"მოლდოვაში მივხვდი, რომ საქართველოს ჩემპიონატში თითქმის არ მოძრაობენ, არ დარბიან და, ცხადია, ჩამოვრჩებით"
დავით კაკულია მოლდოვის ჩემპიონატის აუტსაიდერ "სფინტულ გეორგედან" მეოთხეადგილოსან ბელცის "ოლიმპიაში" გადავიდა:

- წინა სეზონი "ტირასპოლში" ვითამაშე, ზაფხულში კი "სფინტულ გეორგეში" ამიყვანეს, სადაც ნახევარი სეზონი ჩავატარე. ახალგაზრდული გუნდია, კარგად მომზადებისა და თავის გამოჩენის შანსი მქონდა და ვფიქრობ, დრო არ დამიკარგავს. ბოლო კლუბთან აგენტმა კონტრაქტი ისე შემიდგინა, წასვლის პრობლემა რომ არ მქონოდა. ახლა კი ბელცის "ოლიმპიაში" ჩავირიცხე. ჩემს ახალ მწვრთნელ ნიკოლაი ბუნიას ტექნიკური ფეხბურთი უყვარს, "სფინტულ გეორგესთან" მატჩის დროს მოვეწონე და ჩემს აგენტს დაელაპარაკა.

თავიდან ვფიქრობდი, მაინც "სფინტულ გეორგეში" დავრჩენილიყავი, იქ სულ ძირითადში მათამაშებდნენ, "ოლიმპია" კი სამეულისთვის იბრძვის და შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი არ მექნება, მაგრამ ბოლოს ბელცში გადასვლა ვამჯობინე. კონკურენციაში უკეთ გავიზრდები.

- შენზე ვერ იტყვი, ათლეტურიაო, არადა, ეს დღევანდელ ფეხბურთში ძალიან ფასობს.

- მოლდოვის ჩემპიონატში იმდენს მოძრაობენ, ფიზიკურად კარგად უნდა მოემზადო და მეც ბევრი შრომა დამჭირდა. მართალია, ჯერ ბევრი ნაკლი მაქვს, მაგრამ როდესაც მათ უპირისპირებ ტექნიკას, თამაში გიადვილდება. ასე შედარებით ნაკლები ენერგიის ხარჯვით მეტ ეფექტს აღწევ, თუმცა უკვე ბევრად მეტხანს ვუძლებ ტემპიან თამაშს, ღონეც მომემატა.

- საინტერესოა, მოლდოვაში რა პირობები, ბაზები და სტადიონებია.

- "შერიფის" დარი ბაზა ბევრ ევროპულ კლუბს არ ექნება, თხუთმეტი მოედანია ბაზაზე, გადახურული სტადიონი და სრული ინფრასტრუქტურა. "დაჩიასაც", სადაც ჩვენი ბიჭები თამაშობენ, კარგი პირობები აქვს, დაახლოებით "ზესტაფონის" მსგავსი.

არც "ზიმბრუსა" და "ოლიმპიას" უჭირთ და არც სხვა კლუბებს. ფინანსურად ჩვენზე ოდნავ უკეთესი ვითარებაა, კლუბებს უკეთ აფინანსებენ. მოედნები კი ბევრად უკეთესი აქვთ.

ჩვენი დონის ფეხბურთელები არ ჰყავთ, მაგრამ ფიზიკური მომზადების ხარჯზე საქართველოს ჩემპიონატზე წინ მათსას დავაყენებ. იქ მივხვდი, რომ საქართველოში თითქმის არ მოძრაობენ, არ დარბიან და, ცხადია, ჩამოვრჩებით. არადა, ცოტა ფული, ოდნავ უკეთესი ფიზმომზადება და მოლდოვის ჩემპიონატს ჩვენსას ვერც შევადარებდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა