ზუგდიდის "ბაიას" მცველმა ჰოლანდიურ "ვიტესში" თურქულ შეკრებაზე ივარჯიშა და საკონტროლო მატჩებიც ჩაატარა

ზუგდიდის "ბაიას" მცველმა ივა კანდელაკმა, სხვა ქართველებთან ერთად ჰოლანდიურ "ვიტესში" თურქულ შეკრებაზე ივარჯიშა და საკონტროლო მატჩებიც ჩაატარა. თბილისში დაბრუნებული კანდელაკი "ვიტესში" გატარებულ პერიოდს იხსენებს.

- "ვიტესში" განსაკუთრებით გუნდური ატმოსფერო, საქმისადმი მიდგომა და ფეხბურთელების ურთიერთობა მომეწონა. მთავარ გუნდთან ერთად ვივარჯიშე და დუბლებში სამ საკონტროლო შეხვედრაში ვითამაშე. პირველ მატჩში "ვეენდამთან" ერთი ტაიმი ვითამაშე, ერთ ამერიკულ გუნდთან და ორმხრივ შეხვედრაში კი - ორივე. ჩემს პოზიციაზე მარჯვენა მცველად დამაყენეს. მესამე თამაში ორმხრივი იყო და 1:1-ზე გოლი გავიტანე, მცველი და მეკარე მოვატყუე, საბოლოოდ 3:2 მოვიგეთ. ტესტებზე მყოფ ქართველთაგან, აბურჯანია და მანაგაძე ჩემს გუნდში იყვნენ, ხოჭოლავა, ყაზაიშვილი და ჩელებაძე კი მეტოქე გუნდში."

ივას თქმით, მან ქება დაიმსახურა:

"დუბლების მწვრთნელმაც და კლუბის მეპატრონე მერაბ ჟორდანიამაც შემაქო. ჟორდანიამ ძალიან თბილად მიმიღო და თამაშის მერე მითხრა - ფიზიკურად შენნაირად მომზადებული ფეხბურთელი კარგა ხანია, არ მინახავსო.

ტესტებზე "ვიტესის" მესვეურებს მოვეწონე და სამშობლოში ტრანსფერისთვის საჭირო საბუთების შესაგროვებლად ჩამოვედი. თუმცა, შესაძლოა, კონტრაქტი არა "ვიტესთან", არამედ სხვა გუნდთან გავაფორმო. ჩემი აგენტისგან ვიცი, რომ სხვა ვარიანტებიც არის და შესაძლოა, სხვაგან ვამჯობინო თამაში. ჩემი ტრანსფერის საკითხი ორ-სამ დღეში გადაწყდება."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეოთხე გოლი გაიტანა
[VIDEO] 0:3. ესეც მამარდაშვილის ბრალია? - "ლივერპული" თასიდან "კრისტალ პალასმა" გამოაგდო
"ვფიქრობ, მერაბის და უმარის რემატჩი უნდა შედგეს, რადგან თანაბარი ბრძოლა იყო" - ამერიკელი ჟურნალისტი
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
[VIDEO] "გინდა, ვიჩხუბოთ?!... გასახდელში გავიდეთ!" - იამალისა და ვინისიუსის კონფლიქტის დეტალები
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს