დევისის თასი: გუნდები დააწყვილეს
გუშინ, ჩილეში გაიმართა დევისის თასის 2016 წლის გათამაშების წილისყრა. მსოფლიოს ჯგუფის მონაწილე 16 ნაკრები მერვედფინალურ ეტაპზე შემდეგნაირად დაწყვილდა:

ბრიტანეთი-იაპონია

სერბეთი-ყაზახეთი

იტალია-შვეიცარია

პოლონეთი-არგენტინა

საფრანგეთი-კანადა

გერმანია-ჩეხეთი

ავსტრალია-აშშ

ბელგია-ხორვატია

მატჩები პირველად დასახელებული გუნდების მოედანზე გაიმართება.

ამასობაში, დევისის თასზე საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი გახდა ლეგენდარული იანიკ ნოა. 55 წლის სპეციალისტმა ეს პოსტი მესამედ ჩაიბარა: 1991 წელს, ნოა საფრანგეთს აშშ-სთან მატჩში ხელმძღვანელობდა, 1996 წელს - შვედეთის წინააღმდეგ. ამჯერად, იანიკმა კაპიტნის პოსტზე არნო კლემანი შეცვალა.

"ჩემი ამოცანაა, ნაკრებში საუკეთესოები შევკრიბო. ამისთვის ყველა პირობა მაქვს შექმნილი. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ნაკრები ვერ აღწევდა იმ შედეგებს, რომელსაც მისგან ველოდით. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველა პრობლემას მოვაგვარებ", - განაცხადა იანიკ ნოამ, რომელიც 1983 წელს როლან გაროსის ჩემპიონი გახდა.

ბოლოს, საფრანგეთის ნაკრებმა დევისის თასი 2001 წელს მოიპოვა. ამის შემდეგ იყო სამი წაგება ფინალებში - 2002, 2010 და 2014 წლებში. შარშანდელ ფინალში, ჟო-ვილფრიდ ცონგამ, გაელ მონფილსმა და რიშარ გასკემ შვეიცარიის ნაკრებს ვერ მოუგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა