ტურინის "იუვენტუსი" შავ დღეში
* "რომას" 3 ფეხბურთელი დაუშავდა: სეიდუ კეიტა 2 კვირა იუქმებს, ედინ ჯეკო - 3 კვირა, ხოლო ფრანჩესკო ტოტი - ერთი თვე.

* სერია A-ს გასულ გათამაშებაში "იუვენტუსმა" მხოლოდ 3 მატჩი წააგო, მიმდინარე სეზონში კი ეს 6 ტურში მოახერხა.

* მიმდინარე სეზონში "მილანის" მცველმა ალესიო რომანიოლიმ მეორედ მიიღო წითელი ბარათი - არადა, ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ 6 ტურია გასული.

სერია A-ს გასულ გათამაშებაში "იუვენტუსმა" მხოლოდ 3 მატჩი წააგო, მიმდინარე სეზონში კი 3 მარცხი 6 ტურში იწვნია. ძირეული საკადრო ცვლილებების შემდეგ ტურინული გრანდის მცირე ჩავარდნა მოსალოდნელი იყო, მაგრამ ასეთ კრიზისს არავინ ელოდა.

კიდევ ერთი მარცხი

ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი ნეაპოლში გაიმართა, სადაც "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" უმასპინძლა და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს მორიგი მარცხი აგემა. თამაში 25 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ლორენცო ინსინიემ გონსალო იგუაინთან კედელი გაითამაშა და უზუსტესი დარტყმით მეკარისაგან მარჯვენა დაბალი კუთხე დალაშქრა.

ნეაპოლელთა მეორე გოლი გონსალო იგუაინის ანგარიშზეა, რომელმაც 62-ე წუთზე გაარღვია ტურინელთა დაცვა და მის დარტყმულს ჯანლუიჯი ბუფონმა ვერაფერი მოუხერხა. იგუაინის გოლიდან ერთ წუთში, მარიო ლემინამ "იუვეს" შემადგენლობაში პირველი გოლი შეაგდო, ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ტურინელებმა მეტის გატანა ვეღარ შეძლეს. მთლიანობაში, თამაში თანაბარი გამოდგა, თუმცა ნეაპოლელებმა მაინც უკეთ ითამაშეს და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გამარჯვება დაიმსახურეს.

"ნაპოლიმ" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და შედარებით გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა. რაც შეეხება "იუვენტუსს", ტურინული გრანდი მე-15 ადგილზე დაეშვა და გასავარდნ ზონამდე ბევრი არაფერი უკლია. მიუხედავად ამისა, "იუვეს" მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ოპტიმიზმს არ კარგავს და აცხადებს, რომ მის გუნდს სკუდეტოსთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შეუძლია:

"რთული დროება გვიდგას და ეს სატურნირო ცხრილზეც შესაბამისად აისახა. ვფიქრობ, გაცილებით უკეთ ავთამაშდებით, როდესაც გამოცდილი ნახევარმცველები დაგვიბრუნდებიან. კლაუდიო მარკიზიოს, სამი ხედირას და კვადვო ასამოას გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ. ვფიქრობ, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია სკუდეტოსთვის ბრძოლა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ძალები უნდა მოვიკრიბოთ, ბევრი ვიშრომოთ და კრიზისს აუცილებლად დავძლევთ".

იხილეთ ვიდეო

"რომამ" "კარპი" დაიბრიყვა

"რომამ" "კარპის" უმასპინძლა და გაანადგურა მეტოქე - 5:1. რუდი გარსიას შეგირდებმა ყველა გემოვნების გოლი გაიტანეს: მანოლასმა მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა, პიანიჩმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა დიდებულად, ჟერვინიომ და სალაჰმა დამატებაზე ივარგეს, დინემ კი თავური დარტყმით გადაგზავნა ბურთი კარის ჩარჩოში. სტუმართა რიგებში ძველი "რომანისტა", მარკო ბირიელო გამოირჩა. მოკლედ, "რომამ" იოლად დაამარცხა მეტოქე, გაიუმჯობესა სატურნირო ვითარება, გარსიამ კი მატჩის შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა:

"წინა ტურში განცდილი მარცხიდან სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და დღეს გაცილებით უკეთ ვითამაშეთ. სწორედ ასე უნდა ვიმოქმედოთ შეტევაში და შედეგიც არ დაახანებს. დაცვაში ისევ დავუშვით რამდენიმე უხეში შეცდომა და ამ მიმართულებით სამუშაო გვაქვს. იმედია, მომდევნო შეხვედრას კიდევ უკეთესად ჩავატარებთ".

აქვე ვთქვათ, რომ "კარპისთან" შეხვედრაში "რომას" ერთბაშად სამი ფეხბურთელი დაუშავდა - გამოკვლევებმა ცხადყო, რომ სეიდუ კეიტა 2 კვირა იუქმებს, ედინ ჯეკო - 3 კვირა, ხოლო ფრანჩესკო ტოტი - ერთი თვე.

იხილეთ ვიდეო

"მილანი" ისევ გაშტერდა

მიჯრით მოგებული ორი მატჩის შემდეგ "მილანის" გულშემატკივრებს იმედი გაუჩნდათ, რომ გუნდი აღმავლობის გზას დაადგა და მალე გაერეოდა ლიდერთა მარაქაში, მაგრამ არც მთლად ასე ყოფილა საქმე - სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი "ჯენოას" ესტუმრა და მორიგი მარცხი იწვნია.

ერთადერთი გოლი ბლერიმ ჯემაილის ანგარიშზეა და ისიც ვთქვათ, რომ მთელი მეორე ტაიმი "როსონერიმ" 10 ფეხბურთელით ითამაშა. საქმე ისაა, რომ 43-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ალესიო რომანიოლი გააძევა, რომელმაც ორი ყვითელი ბარათი მიიღო. საგულისხმოა, რომ რომანიოლი მეორედ გააძევეს მიმდინარე სეზონში - არადა, ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ 6 ტურია გასული.

მიუხედავად იმისა, რომ "მილანი" კაცნაკლული იყო, მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო და ბოლომდე ფლობდა უპირატესობას. ჯაკომო ბონავენტურა, ლუის ადრიანო და მარიო ბალოტელი აქტიურობდნენ, რამდენიმე მწვავე მომენტიც შექმნეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ანგარიშის გასათანაბრებლად. ბოლოს, მიხაილოვიჩი ვა-ბანკზე წავიდა, კარლოს ბაკაც ჩაერთო თამაშში, მაგრამ არც ამან უშველა საქმეს. საბოლოოდ, 1:0 "ჯენოას" სასარგებლოდ და "მილანი" ისევ ცხრილის შუაგულშია გაჭედილი.

მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელი შეთანხმდა, რომ პირველი ტაიმი უკეთ "ჯენოამ" ითამაშა, ხოლო მეორე "მილანმა" - არადა, სწორედ მეორე ნახევარში იყო გენუური გუნდი რიცხობრივ უმრავლესობაში. მიხაილოვიჩმა შეგირდები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არ შეიძლება ერთი ტაიმი, უბრალოდ, აჩუქა მეტოქეს. სინიშა დაჰპირდა გულშემატკივრებს, რომ მომდევნო ტურში გაცილებით უკეთეს "მილანს" იხილავენ.

იხილეთ ვიდეო

"ტორინო" ისევ იგებს

"ინტერი"-"ფიორენტინას" მატჩი კვირას გვიან ღამით გაიმართა და "ნერაძურის" განადგურებით, ანგარიშით 1:4 დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

იქამდე "ტორინოს" მორიგი გამარჯვება აღვნიშნოთ, რადგან ჯამპიერო ვენტურას გუნდი შესანიშნავად ასპარეზობს და ეს სატურნირო ცხრილიდან ნათლად ჩანს.

ამჯერად, ტურინელებმა "პალერმო" იმსხვერპლეს და ეს მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმის დიდი ნაწილი კაცნაკლულნი იყვნენ, ბოლო 4-5 წუთი კი სულაც 9 ფეხბურთელით ითამაშეს. აქვე ვთქვათ, რომ "ლაციომ" "ვერონას" სძლია ურთულეს ბრძოლაში, "უდინეზემ" "ბოლონია" დაამარცხა, "სასუოლომ" და "კიევომ" კი ქულები გაიყვეს.

VI ტური

26 სექტემბერი

რომა-კარპი 5:1

გოლები: 1:0 მანოლასი (24), 2:0 პიანიჩი (28), 3:0 ჟერვინიო (31), 3:1 ბორიელო (34), 4:1 სალაჰი (51), 5:1 დინე (68)

რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი, მანოლასი, დე როსი, დინე - პიანიჩი, კეიტა (21. ვაინკური), ნაინგოლანი - ჟერვინიო, სალაჰი, ჯეკო (46. ტოტი - 55. იტურბე)

კარპი (3-5-1-1): ბრკიჩი - ძაკარდო, რომანიოლი (46. რომანიოლი), გალიოლო - ლეტიცია, ბიანკო, ფედელე (55. ლაძარი), კოფიე, სილვა - მატოსი - ბორიელო (72. ლაძანია)

გაფრთხილება: მაიკონი - კოფიე

კუთხური: 6-6; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 9-9 (5-5); ბურთის ფლობა: 68%-32%

მაყურებელი: 40 000

ნაპოლი-იუვენტუსი 2:1

გოლები: 1:0 ინსინიე (26), 2:0 იგუაინი (62), 2:1 ლემინა (63)

ნაპოლი (4-3-3): რეინა - უსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (80. დავიდ ლოპესი) - ინსინიე (40. მერტენსი), კალეხონი, იგუაინი (85. გაბიადინი)

იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - პადოინი (89. სანდრო), ბონუჩი, კიელინი, ევრა - ლემინა, ერნანესი (64. კუადრადო), პოგბა - პერეირა - დიბალა (71. მორატა), ძაძა

გაფრთხილება: გულამი, კალეხონი - ევრა, ბონუჩი, პადოინი, მორატა

კუთხური: 4-4; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 10-8 (3-3); ბურთის ფლობა: 48%-52%

მაყურებელი: 45 000

27 სექტემბერი

ჯენოა-მილანი 1:0

გოლი: 1:0 ჯემაილი (10)

ჯენოა (3-4-1-2): ლამანა - დე მაიო, ბურდისო, მარკეზე (70. ნიჩამი) - ფიგუეირაში (56. იცო), ჯემაილი, რინკონი, ლაქსალტი - პეროტი - პავოლეტი (85. გაპკე), კაპელი

მილანი (4-3-1-2): დიეგო ლოპესი - კალაბრია, საპატა, რომანიოლი, დე შილიო - დე იონგი (45. ელი), მონტოლივო (76. კუცკა), ბერტოლაჩი - ბონავენტურა (80. ბაკა) - ლუის ადრიანო, ბალოტელი

გაფრთხილება: ბურდისო, დე მაიო, პავოლეტი, ჯემაილი - კალაბრია, ბონავენტურა, ბერტოლაჩი, ლუის ადრიანო

გაძევება: რომანიოლი (42. მილანი)

კუთხური: 7-4; ჯარიმა: 23-29; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 8-10 (1-5); ბურთის ფლობა: 53%-47%

მაყურებელი: 30 000

ბოლონია-უდინეზე 1:2

გოლები: 1:0 მონიერი (31), 1:1 ბადუ (61), 1:2 საპატა (85)

ბოლონია (4-3-3): მირანტე - ფერარი, როსეტინი, ოიკონომუ, მაზინა - დიავარა, რიცო (74. ტაიდერი), პულგარი - ჯაკერინი (30. ბრიენცა), მონიერი, დესტრო (75. მანკოზუ)

უდინეზე (4-3-1-2): კარნეზისი - პირისი, ვაგუე, დანილო, ალი ადნანი (79. პასკუალე) - ბადუ, იტურა (46. ლოდი), ედენილსონი - მარკინიო - ტერო (59. დი ნატალე), საპატა

გაფრთხილება: მაზინა, დიავარა, მონიერი, დესტრო - ალი ადნანი, ლოდი, პასკუალე

კუთხური: 6-4; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 5-7 (3-3); ბურთის ფლობა: 52%-48%

მაყურებელი: 20 000

ვერონა-ლაციო 1:2

გოლები: 1:0 ელანდერი (33), 1:1 ბილია (63-პენ.), 1:2 პაროლო (86)

ვერონა (4-3-3): რაფაელი - პიზანო, მორასი, ელანდერი, სუპრაიენი - გრეკო (61. ბიანკეტი), ვივიანი, ალფრედსონი (78. მათუზალემი) - ტალები (56. ვსზოლეკი), სალა, იანკოვიჩი

ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - ბასტა, მაურისიო, ჯენტილეტი, ლულიჩი - პაროლო, ბილია - ანდერსონი (82. ჰოედტი), სავიჩი, კიშნა (61. მაური) - ჯორჯევიჩი (61. კეიტა)

გაფრთხილება: ალფრედსონი, სალა - ლულიჩი, პაროლო

გაძევება: მაურისიო (81. ლაციო)

კუთხური: 2-10; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 4-9 (1-2); ბურთის ფლობა: 35%-65%

მაყურებელი: 22 000

სასუოლო-კიევო 1:1

გოლები: 1:0 დეფრელი (3), 1:1 პალოსკი (24)

სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, ტერანოვა, კანავარო (46. არიაუდო), პელუზო - მანიანელი, მისიროლი, დანკანი - ბერარდი (82. პოლიტანო), ფლორო ფლორესი (71. სანსონე), დეფრელი

კიევო (4-3-1-2): ბიძარი - კაჩატორე, დაინელი (31. ცეზარი), გამბერინი, გობი - კასტრო (83. პინცი), ჰეტემაი, რიგონი - პეპე (65. ბირსა) - პალოსკი, მეჯორინი

გაფრთხილება: პელუზო, მანიანელი, ბერარდი - ჰეტემაი

კუთხური: 4-2; ჯარიმა: 16-22; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 11-8 (5-2); ბურთის ფლობა: 54%-46%

მაყურებელი: 15 000

ტორინო-პალერმო 2:1

გოლები: 1:0 გონსალესი (44-საკ. კარში), 2:0 ბენასი (48), 2:1 გონსალესი (71)

ტორინო (3-5-2): პადელი - ბოვო, გლიკი, მორეტი - ძაპაკოსტა, ბაზელი (68. ობი), ვივესი, ბენასი (71. ასკუა), მოლინარო - კვალიარელა, მაქსი ლოპესი (63. სილვა)

პალერმო (3-4-1-2): სორენტინო - სტრუნა, გონსალესი,

ელ კაუტარი - რისპოლი (51. ჯილარდინო), ჰილემარკი, ჩოჩევი, დაპრელა (74. ლაზაარი) - ვასკესი - ტრაიკოვსკი (82. ლა გუმინა), კუაიზონი

გაფრთხილება: პადელი, ბოვო - რისპოლი, ელ კაუტარი, სტრუნა, ვასკესი, კუაიზონი

გაძევება: მოლინარო (61. ტორინო), ობი (89. ტორინო)

კუთხური: 5-1; ჯარიმა: 15-20; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 7-11 (3-3); ბურთის ფლობა: 47%-53%

მაყურებელი: 20 000

ინტერი-ფიორენტინა 1:4

გოლები: 0:1 ილიჩიჩი (4-პენ.), 0:2 კალინიჩი (18), 0:3 კალინიჩი (23), 1:3 იკარდი (60), 1:4 კალინიჩი (76)

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - სანტონი, მირანდა, მედელი - პერიშიჩი (64. ბიაბიანი), მელო, გუარინი (78. ბროზოვიჩი), კონდოგბია (46. რანოკია), ტელესი - პალასიო, იკარდი

ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - რონკალია (75. ჟილბერტო), გონსალო, ასტორი - ბლაშიკოვსკი (69. ტომოვიჩი), ბადელი (82. ფერნანდესი), ვესინო, ალონსო - ბორხა ვალერო, ილიჩიჩი - კალინიჩი

გაფრთხილება: ჰანდანოვიჩი, მედელი, გუარინი, კონდოგბია - კალინიჩი

გაძევება: მირანდა (31. ინტერი)

კუთხური: 2-3; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 5-10 (2-8); ბურთის ფლობა: 37%-63%

მაყურებელი: 65 000

28 სექტემბერი

ფროზინონე-ემპოლი 21:00

ატალანტა-სამპდორია 23:00

ბომბარდირები: 6 - მარტინს ედერი (სამპდორია); 5 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 4 - ფაბიო კვალიარელა (ტორინო), ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა).

მომდევნო ტური

3 ოქტომბერი:

კარპი-ტორინო, კიევო-ვერონა.

4 ოქტომბერი:

ემპოლი-სასუოლო, პალერმო-რომა, სამპდორია-ინტერი, უდინეზე-ჯენოა, იუვენტუსი-ბოლონია, ლაციო-ფროზინონე, ფიორენტინა-ატალანტა, მილანი-ნაპოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მილანსა" და "ინტერს" ახალი სტადიონი ექნებათ - 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ "სან სიროზე" აღარ ითამაშებენ
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო
"შავი ლომი" - სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" ორი ტესტისთვის
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
"მილანსა" და "ინტერს" ახალი სტადიონი ექნებათ - 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ "სან სიროზე" აღარ ითამაშებენ
შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
"მადლობა უფალს, რომ ეს შანსი მომცა" - თორნიკე შენგელია "ბარსელონაში" დებიუტისთვის ემზადება
კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
ქართული ბანერი იტალიურ დერბიში - ინტერვიუ "ინტერის" ქართული აკადემიის დირექტორთან
"მილანსა" და "ინტერს" ახალი სტადიონი ექნებათ - 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ "სან სიროზე" აღარ ითამაშებენ
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
"ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება" - კაკამ მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
მოურინიო "იუვესთან" წაგების მერე: ბრწყინვალედ ვითამაშეთ! [VIDEO]
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
გოგლიჩიძე სათადარიგოთა სკამზე და "მილანთან" განადგურებული "უდინეზე"
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი