მეექვსე ტურში ლიდერი ისევ შეიცვალა, "რეალს" ფეხი "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაუცდა, ამით კი "ვილიარეალმა" ისარგებლა

* ლიონელ მესი კარიერაში ყველაზე ადრე (მე-10 წუთზე) შეცვალეს. სულ მესი 521-ჯერ იყო სასტარტო შემადგენლობაში.

* "ბარსელონამ" ამ სეზონში 4 პენალტიდან 3 ვერ გაიტანა.

* სეზონის პირველი კლასიკო 21 ნოემბერს (20:30 ადგილობრივი დროით) "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.

* "ლას პალმასის" რიგებში ითამაშა 40 წლის ხუან ვალერონმა.

მეექვსე ტურში ლიდერი ისევ შეიცვალა, "რეალს" ფეხი "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაუცდა. ამით კი "ვილიარეალმა" ისარგებლა, რომელმაც "ატლეტიკოს" მოუგო და... "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" პირველ ადგილზე ამოყვინთა. ამასობაში, "ბარსამ" და ფეხბურთმა გარკვეული ხნით მსოფლიოს მთავარი ვარსკვლავი, ლეო მესი დაკარგა...

ორი გმირი

ნუნუ ესპირიტუ სანტუს არ გამოუვიდა "ვალენსიას" თამაშის გაუმჯობესება. "გრანადა" საკმაოდ მწვავედ "იკბინებოდა", მაგრამ პორტუგალიელმა სპეციალისტმა მთავარს მიაღწია - მოიგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა, რაშიც დიდი დამსახურება გერმანელ მსოფლიოს ჩემპიონ შკოდრან მუსტაფის მიუძღვის.

მუსტაფი ლამის მარტო უმკლავდებოდა საქსესის, როჩინასა და ელ-არაბის შეტევებს და როცა უძლური იყო, საქმეში მეკარე ხაუმე დომენეჩი ერთვებოდა. თანაც, მუსტაფიმ ბრწყინვალე თავური გოლი გაიტანა ზაქარია ბაკალის ჩაწოდების შემდეგ - 1:0.

"გრანადა" კი არც ისე ცუდია, როგორც ეს შეიძლება ცხრილიდან ჩანდეს.

ნუნუ (ვალენსია): "პრობლემები რჩება, არ უარვყოფ, თუმცა ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით, როგორ ვეთამაშოთ მომდევნო მეტოქეს - "ლიონს". როტაცია აუცილებლად იქნება, რადგან თამაშის ხარისხი გასაუმჯობესებელი გვაქვს".

10 მატჩი ლეოს გარეშე

უკვე მეხუთე წუთზე "ლას პალმასის" კართან შეტევა "ბარსელონას" ფანებისთვის სამწუხაროდ დამთავრდა - მცველ პედრო ბიგასთან სათამაშო ეპიზოდში ტრავმა მიიღო ლიონელ მესიმ. არგენტინელმა სცადა თამაშის გაგრძელება, მაგრამ მე-10 წუთზე შეცვლა ითხოვა.

ამის შემდეგ "ბარსას" ფანების დიდ ნაწილს "კამპ ნოუზე" მეტად, კრეუ ბლანკას კლინიკაში რა ხდებოდა, ის უფრო აინტერესებდა. ლეოს მუხლის მყესების დაზიანება (და არა გაწყვეტა) დაუდგინდა და პირველი ცნობებით, 7-8 კვირის გამოტოვება მოუწევს.

მაშ ასე, მესი გამოტოვებს ლა ლიგის 5 მატჩს (სევილია, რაიო, ეიბარი, ხეტაფე, ვილიარეალი), ჩემპიონთა ლიგის 3 შეხვედრას (ლევერკუზენი, ბატე 2) და არგენტინის ნაკრების მუნდიალის საკვალიფიკაციო 2 მატჩს (ეკვადორი, პარაგვაი). ჯამში 10 შეხვედრას.

"ბარსელონამ" კი მოკრძალებული ანგარიშით დაამარცხა კანარის კუნძულების გუნდი - სერხი რობერტოს ჩაწოდება და მუნირ ელ ჰადადის პასი ლუის სუარესმა დუბლად აქცია, ხოლო სტუმართა რიგებში პიკეს მცირე რიკოშეტის დახმარებით, თავი ხონათან ვიერამ გამოიჩინა - 2:1. ნეიმარს შეეძლო გატანა, მაგრამ პენალტი გოლად ვერ აქცია - ბურთი კარს გადააცილა.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "სამწუხაროა, როცა ფეხბურთელი ტრავმას იღებს, მით უფრო, თუ ის მესია. ყველამ იცის, რა მნიშვნელობა აქვს მესის ყოფნას მოედანზე "ბარსელონასთვის". მესის გარეშეც "ბარსამ" არ უნდა უღალატოს თავის სტილს. ახლა უფრო უნდა გავაძლიეროთ გუნდური თამაში".

იხილეთ ვიდეო

რონალდო და კედელი

94-ე წუთზე, როცა ყველა რესურსი ამოწურა, "მალაგას" კარის დალაშქვრა კრიშტიანო რონალდომ უკვე ხელით სცადა, რისთვისაც დამსახურებულად გააფრთხილეს. პორტუგალიელი თვალებს არ უჯერებდა, 14-ჯერ დაემუქრა კარლოს კამენის კარს, მაგრამ ვერაფერს გახდა.

ისევე, როგორც ვერაფერს გახდა მთლიანად "რეალი" (31 დარტყმა კარისკენ) - აფრიკელი გოლკიპერი ნამდვილი გმირი იყო, ერთხელ კი მას ველიგტონი დაეხმარა, რომელმაც კარში თითქმის შესული ბურთი დააბრუნა უკან - 0:0. "რეალს" ვერც რიცხობრივი უპირატესობა დაეხმარა, ანდალუსიური კედელი დაუძლეველი დარჩა. "სამეფო კლუბმა" კოჭის ტრავმის გამო ახალგაზრდა ფორვარდი ხესე დაკარგა.

რაფა ბენიტესი (რეალი): "როცა მეტოქე მთელი შემადგენლობით თავს იცავს, ძნელია თავისუფალი სივრცეების პოვნა. შეცდომებს ვუშვებდით, რასაც ჩვენს კართან ხიფათი მოჰქონდა. მაგრამ ბევრი მომენტი შევქმენით და ეს პოზიტივია. სავარაუდო გოლის ეპიზოდი ჩემი ადგილიდან კარგად არ ჩანდა. ვფიქრობ, გოლის გამოვლენის ტექნოლოგია არც პრიმერას აწყენდა".

იხილეთ ვიდეო

ლეოს გოლით

"რეალის" წაფორხილებით ისარგებლა "ვილიარეალმა" და მეორე მადრიდული კლუბის, "ატლეტიკოს" დამარცხებით (1:0) პირველ ადგილზე ამოყვინთა. "ელ მადრიგალზე" გამარჯვების გოლი მადრიდელთა კარში ლეო ბაპტიშტაომ გაიტანა რობერტო სოლდადოს პასით. ბრაზილიელი "ატლეტიკოს" ყოფილი ფეხბურთელია, ამიტომაც მის მაგივრად სხვა ვალენსიელებმა იზეიმეს ლეოს გოლი. დიეგო სიმეონეს გუნდი კი უკვე მეორედ დამარცხდა ლა ლიგაში.

იხილეთ ვიდეო

კონოპლიანკას სადებიუტო

უნაი ემერის "სევილიამ" ნავსი გატეხა და იევჰენ კონოპლიანკას პირველი ესპანური გოლით ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ძნელად მოვიდა. ანდალუსიელებმა ტაიმი 2:0 კი მოიგეს "ელვების" წინააღმდეგ, მაგრამ მეორე ტაიმში მთელი უპირატესობა გაანიავეს და სანამ "რაიო" 10 კაცის გარეშე არ დარჩა, ვერ გაიტანეს - 3:2. "სევილიამ" ბოლო ადგილს თავი დააღწია. უკრაინელმა ფეხბურთელმა გამარჯვების გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა. არ შეიძლება არ აღინიშნოს ბებეს ბრწყინვალე გოლიც, ასევე საჯარიმო დარტყმით.

მხსნელი იაგო

ბასკეთში "სელტას" ცენტრფორვარდი იაგო ასპასი რატომღაც სათადარიგოთა სკამზე დარჩა. "ბარსასთან" მატჩის გმირი მხოლოდ მეორე ტაიმში შემოვიდა და ამ შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი - ხონის ჩაწოდების შემდეგ "სელტას" ქულა გადაურჩინა - 1:1. ვიგოელები თავიდან ბორხა ბასტონის გოლის გამო აგებდნენ "ეიბართან".

კვირის მატჩები

ხოაკინ სანჩესისა და რუბენ კასტროს გოლებმა წყალში ჩაუყარეს გარჯა "ბარსას" ახალგაზრდა შემტევ ალენ ჰალილოვიჩს, რომელიც ხიხონის "სპორტინგში" იჯარით თამაშობს. ხორვატის ანგარიშზე საგოლე პასი და ბრწყინვალე თამაშია, თუმცა ასტურიულმა კლუბმა 1:2 დათმო "ბეტისთან". "დეპორტივომ" სამი უპასუხო გოლი გაუტანა "ესპანიოლს", რომელმაც თამაში კაცნაკლულმა დაასრულა. ლუკას პერესის ანგარიშზე დუბლია. "ხეტაფე"-"ლევანტე" ბოლო წუთამდე დაძაბული იყო, ბოლოს კი მადრიდელებმა გაილაღეს და დიდი ანგარიშით მოიგეს - 3:0. დუბლი შეასრულა ალვარო ვასკესმა.

VI ტური

25 სექტემბერი

ვალენსია-გრანადა 1:0

გოლი: 1:0 მუსტაფი (27)

ვალენსია (4-4-2): ხაუმე - კანსელო, მუსტაფი, ვეზუ, ორბანი - ფეგული, პარეხო, ე. პერესი (75. ფუეგო), ბაკალი (61. პიატი) - ნეგრედო (88. როდრიგო), პ. ალკასერი

გრანადა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ლოპეში, ლომბანი, დორია, ბირაგი - ფ. რიკო, კრჰინი - საქსესი (59. ბიფუმა), მარკესი (66. უჩე აგბო), როჩინა (80. ნ. ლოპესი) - ელ-არაბი

გაფრთხილება: პერესი, მუსტაფი, ორბანი - დორია, ლოპეში, აგბო

კუთხური: 11-3; ჯარიმა: 19-20; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 12-18 (5-3); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 41 124

26 სექტემბერი

ბარსელონა-ლას პალმასი 2:1

გოლები: 1:0 ლ. სუარესი (24), 2:0 ლ. სუარესი (52), 2:1 ვიერა (87)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, ბარტრა, ადრიანო (91. გუმბაუ) - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, მასკერანო - მესი (10. ელ ჰადადი (80. ს. რამირესი)), ლ. სუარესი, ნეიმარი

ლას პალმასი (5-3-2): ვარასი - სიმონი, ალკარასი, აიტამი, ბიგასი, კასტელიანო - როკე მესა (68. ვალერონი), ერნანი (57. კულიო), ვაკასო - არაუხო (67. ელ ჟარი), ვიერა

გაფრთხილება: მასკერანო, სუარესი - ერნანი, სიმონი, ვაკასო, ალკარასი

შენიშვნა: ნეიმარმა ვერ გაიტანა პენალტი (66)

კუთხური: 3-4; ჯარიმა: 12-23; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 18-10 (6-6); ბურთის ფლობა: 63%-37%.

მაყურებელი: 74 916

რეალი-მალაგა 0:0

რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, ნაჩო, მარსელო - მოდრიჩი, კროოსი, ისკო - ხესე (60. კოვაჩიჩი), ბენზემა, რონალდო

მალაგა (4-4-2): კამენი - როსალესი, ანხელერი, ველიგტონი, მ. ტორესი - ფორნალსი (80. ორტა), ტისონე, რესიო, ხუან კარლოსი - ამრაბატი, ტიგადუინი (70. ხუანპი ანიორი)

გაფრთხილება: ვარანი, ნაჩო, კარვახალი, რონალდო - ტორესი, რესიო, ანიორი

გაძევება: ამრაბატი (77)

კუთხური: 12-6; ჯარიმა: 11-10; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 31-12 (9-3); ბურთის ფლობა: 65%-35%.

მაყურებელი: 75 361

სევილია-ვალეკანო 3:2

გოლები: 1:0 გამეირო (23), 2:0 ნ'ზონზი (45), 2:1 ბებე (51), 2:2 გერა (68), 3:2 კონოპლიანკა (86)

სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - კოკე (73. მარიანო), ანდრეოლი, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა - ნ'ზონზი (73. კრისტოფორო), კრიხოვიაკი - ხ. რეიესი, იბორა (63. კონოპლიანკა), კრონ-დელი - გამეირო

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო - ნაჩო, ამაია, დ. ლორენტე, რაცი - ბაენა, ტრაშორასი (86. დორადო) - ბებე, იოსაბედი, ემბარბა (64. ბანგურა) - გერა (80. მანუშო)

გაფრთხილება: იბორა - ლორენტე, ამაია, მანუშო, ტრაშორასი

გაძევება: ამაია (83)

კუთხური: 6-5; ჯარიმა: 9-15; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 14-18 (7-5); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 33 709

ვილიარეალი-ატლეტიკო 1:0

გოლი: 1:0 ლ. ბაპტიშტაო (14)

ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - მარიო, ბაილი, რუისი, ხ. კოსტა - ჯ. დოს სანტოსი (68. დ. სუარესი), ტრიგეროსი (75. პინა), ბრუნო სორიანო, კასტილიეხო - ლ. ბაპტიშტაო (46. ნ. ლეივა), სოლდადო

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - გამესი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ო. ტორესი (66. ა. კორეა), გაბი (46. ვიეტო), ტიაგო, ს. ნიგესი - ჯ. მარტინესი (46. ფ. ტორესი), გრიზმანი

გაფრთხილება: სოლდადო, კოსტა - გრიზმანი, ტიაგო

კუთხური: 1-5; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 5-8 (2-3); ბურთის ფლობა: 47%-53%.

მაყურებელი: 20 087

ეიბარი-სელტა 1:1

გოლები: 1:0 ბასტონი (2), 1:1 ასპასი (76)

ეიბარი (4-4-2): რიესგო - კაპა, მ. დოს სანტოსი, პანტიჩი, ჟუნკა - ბერხონი (69. ისრაფილოვი), დ. გარსია, ადრიანი, ინუი (79. ვერდი) - ბასტონი (92. არუაბარენა), ენრიჩი

სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - ხონი, კაბრალი, გომეს სოლა, პლანასი - ა. ფერნანდესი, რადოია (61. ვასი), პ. ერნანდესი (46. ასპასი) - ორელიანა, ბონგონდა (76. დრაჟიჩი), ნოლიტო

გაფრთხილება: კაპა, ენრიჩი, გარსია, ადრიანი, დოს სანტოსი - ერნანდესი, რადოია, ორელიანა, ფერნანდესი

კუთხური: 4-4; ჯარიმა: 25-16; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 10-9 (3-2); ბურთის ფლობა: 36%-64%.

მაყურებელი: 4 480

27 სექტემბერი

სპორტინგი-ბეტისი 1:2

გოლები: 1:0 კ. კასტრო (17), 1:1 ხოაკინი (46), 1:2 რ. კასტრო (57)

სპორტინგი (4-4-2): ა. გარსია - ლორა, ლ. ერნანდესი, მერე (80. პ. პერესი), ი. ლოპესი (61. გერერო) - ხონი (75. მუნისი), ს. ალვარესი, კასესი, მენენდესი - კ. კასტრო, ჰალილოვიჩი

ბეტისი (4-1-4-1): ადანი - პიჩინი, ბრუნო, ვესტერმანი, ვარელა - ნ'დიაიე - ხოაკინი (77. მოლინა), სებალიოსი (69. პეტროში), პორტილიო, სეხუდო (86. ხ. ტორესი) - რ. კასტრო

გაფრთხილება: კასესი - ნ'დიაიე

კუთხური: 10-4; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 19-13 (10-5); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 23 250

დეპორტივო-ესპანიოლი 3:0

გოლები: 1:0 ა. გონსალესი (14 ს. კ.), 2:0 ლ. პერესი (27), 3:0 ლ. პერესი (47)

დეპორტივო (4-4-2): ლუქსი - ხუანფრანი, ლოპო, სიდნეი, ფ. ნავარო (56. ლაურე) - ლუის ალბერტო, ბორხესი, მოსკერა (62. ბერგანტინიოსი), ფაირი - რიერა, ლ. პერესი (68. ფედე კარტაბია)

ესპანიოლი (4-4-2): პაუ ლოპესი - რობერი, ა. გონსალესი, როკო, დუარტე - ასენსიო, ვ. სანჩესი (57. სილა), დიოპი, ვ. ალვარესი (55. ბურგუი) - მორენო, კაისედო (46. ე. პერესი)

გაფრთხილება: ლოპო, ლაურე, ბერგანტინიოსი - ასენსიო, დიოპი, როკო, დუარტე

გაძევება: დუარტე (79)

კუთხური: 7-5; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 14-7 (5-3); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 21 753

ხეტაფე-ლევანტე 3:0

გოლები: 1:0 ა. ვასკესი (81), 2:0 ბუენდია (91), 3:0 ა. ვასკესი (92)

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - დ. სუარესი, ვერხინი, ალექსისი, ნობლეხასი - ხ. როდრიგესი, მედრანი - პედრო ლეონი (66. სარაბია), ვ. როდრიგესი, ლაფიტა (76. ა. ვასკესი) - შჩეპოვიჩი (87. ბუენდია)

ლევანტე (5-3-2): რუბენი - მორალესი, ტრუხილიო (38. ი. ლოპესი), სიმაო, ფედალი, ტონიო - კამარასა (83. როხერი), ხოსე მარი, ლერმა - ვ. კასადესუსი, დეივერსონი (78. ღილასი)

გაფრთხილება: მედრანი, ნობლეხასი - კამარასა,ფედალი, ტონიო

კუთხური: 4-4; ჯარიმა: 11-10; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 15-10 (8-3); ბურთის ფლობა: 58%-42%.

მაყურებელი: 5 934

სოსიედადი-ბილბაო 0:0

რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ა. ელუსტონდო, დ. რეიესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელია - პარდო, ილიარამენდი - ველა, ზურუტუზა (73. ჩაბი პრიეტო), კანალესი (73. ბრუმა) - აგირეჩე (87. ჟონათასი)

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ეკეიჩა, ლაპორტი, ბალენსიაგა - სან ხოსე, ბენიატი (81. იტურასპე) - სუსაეტა (91. ლეკუე), რაულ გარსია, საბინი (72. ვილიამსი) - ადურისი

გაფრთხილება: ილიარამენდი, პარდო, მარტინესი - ბენიატი, გარსია, ვილიამსი, ეჩეიტა

კუთხური: 4-2; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 14-9 (4-2); ბურთის ფლობა: 48%-52%.

მაყურებელი: 26 310

ბომბარდირები: 5 - ქარიმ ბენზემა (რეალი), კრიშტიანო რონალდო (რეალი), ნოლიტო (სელტა); 4 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), იაგო ასპასი (სელტა), ლუკას პერესი (დეპორტივო).

მომდევნო ტური

2 ოქტომბერი:

სელტა-ხეტაფე.

3 ოქტომბერი:

სევილია-ბარსელონა, გრანადა-დეპორტივო, ესპანიოლი-სპორტინგი, ლას პალმასი-ეიბარი, მალაგა-რეალ სოსიედადი.

4 ოქტომბერი:

რაიო ვალეკანო-ბეტისი, ბილბაო-ვალენსია, ლევანტე-ვილიარეალი, ატლეტიკო-რეალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო
ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
[VIDEO] მბაპეს გმირობა, "არსენალის", "ატლეტიკოს", "ატალანტას" და "სპორტინგის" მოგებები
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
გადადის ჩაკვეტაძე "ვალენსიაში"? - მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება
[VIDEO] აი, როგორი უნდა იყოს თავდამსხმელი. მიქაუტაძის დამსახურებით - "ვილიარეალმა" "სევილიას" მოუგო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ჩაბი ალონსო: მე და ვინისიუსს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს
მიქაუტაძე "ვილიარეალს" ამ ზამთარსვე დატოვებს და პრემიერ ლიგას მიაშურებს? - Fichajes მოულოდნელ შესაძლო ტრანსფერზე
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
კეინი, ჰოლანი თუ ალვარესი? - "ბარსელონას" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი გეგმები აქვს
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "მალიორკა" დაამარცხა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" სტუმრად "იუვენტუსს" ფრედ ეთამაშა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
მიქაუტაძემ ვარჯიში დაიწყო და ალბათ, "მალიორკასთან" ითამაშებს
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "სოსიედადს" მოუგო
"გარშემო ყველას აკრიტიკებს და რასისტებს კიდევ ჩვენ გვიწოდებს?!" - "ატლეტიკოს" ლეგენდამ ვინისიუსი გააკრიტიკა
"რეალმა" "ჟირონასთან" ქულები და პირველობა დაკარგა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს
[VIDEO] მიქაუტაძის აქტიურობას გოლი მოჰყვა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" სტუმრად დაამარცხა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
ალექსის სანჩესი ლა ლიგაში ბრუნდება - ჩილელი "სევილიასთან" 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"ჩემს თავს გამოვრიცხავ" - კურტუამ ამჟამად ევროპის სამი საუკეთესო მეკარე დაასახელა
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ