ევროლიგის მონაწილე "დარუშაფაკა" გასულ უქმეებზე ხორვატიას ეწვია და ქალაქ ზადარში საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა
მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელმაც გასული სეზონი მოსკოვის ცსკა-ში გაატარა, გუნდი გამოიცვალა და კარიერას თურქულ "დარუშაფაკაში" აგრძელებს.

ევროლიგის მონაწილე "დარუშაფაკა" გასულ უქმეებზე ხორვატიას ეწვია და ქალაქ ზადარში საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა.

ხორვატიის ზღვისპირა ქალაქში თავი საკმაოდ ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს. 6 კლუბი 2 ჯგუფში იყო განაწილებული: ერთ მხარეს გერმანული "ბაიერნი", ბერძნული "ოლიმპიაკოსი" და ადგილობრივი "ზადარი", მეორე ჯგუფში კი "დარუშაფაკა", სერბული "ცრვენა ზვეზდა" და თურქული "ფენერბაჰჩე" იყვნენ თავმოყრილნი.

ჯგუფის პირველი მატჩი "დარუშაფაკამ" თანაქალაქელ სტამბოლის "ფენერბაჰჩესთან" დაძაბულ ბრძოლაში - 59:62 წააგო. მარკოიშვილი დარუშაფაკელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21:31 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა 9-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. მოგროვებულ 6 ქულას მანუმ 2 მოხსნა მიამატა და მოედანი პერსონალურების ლიმიტის გამო დატოვა.

მარკოიშვილი მეორე შეხვედრაშიც სასტარტოში იყო. დარუშაფაკა "ცრვენა ზვეზდას" შეხვდა და 84:77 სძლია. მანუჩარმა მოედანზე 19:46 წუთი გაატარა და თავი 4 ქულას, 4 ჩაჭრას, 1 პასს და 1 მოხსნას მოუყარა, თუმცა ბურთი 5-ჯერ დაკარგა. ამ გამარჯვებით "დარუშაფაკამ" ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მეორე ჯგუფის მეორეადგილოსან "ოლიმპიაკოსს" ტურნირის მე-3 ადგილისთვის მატჩში შეხვდა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, რომელიც სტამბოლელთა მარცხით - 57:61 დასრულდა. ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე 20:55 წუთი გაატარა. მარკოიშვილმა 7-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო. 7 ქულასთან ერთად მანუჩარმა 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ქართველმა კალათბურთელმა ამჯერადაც 5 პერსონალურის გამო დატოვა მოედანი.

ფინალში ერთმანეთს "ფენერბაჰჩე" და "ბაიერნი" შეხვდნენ. მატჩი 76:55 მოიგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა "ფენერბაჰჩემ", რომელსაც ამ მატჩში და მთლიანად ტურნირზე ჩეხმა იან ვესელიმ ულიდერა.

მომზადებულია gbf.ge-ის მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ
მანუჩარ მარკოიშვილი თურქულ "დარუფაშაკაში" ითამაშებს
შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს
მანუჩარ მარკოიშვილმა სტამბოლში შეკრებაზე მყოფი მოჭიდავეები მოინახულა
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" ნახევარფინალური სერია "ეფესთან" წაგებით დაიწყო
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
მანუჩარ მარკოიშვილს ევროლიგის ჯგუფიდან გასვლა გადაედო