სერბეთს მსაჯები ჩაგრავენ
სერბეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საშა ჯორჯევიჩმა ბელგარდში პრესკონფერენცია გამართა და უკმაყოფილება გამოთქვა ახლახანს დასრულებულ ევრობასკეტზე ფიბასა და მსაჯების მხრიდან სერბეთის ნაკრების მიმართ დამოკიდებულების გამო. სერბებმა ნახევარფინალში ლიტვასთან წააგეს (64:67), მესამე ადგილისთვის მატჩში კი საფრანგეთთან დამარცხდნენ (68:81).

"მათ არ სურთ ჩვენი ხილვა იმ მატჩებში, რომლებშიც მედლები თამაშდება. ფიბა ჩვენგან ვერაფერს იღებს - ვერც ფულს, ვერც მარკეტინგს. ჩვენი ფედერაცია შეზღუდულია რესურსებში, ბიუჯეტი მხოლოდ 2 მილიონ ევროს შეადგენს, ცოტა რამის გაკეთება შეგვიძლია საერთაშორისო დონეზე. მაგრამ რამდენიმე აშკარა ნეგატიურ მომენტს ჰქონდა ადგილი, რაზეც რეაგირება გვექნება. გავაგზავნით სპეციალურ ვიდეოანგარიშს.

სერბეთს მსაჯობდა ერთი და იგივე არბიტრი ოთხ მატჩში. ბერძენი ხრისტოდულუ შესანიშნავი რეფერია, მაგრამ ეს ჩემთვის გაუგებარია. ასევე არ მესმის, რატომ მუშაობდა ჩვენს ნახევარფინალში ესპანელი მსაჯი. და გაუგებარია, რატომ ართმევენ ჩემს ბიჭებს მედლებისთვის ბრძოლის უფლებას.

მაგრამ, ეს ყველაფერი ჩვენს ბრძოლას უფრო დიადს ხდის. ტონი პარკერმა ჩვენს კაპიტანს მილოშ ტეოდოშიჩს უთხრა: "თქვენ აქ ყოველ წელს თამაშობთ, და საერთო ჯამში, თქვენს მიმართ არანაირ პატივისცემას არ გამოხატავენ", - განაცხადა ჯორჯევიჩმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა