დღეს უმაღლესი ლიგის VI ტური ორი მატჩით გაიხსნება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირაღა რჩება, თუმცა საარჩევნო ციებ-ცხელება უკვე დიდი ხანია დაწყებულია და ისეთ ფაზაშიც არის შესული, ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი თემა, ფაქტობრივად, არააქტუალურია.

ჰო, ნამდვილად ასეა და ვეჭვობთ, რომელიმე სხვა ქვეყანაში იყოს მსგავსი აჟიოტაჟი; თანაც, ასეა სულ პირველი საპრეზიდენტო არჩევნებიდან (1990 წლიდან) მოყოლებული და ასე გრძელდება დღემდე.

თუმცა, ნურც იმას დავივიწყებთ (ან როგორ უნდა დავივიწყოთ), რომ 2002 წლის შემდეგ ჩატარებულ ყველა საარჩევნო ყრილობას ნაღდ არჩევნებთან ვერაფრით გავაიგივებთ. უფრო ზუსტად, 2005, 2007, 2009 თუ 2011 წლებში საარჩევნო ყრილობები კი არ ტარდებოდა, არამედ "ძალიან ზემოდან" წამოსული დირექტივების შესრულება იყო, ანუ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ქართული საფეხბურთო თემი კი არ ირჩევდა, არამედ "ზემოდან" ნიშნავდნენ.

საბედნიეროდ, ახლა აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა, თუმცა დაძაბულობა დღითიდღე მატულობს და, ფაქტობრივად, კულმინაციასაც მიაღწია...

მოკლედ, უახლოეს ერთ კვირაში დიდი ამბები გველოდება, ამ დროს კი თითქმის უკანა პლანზე გადაიწია საქართველოს ნაკრების მოახლოებულმა მატჩებმაც და ეროვნულმა ჩემპიონატმაც; იმ ჩემპიონატზე ვსაუბრობთ, უმაღლეს ლიგაში ჯერ მხოდ ხუთი ტური რომ არის გასული და ერთ-ორ გუნდში უკვე სერიოზული ფინანსური პრობლემებიც რომ წარმოიშვა.

თანაც, ამ შემთხვევაში სულაც არ არის ლაპარაკი უამბიციო გუნდებზე და ამის დასტურად "დილას" მთავარი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის სიტყვებიც გამოდგება, ორიოდ დღის წინათ "ლელოში" რომ განაცხადა: ჩვენს გუნდში ფინანსური სიტუაცია იდეალური ნამდვილად არ არისო!

"პირველად თქვენ გეუბნებით, "დილაში" სიტუაცია იდეალურ არ არის..."

არ დაგავიწყდეთ, რომ ლაპარაკია ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ გუნდზე, სადაც თურმე ფეხბურთელებს ერთი თვის ხელფასი და საპრემიო თნხა არ აუღიათ;

სამწუხაროდ, ბევრად უფრო უარესი სიტუაციაა წინა სეზონის კიდევ ერთ გამორჩეულ გუნდში და თუ უახლოეს პერიოდში ვითარება არ შეიცვლება, შესაძლოა, ამ გუნდის, საერთოდ, ყოფნა-არყოფნის საკითხიც დადგეს.

...ახლა კი, ალბათ, დროა მოახლოებულ ტურზეც ვისაუბროთ და წინდაწინ უნდა ვთქვათ, რომ ობიექტური მიზეზების გამო, კალენდარში გარკვეული ცლილებებიც არის. ასე მაგალითად, "საბურთალო"-"სიონის" მატჩი სეზონის წინ გამოქვეყნებული კალენდრის თანახმად 26 სექტემბერს უნდა გამართულიყო. თუმცა, იმის გამო, რომ მომდევნო კვირაში (30 სექტემბერს) "საბურთალო" უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე დანიურ "მიდტიულანდს" უნდა დაუპირისპირდეს, "სიონთან" შეხვედრა 25 სექტემბერს გაიმართება.

ეს ტური სხვა მხრივაც უნდა იყოს საინტერესო: ორ გუნდს ("გურია", "მერანი") ახალი მწვრთნელი დამოძღვრავს, თუმცა, ტურის მთავარი ინტრიგა, რაღა თქმა უნდა, მოქმედი ჩემპიონისა და მიმდინარე გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის დაპირისპირება იქნება, იმ გუნდების, XXVI ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტებად რომ მიიჩნევიან...

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VI ტური

25.09. თბილისი. ბენდელა. 16:00

საბურთალო-სიონი

ურთიერთშეხვედრები

არ შეხვედრიან

25.09. თბილისი. მიხეილ მესხი. 18:00

ლოკომოტივი-შუქურა

ურთიერთშეხვედრები

არ შეხვედრიან

26.09. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 16:00

დილა-დინამო (თბ)

დისკვალიფიკაცია: უჩა სოსიაშვილი (დილა, მთავარი მწვრთნელი)

ურთიერთშეხვედრები

53: +1 =11 -41, 26:144

26.09. ზუგდიდი. ბაიას ბაზა. 16:00

ზუგდიდი-სამტრედია

დისკვალიფიკაცია: დავით მთივლიშვილი (სამტრედია)

ურთიერთშეხვედრები

10: +5 =2 -3, 15:12

26.09. მარტვილი. მ. ხურცილავა. 16:00

მერანი-გურია

დისკვალიფიკაცია: ლევან კუტალია (მერანი)

ურთიერთშეხვედრები

4: +1 =0 -3, 2:4

26.09. ლანჩხუთი. ევ. შევარდნაძე. 16:00

კოლხეთი-საპოვნელა

დისკვალიფიკაცია: გიორგი კილასონია (კოლხეთი)

ურთიერთშეხვედრები

2: +2 =0 -0, 7:1

26.09. ქობულეთი. ჩელე არენა. 16:00

დინამო (ბთ)-ჩიხურა

ურთიერთშეხვედრები

6: +2 =1 -3, 4:6

26.09. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 18:00

ტორპედო-ცხინვალი

დისკვალიფიკაცია: ოთარ კვერნაძე (ტორპედო)

ურთიერთშეხვედრები

12: +8 =2 -2, 14:8

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შურა
sportall.ge-ს არანაირი ოპერატიულობა არ გააჩნია ეროვნული ჩემპიონატის გაშუქების კუთხით.ყოველდღე ყველა ქვეყნის ჩემპიონატი შუქდება გარდა ეროვნულისა.ამით კნინდება საქართველოს ჩემპიონატი.მაგალითად მე მირჩევნია გაშუქდეა საქართველოს ჩემპიონატის გუნდების თამაშები და მათი მდგომარება.ბევრს,მათ შორის მეც ნაკლებად მაინტერესებს ბარსელონა ,რეალი და სხვა წარმატებული ევროპული გუნდები.საქართველოს ჩემპიონატში ერთმანეთთან შეხვედრებს აქვეყნებენ უშუალოდ თამაშის დაწყების წინ.გულშემატკივარი ნაკლებად იმფორმირებულია თამაშის დაწყების დროზე და ა.შ.
irakli apkhaidze
ეს სტატისტიკა თუ არ გაინტერესებთ და გკიდიათ ტყუილს მაინც ნუ წერთ. სხვა არ ვიცი მარა ამ შემთხვევაში კოლხეთი-საპოვნელას სტატისტიკას ვგულისხმობ, საინტერესოა რომელი წლებით და თამაშებით იხელმძღვანელეს...
ika
საერთოდ ნუღა დაწერთ მაინც არავის აინტერესებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა