გლოსთერში არგენტინასთან მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსნები" კარდიფთან ახლოს, ნიუპორტში დაბინავდნენ
გლოსთერში არგენტინასთან მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსნები" კარდიფთან ახლოს, ნიუპორტში დაბინავდნენ, სადაც C ჯგუფის მესამე მატჩისთვის გააგრძელებენ მზადებას.

გიორგი ნიჟარაძე: "ვფიქრობ, რომ ახალი ზელანდიის ნაკრებთან მწვრთნელები შემადგენლობას გადაახალისებენ და ნამიბიისთვის სრული კონცენტრაციით მოვემზადებით, რათა შევასრულოთ ის ამოცანა, რისთვისაც აქ ჩამოვედით - მოვიგოთ ორი თამაში და მომდევნო მსოფლიოს თასზე ვითამაშოთ კვალიფიკაციის გარეშე. იქ კი, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს".

არგენტინასთან მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსნები" მსოფლიო რეიტინგში მეცამეტედან ორი პოზიციით დაბლა, მეთხუთმეტე ადგილზე გადავიდნენ.

2 ოქტომბერს, მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაში, "ბორჯღალოსნები" მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ახალ ზელანდიას, სარაგბო სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ "მილენიუმ სთედიუმზე" შეხვდებიან. მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

პარასკევს, მგზავრობის შემდეგ, სამწვრთნელო შტაბმა გუნდი ორი დღით დაასვენა და ეს პერიოდი აღდგენასა და ვიდეოანალიზს დაუთმეს.

"არგენტინის შემდეგ აღდგენას ორი სრული დღე დავუთმეთ და ვარჯიშს დღეიდან ვანახლებთ. ცხადია "ოლ ბლექსთან" მატჩი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნებისმიერი ჩვენგანისთვის და განსაკუთრებით, მოთამაშეებისთვის, რადგან პირველად ვხვდებით მსოფლიოში საუკეთესო გუნდს", - ნიუპორტში ჩასვლისას განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

ბიჭები ფორმაში არიან და საბედნიეროდ, ბოლო მატჩისას ტრავმა არავის მიუღია.

"ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და ტრავმებიც არავის აქვს. იმედით ვუყურებთ ამ თამაშს.

ნებისმიერი მოთამაშისთვის და განსაკუთრებით, ჩვენთვის დიდი პატივია და ოცნება იყო ახალი ზელანდიის წინააღმდეგ თამაში. რა თქმა უნდა, ჯერ არავინ ვიცით, "ოლ ბლექსთან" როგორი შემადგენლობა დასახელდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა მოხარული იქნება.

ალბათ, კარგი თამაში გამოვა. ვეცდებით, სანახაობრივად, ხელით ვითამაშოთ და შევუტიოთ, რადგან ზელანდიას რომ ბურთი მისცე, დაცვა ბევრად რთული იქნება მათ წინააღმდეგ", - განაცხადა დავით კაჭარავამ.

საინტერესოა, თუ რას ფიქრობენ ახალზელანდიელები "ბორჯღალოსნებთან" მომავალ მატჩზე:

"ქრუსეიდერსის" მეორეხაზელმა სემ ვაითლოქმა განაცხადა: "ვერ ვიტყოდი, რომ მათ კარგად ვიცნობ. ვიცი, რომ დერეფნებიდან მოწოლა უყვართ და ბევრი ასეთი ლელოც დაუდიათ. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თამაში შესაბამისად ავაწყოთ. ჯობია, ამაზე მატჩის შემდეგ ვისაუბროთ".

"არცთუ ბევრი მასალა მოიპოვება მათზე, მაგრამ რაც ვნახეთ, შემიძლია ვთქვა, რომ ღონიერი მორკინალები ჰყავთ და რა თქმა უნდა, მაგრად დაგვიდგებიან შერკინებაში. მე ძალიან მიყვარს ასეთი თამაში და ამ მატჩის მოლოდინში ვარ", - განაცხადა "ოლ ბლექსისა" და ზე 15-ის "ბულზის" ვეტერანმა კვაჭმა ქევინ მეალამუმ.

"ქრუსეიდერსის" ბურჯმა ვაიეთ ქროქეთმა კი განაცხადა: "საქართველოსნაირი გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის. ყველა გუნდს სხვებისგან განმასხვავებელი ძალა აქვს და ქართველები ძლიერი და ღონიერი მოთამაშეებით გამოირჩევიან. ვუყურე თამაშს არგენტინის წინააღმდეგ და მინდა გითხრათ, რომ მეტოქეს დიდ ჯაფად დაუჯდა გამარჯვება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მატჩი, რომელიც შერკინების გამოცდის უნიკალური შესაძლებლობა იქნება".

მუხლის ტრავმის გამო ბურჯი დავით ქუბრიაშვილი პირველი ორი შეხვედრის განაცხადში ვერ მოხვდა. სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბს იმედი ჰქონდა, რომ იგი მსოფლიოზე თამაშს შეძლებდა, რადგან რეაბილიტაცია კარგად მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოო მაგნიტურ-რეზონანსური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მას სრული რეაბილიტაციისთვის დამატებით 3 კვირა დასჭირდება.

აქედან გამომდინარე, სამწვრთნელო შტაბმა მიიღო დავით ქუბრიაშვილის ჩანაცვლების გადაწყვეტილება და მის ნაცვლად ანტონ ფეიქრიშვილი გამოიძახეს.

"სამწუხაროდ, მუხლის ტრავმის გამო, რომელიც მან "ფალკონზთან" საკონტროლო მატჩში მიიღო, იძულებულნი ვართ, დავით ქუბრიაშვილი ჩავანაცვლოდ. საბოლოო მაგნიტურ-რეზონანსულმა სკანირებამ გამოავლინა, რომ რეაბილიტაცია დიდხანს გასტანს და სამწუხაროდ, იგი ვეღარ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო თასზე. მის ნაცვლად ანტონ ფეიქრიშვილს ვუხმეთ, რომელიც გუნდს ნიუპორტში შაბათს შეუერთდა", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

manuchar
ჯიგარი ხარ კობა გაიხარე მარტალს ამბობ ზმაო რაგბი მარტლა პროგრესირებადია ცინ მივიცევტ დაე გმერტმა ასე ქნას
ნიკოლოზ
კობას ვეთანხმები აბსოლუტურად!
koba
პირველ რიგში მადლობა მინდა მოვუხადო სრულიად სარაგბო თემს თავდადებისათვის და მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი ასეთი ანგარიშით წაგების მიზეზები ჩემი მოკრძალებული აზრით. პირველ რიგში შევთანხმდეთ იმ აზრზე რომ ანგარიში არ ასახავს ჩვენ და არგენტინას შორის თანაფარდობას. 1)მთავარი მიზეზი არის ის რომ არგენტინას მაგრად აქვს მომატებული, რაც ძირითადად გამოწვეულია ოთხ ერში გაერთიანებით და რეგულარული თამაშებით სამხრეთის ბობოლებთან და არა შემადგენლობის გაძლიერებით. 2)არ გვაქვს გამოცდილება ერთკვირიან პერიოდში ორ ძლიერ გუნდთან თამაშის, რაც საჭიროებს უდიდეს ენერგიას როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, ჩვენგან განსხვავებით არგენტინას აქვს და ასეთი პრობლემა არ შეექმნება თუნდაც მასზე ძლიერ გუნდებთან. 3)ჰეიგის შეცდომა შემადგენლობის დაყენების დროს ჩემი აზრით, ხუთი მოთამაშე რომ შეეცვალა ვფიქრობ ფიზიკურად უკეტესი გუნდის შთაბეჭდილებას დავტოვებდით, მაგალითად მეორე ხაზში დათუნაშვილი და ბინგო და მესამე ხაზიდან თხილაიშვილის ნაცვლად სუთიაშვილი, 7-ზე მამუკა და 8-ზე ლომიძე, შეიძლებოდა ბეგაძის სასტარტოც და ხმალაძეს და თოდუას აგარ დაადგათ საშველი. 4) მსაჯის მიკერძოება, ყველა ექსპერტი ნეიტრალურები ინგლისურენოვანი თანხმდებოდნენ საიტებზე, რომ იქ ჯარიმაც არ იყო,და გორგოძე ტყუილა გაუშვა სინბინში და ის რომ არა მსაჯი მაინც დაგვჩაგრავდა. 5) არ გვაქვს გამოცდილება როცა ვმარცხდებით 30 ქულით, ფსიქოლოგიურად რომ არ უნდა გავტყდეტ, ექვს ერში რომ ვიყოთ ეგ პრობლემა აღარ გვექნება, ერთხელ და ორჯერ რომ წააგებ დიდი სხვაობით ფსიქოლოგიური მომენტის ხარჯზე, მერე მაგასაც ვისწავლით. 6) და მთავარი არგენტინამ შერკინება-მოლოთ ვერ მოგვიგო, მოგვიგი მაინც უკანა ხაზით. სწორედ ასეთი დავალებით გამოვიდნენ მეორე ნახევარში და გაგვწელეს დაცვაში, აი მანდ არ გვეყო ენერგია. ფიზიკაში მე-4 ტაიმი ვეგარ გავქაჩეთ. მერე რა რომ დავმარცხდით, ჩვენ 5-იანზე შევასრულებთ ამ ჩემპიონატის გეგმას, დარწმუნებული ვარ, მე ვამაყობ ბორჯღალოსნებით და ვარ მე 16 მოთამაშე, მჯერა უკეთესი მომავლის, წარმატებები ქართულ სარაგბო თემს.
giorgi
მთავარი ნამიბიის დამარცხებაა. წარმატებები.
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
"ასტონ ვილამ" "ფრაიბურგს" დამაჯერებლად სძლია და ევროპა ლიგა მოიგო
20 წ. | სამხრეთაფრიკულ სერიას ფიჯისთან ჯახით ვიწყებთ
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდი 2027 წლის “ძლიერთა თამაშებისთვის” ემზადება
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
პსჟ-ს მომავალ სეზონში ახალი მეკარე ეყოლება?
ითამაშებს მამარდაშვილი "ბრენტფორდთან" და აცილებენ თუ არა ალისონს?
გულიაშვილი ტრავმის გამო ამ სეზონში ვერ ითამაშებს
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ოფიციალურად: "ბარსელონამ" ფლიკს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
"ლივერპულში" მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე გახდეს
ლეაოს ინგლისში უხმობენ - პორტუგალიელის გაშვების წინააღმდეგი არც "მილანია"
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
ვასილ ლობჟანიძე 2019 წლის მსოფლიოს თასის 5 პოტენციურ ვარსკვლავს შორის მოხვდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ
რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
ახალი ზელანდიის ჰაკა სამხრეთ აფრიკასთან მატჩში [VIDEO]
U20. მ/ჩ: ინგლისმა და ახალმა ზელანდიამ მოგებით დაიწყეს
"ᓑᓝᓠᓯᓦᓐᓚᓝᓡᓜᓔᓑᓘᓡ" ᓛᓔᓢᓝᓥᓔᓔᓑᓘ ᓐᓒᓔᓑᓔᓜ, ᓛᓐᓒᓠᓐᓛ...
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
"ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ირლანდია და შოტლანდია მოდიან
შონ ფიცპატრიკი: "ოლ ბლექსი" მომავალ სეზონში შესაძლოა N2 ნაკრები გახდეს
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ
ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო