ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბუნდესლიგა. VII ტურის წინ: ინგლისური კვირის დასასრული

ბუნდესლიგა. VII ტურის წინ: ინგლისური კვირის დასასრული

დარჩა მხოლოდ ერთი ლიდერი
ბუნდესლიგის გუნდებს მეტად დატვირთული "ინგლისური კვირა" გამოუვიდათ - შვიდი დღის განმავლობაში სამი ტურის თამაში უწევთ. ოთხშაბათს დასრულდა მეექვსე ტური და პირველი ქულები დაკარგა "დორტმუნდმა", მიუხედავად იმისა, რომ "ჰოფენჰაიმის" სახით სუსტი მეტოქე ჰყავდა.

თომას ტუხელის შეგირდები მდევრის როლშიც კი აღმოჩდნენ, როცა მეტოქის კონტრშეტევა გამოეპარათ და სებასტიან რუდიმ ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში "ბორუსიას" უამრავი მომენტი ჰქონდა ოლივერ ბაუმანის კართან, მაგრამ მხოლოდ ერთხელ გაიტანა - პიერ-ემერიკ ობამეიანგის მონდომებით. ასე რომ, ბუნდესლიგაში ორხელისუფლებიანობა დაირღვა და პირველი ადგილი "ბაიერნს" ეკუთვნის.

მიონხენგლადბახის "ბორუსიამ", როგორც იქნა, პირველად გაახარა საკუთარი გულშემატკივარი. ლუსიენ ფავრის გარეშე დარჩენილმა გლადბახელებმა "აუგსბურგს" უკვე 21-ე წუთისთვის ოთხი გოლი გაუტანეს. განსაკუთრებით კარგი იყო რაფაელი, რომელმაც სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. საკითხავი მხოლოდ ის არის - სასტარტო მატჩებში რა სჭირდა "ბორუსიას"?

მეექვსე ტური რობერტ ლევანდოვსკის პენტა თრიკის გარდა, კიდევ რამდენიმე საინტერესო მომენტით იყო გამორჩეული:

- პიერ-ემერიკ ობამეიანგი პირველი მოთამაშეა ბუნდესლიგის ისტორიაში, ვინც სეზონის საწყის ექვსივე მატჩში შეძლო გოლის გატანა.

- "ბაიერნმა" მეექვსედ შეძლო საწყისი ექვსი ტურის მოგება. სხვა გუნდებმა ეს ჯამში ორჯერ გააკეთეს: "კაიზერსლაუტერნმა" 2001 წელს და "მაინცმა" 2010 წელს.

- "ჰერტას" ფორვარდმა ვედად იბიშევიჩმა შეწყვიტა 25-მატჩიანი მოუგებელი სერია. ბოსნიელი 1419 წუთის განმავლობაში ვერ ახერხებდა გოლის გატანას.

დღეს კი მეშვიდე ტური იწყება, რომელშიც რთულია ცენტრალური მატჩის გამოყოფა. აქ ერთი საინტერესო მომენტი უნდა აღვნიშნოთ: თუ "ვოლფსბურგმა" გადაიტანა ცუნამი სახელწოდებით "ლევანდოვსკი" და შეძლო "ჰანოვერის" დამარცხება, მაშინ, დიდი ალბათობით, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მეორე სამწვრთნელო ცვლილებას ვიხილავთ.

ბოლოადგილოსანი "ჰანოვერის" ბოსმა მარტინ კინდმა განაცხადა, რომ ასეთი თამაშით მის გუნდს ბუნდესლიგაში არაფერი ესაქმება. ამიტომაც ბევრი ვარაუდობს, რომ მეშვიდე ტურში ბოლო 90 წუთი ექნება "ჰანოვერის" მთავარი მწვრთნელის რანგში მიხაელ ფრონცეკს.

წინასამატჩო სტატისტიკა

კიოლნი-ინგოლშტადტი

- "ინგოლშტადმა" შინ მხოლოდ ერთი ქულა აიღო, მაგრამ სტუმრად ჯერ თამაში არ წაუგია და ცხრა ქულას მოუყარა თავი (მოიგო სამიდან სამი მატჩი ერთნაირი ანგარიშით - 1:0).

- "ინგოლშტადი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც სტუმრად გოლი არ გაუშვია.

- მეორე ბუნდესლიგაში ამ გუნდებს შორის ოთხ მატჩში მხოლოდ შვიდი გოლი გავიდა.

ვერდერი-ლევერკუზენი

- "ვერდერმა" ბოლო 14 მატჩში მხოლოდ ორჯერ დაამარცხა "ლევერკუზენი". ეს ორი მოგება ბოლო ორ საშინაო შეხვედრაში ჰქონდა.

- კრისტოფ კრამერს 2015 წელს გოლი არ გაუტანია. ბოლოს მან თავი 2014 წლის 17 დეკემბერს, "ვერდერის" წინააღმდეგ გამოიჩინა.

აუგსბურგი-ჰოფენჰაიმი

- "ჰოფენჰაიმი" ამ სეზონის ექვსიდან ოთხ მატჩში ლიდერობდა, მაგრამ ვერც ერთი ვერ მოიგო - ერთხელ ითამაშა ფრედ და სამჯერ წააგო.

- პირველად თავის ისტორიაში, "ჰოფენჰაიმი" მოუგებელია პირველ ექვს ტურში.

- ამ გუნდების ბოლო ხუთ მატჩში მხოლოდ მასპინძლები იგებდნენ.

- "აუგსბურგმა" ბოლო სამი გოლი პოლ ვერჰაეგის პენალტებით გაიტანა.

ვოლფსბურგი-ჰანოვერი

- "ვოლფსბურგს" 25 მატჩია შინ არ წაუგია. ასეთი სერია ამ საუკუნეში მხოლოდ "ბაიერნს" ჰქონდა.

- ბას დოტსმა ამ სეზონში სამივე საშინაო მატჩში გამოიჩინა თავი (სულ ოთხი გოლი).

- დიტერ ჰეკინგმა "ვოლფსბურგის" მთავარი მწვრთნელის რანგში ხუთიდან სამი მატჩი წააგო "ჰანოვერთან".

- "ვოლფსბურგმა" ბოლო შვიდი მატჩიდან მხოლოდ ერთხელ მოუგო "ჰანოვერს".

- "ჰანოვერს" ვოლფსბურგში სამი მატჩია არ წაუგია.

შტუტგარტი-გლადბახი

- ამ გუნდებმა მხოლოდ ბოლო ტურში მოიგეს სეზონში პირველი მატჩი.

- შტუტგარტში ბოლო ოთხი გასვლიდან, "გლადბახმა" სამი მოიგო. მანამდე კი ზედიზედ 17 წელი ვერ იგებდა ამ ქალაქში.

- ბოლო სამ მატჩში, "შტუტგარტმა" 69 დარტყმა შეასრულა, მეტოქეებმა - 25.

- "შტატგარტმა" ისტორიაში პირველად წააგო პირველი სამი საშინაო მატჩი (1:3 "კიოლნთან", 1:4 "აინტრახტთან", 0:1 "შალკესთან").

მაინცი-ბაიერნი

- მოგების შემთხვევაში, "ბაიერნს" შეუძლია ბუნდესლიგის ახალი რეკორდის დამყარება - შვიდი გამარჯვება პირველ შვიდ ტურში.

- "მაინცი" შვიდი მატჩია ვერ ამარცხებს "ბაიერნს". ბოლო მოგება 2011 წლის 27 ნოემბრით თარიღდება - შინ 3:2.

- რობერტ ლევანდოვსკიმ "მაინცთან" ბოლო ხუთ მატჩში შვიდი გოლი გაიტანა.

ჰამბურგი-შალკე

- "ჰამბურგი" სამი ტურია არ მარცხდება. ბოლოს ასეთი სერია ბერტ ვან მაარვიკის დროს ჰქონდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად, გუნდი გათამაშების ცხრილის ზედა ნაწილშია.

- ექვსი ტურის შემდეგ 10 ქულა - საუკეთესო ბალანსია "ჰამბურგისთვის" ბოლო ექვსი წლის განმავლობაში. მაშინაც გუნდის მწვრთნელი ბრუნო ლაბადია იყო.

- "ჰამბურგი" სამი ტურია გოლს არ უშვებს. ბოლოს ასეთი სერია გუნდს 2007 წელს ჰქონდა, როცა მწვრთნელი ჰუუბ სტევენსი იყო, ხოლო მეკარე ფრანკ როსტი.

- მას შემდეგ, რაც "ჰამბურგს" სათავეში ჩაუდგა ბრუნო ლაბადია, გუნდს შინ მატჩი არ წაუგია.

- კლაას-იან ჰუნტელაარს "ჰამბურგის" კარში 10 გოლი აქვს გატანილი. ფორვარდს უფრო მეტი მხოლოდ ალმელოს "ჰერაკლესის" წინააღმდეგ გაუტანია.

აინტრახტი-ჰერტა

- "აინტრახტი" 13 ტურია (8 მოგება, 5 ფრე) წაუგებელია საკუთარ მოედანზე. გუნდისთვის ეს საუკეთესო სერიაა ბოლო 15 წლის განმავლობაში.

- მწვრთნელის რანგში არმინ ფეს მხოლოდ ერთხელ ჰყავს დამარცხებული "ჰერტა" (13 მატჩიდან).

- ფრანკფურტში ამ გუნდების ბოლო მატჩში (2014 წლის დეკემბერი), "ჰერტა" აგებდა 0:3-ს, 89-ე წუთზე 2:4-ს, მაგრამ შეხვედრა 4:4 დასრულდა.

დორტმუნდი-დარმშტადტი

- "დარტმშადტმა" ბუნდესლიგაში პირველი გამარჯვება 1978 წლის 7 ოქტომბერს მოიპოვა - სწორედ "დორტმუნდის წინააღმდეგ (3:2).

- "დარტმშადტს" ჯერ სტუმრად არ წაუგია.

- მარკო როისს ბუნდესლიგის 18 გუნდიდან 17-ს გაუტანა. ერთადერთი გუნდი, რომლის კარიც არ აუღია - "დარტმშადტია".

ბუნდესლიგა. VII ტური

პარასკევი. 25 სექტემბერი

კიოლნი-ინგოლშტადტი 22:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: მავრაი, ფოგტი - დანილო, კოენი

ურთიერთშეხვედრები

არ უთამაშიათ

შაბათი. 26 სექტემბერი

ვოლფსბურგი-ჰანოვერი 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კასტელსი, ფელიპე, კნოხე, ვიეირინია, ლუიშ გუსტავო - ჰ. საკაი, პრიბი

ურთიერთშეხვედრები

სულ 26 მატჩი: +13=4-9 (44-39)

შტუტგარტი-გლადბახი 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ლანგერაკი, ვანიცეკი, კრუსი - შტრანცლი

ურთიერთშეხვედრები

სულ 90 მატჩი: +37=28-25 (152-114)

აუგსბურგი-ჰოფენჰაიმი 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ოპარე, პარკერი, შუსტერი, ტობიას ვერნერი - ელიუნუსი, ჰამადი, ჰერდლინგი

ურთიერთშეხვედრები

სულ 8 მატჩი: +3=2-3 (9-10)

ვერდერი-ლევერკუზენი 17:30

დისკვალიფიკაცია: ბარგფრედე, ბარტელსი

ტრავმა: ვოლფი, უ. გარსია, ილდირიმი - ჰილბერტი, იედვაი, თოფრაქი, არანგისი

ურთიერთშეხვედრები

სულ 70 მატჩი: +24=28-18 (108-109)

მაინცი-ბაიერნი 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბაისტერი, სოტო, ფ. ფრაი - ბადშტუბერი, ბენატია, კირხოფი, რიბერი, რობენი

ურთიერთშეხვედრები

სულ 18 მატჩი: +3=2-13 (20-47)

ჰამბურგი-შალკე 20:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ეკდალი - გიფერი, ნასტასიჩი, უჩიდა

ურთიერთშეხვედრები

სულ 94 მატჩი: +36=23-35 (147-133)

კვირა. 27 სექტემბერი

აინტრახტი-ჰერტა 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ანდერსონი, ჩენდლერი, კიტელი, სეფეროვიჩი - ბრუქსი, ლანგკამპი, პეკარიკი, ბეერენსი, ბენ ჰატირა, კოლსი, რონი, ალაგუი, შიბერი

ურთიერთშეხვედრები

სულ 54 მატჩი: +15=14-25 (76-96)

დორტმუნდი-დარმშტადტი 19:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დურმი, სუბოტიჩი, შაჰინი - პლატინსი, შტარკი

ურთიერთშეხვედრები

სულ 4 მატჩი: +2=1-1 (9-4)

ბომბარდირები: 8 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 7 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 6 - თომას მიულერი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა

"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა

"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]

[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?

[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა

[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო

მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით

გოჩოლეიშვილმა "ბაიერთან" შეუცვლელად ითამაშა - "ჰამბურგი" დამარცხდა

"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]

"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს

"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]

[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...

ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს

"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი

პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს

ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია

სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს

ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა

სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]

[VIDEO] გოჩოლეიშვილის შესანიშნავი გარღვევა - "ჰამბურგი" ბოლო 6 მატჩში დაუმარცხებელია

[VIDEO] იუბილარ გოჩოლეიშვილის საგოლე პასი - "ჰამბურგმა" "უნიონს" მოუგო

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო

[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

[VIDEO] გოლი ბოლო წუთზე - გოჩოლეიშვილის კაცნაკლულმა "ჰამბურგმა" "შტუტგარტს" მოუგო

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა

გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "კიოლნთან" ქულები გაიყო

კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?

[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი

"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო

"ნიუკასლის" ახალი რეკორდი - "კაჭკაჭებმა" ვოლტემადე შეიძინეს

ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა

ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?

გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა

მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა

გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა

მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს

ახლაც რონალდო იყო პრობლემა? - "ლევერკუზენმა" ტენ ჰაგი 2 ტურის შემდეგ დაითხოვა

[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა

"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია