ვალერი გაზაევი წარმოშობით ქართველი თავდამსხმელით დაინტერესდა, რომელიც მოლდოვის ჩემპიონატის "ტირასპოლში" თამაშობს
წარმოშობით ქართველი თავდამსხმელი გიგა მამულაშვილი მოლდოვის ჩემპიონატის მერვეადგილოსან "ტირასპოლში" თამაშობს. გიგამ მიმდინარე სეზონში 21-ვე შეხვედრა ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა - ერთი მათგანი უმნიშვნელოვანესი გამოდგა, რადგან "ტირასპოლმა" თანაქალაქელი "შერიფი" 1:0 დაამრცხა.

მამულაშვილის თამაში არ გვინახავს და, ცხადია, მის კლასზე წარმოდგენა არ გვაქვს, მაგრამ გარკვეულ მინიშნებად გამოდგება გიგათი დაინტერესება: შევიტყვეთ, რომ ვლადიკავკაზის "ალანიას" პრეზიდენტ ვალერი გაზაევს მამულაშვილის გადაბირება სურს. არადა, რუსეთ-საქართველოს ომამდე კარგა ხნით ადრეც გაზაევი ქართველების აყვანაზე ყველა კლუბში თავს იკავებდა.

გაზაევმა რუსეთისა და უკრაინის წამყვანი კლუბები მოიარა და მოსკოვის ცსკა-ს უეფას თასი მოაპოვებინა, წლეულს კი მშობლიურ ვლადიკავკაზში დაბრუნდა - ოსეთში მას "ალანიას" პრეზიდენტობა შესთავაზეს. გაზაევი წინადადებას დათანხმდა და გუნდის მთავარ მწვრთნელად საკუთარი ვაჟი, ვლადიმირ გაზაევი დანიშნა.

გიგა მამულაშვილზე ბევრი არაფერია ცნობილი: ის რუსეთის მოქალაქეა, სიმაღლით 179 სმ-ია, 1991 წელს არის დაბადებული, თავდამსხმელია და რუსეთში მეორე დივიზიონის სმოლენსკის "დნეპრში" თამაშობდა.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა