას... ამ მესიჯს ხვალამდე რაგბზე გამოქვეყნებულ ყველა სტატიაზე გავაკეთებ...
nika tabatadze
ორივე მხარეს მყოფ ქართველ მგლებს გენაცვალეთ, ღირსეული ქართველობისთვის....
vato
ჩვენო გმირებო ავგანეთიდან, საამაყო ქართველებო გაგიმარჯოთ და იცოდეთ ჩვენი რაგბისტები როგორც თქვენ ერთ საქმეს აკეთებენ ანუ იმას რომ ახდეს ის რაც ჩვენ ჰიმნში ასე ლამაზად არის ნათქვამი. ეს ყველას გათავისებული აქვს თან მაგარ ფრომაში არის ყველა ასე რომ იმედიანად იყავით;)
ძალა ერთობაშია!
გენაცვალეთ ქართველებო! ასე ერთმანეთი გავახნევოთ და ყველაფერი გამოგვივა.
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ვასილ ლობჟანიძე 2019 წლის მსოფლიოს თასის 5 პოტენციურ ვარსკვლავს შორის მოხვდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ
რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
"ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ირლანდია და შოტლანდია მოდიან
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ
ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო