მოხუცმა იაპონელმა ასი მეტრი 42 წამში ირბინა
იაპონელმა მორბენალმა ჰიდეკიტი მიაძაკიმ 105 წელზე მაღალ ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა 100 მეტრზე რბენაში.

ვეტერანმა "მოკლე სპრინტის" დისტანცია 42.22 წამში დაფარა. ამასთან, მან რამდენიმე წამი სტარტზე დაკარგა, რადგან სტარტის ნიშანი ვერ გაიგო. გარბენის შემდეგ, იაპონელს, რომელსაც აქვს მეტსახელი - "ოქროს ბოლტი", გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა შესაბამისი სერთიფიკატი გადასცეს.

თავისი შედეგის კომენტირებისას, სპორტსმენმა აღნიშნა, რომ უკმაყოფილოა ნაჩვენები დროით. "გარბენის დროს ცრემლების მოწმენდას ვასწრებდი, რადგან ძალიან ნელა მივრბოდი. როგორც ჩანს, ვბერდები", - დანანებით აღნიშნა მიაძაკიმ, რომელიც გარბენის წინა დღეს გახდა 105 წლის.

მანვე ისიც აღნიშნა, რომ მიზნად ისახავს 100 მეტრის 35 წამში გარბენას. "ჯერ ისევ შემიძლია ჩემი შედეგის გაუმჯობესება. ჯანმრთელობის მხრივ, პრობლემები არ მაქვს და კიდევ ორი-სამი წელი შევძლებ სირბილს", - ამბობს იაპონელი.

2011 წელს, მიაძაკიმ მსოფლიოს რეკორდი დაამყარა ქვედა ასაკობრივ კატეგორიაში, როცა 100 მეტრი 29.83 წამში გაირბინა. იაპონელი, რომლის სიმაღლეა 153 სანტიმეტრი, წონა 42 კილოგრამი, მუდმივად ინარჩუნებს სპორტულ ფორმას საკუთარ სახლთან ახლოს პარკში ვარჯიშით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს