ტურის საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა
"სიტიმ" პირველი ადგილი დაკარგა: გუნდს 5-დან 5 მოგება ჰქონდა და გოლს არ უშვებდა, მაგრამ ზედიზედ ორჯერ წააგო და ერთბაშად 5 ბურთიც გაუშვა. ლუი ვან გაალის "იუნაიტედი" პრემიერლიგის ახალი ლიდერია, ეს ჰოლანდიელის ოლდტრაფორდულ ეპოქაში პირველად ხდება.

ალექსის სანჩესი პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც სერია A-ში, ლა ლიგასა და პრემიერლიგაში ჰეთ თრიკი შეასრულა. უხვგოლიანმა მე-7 ტურმა ბევრი საინტერესო რამ მოგვიტანა...

უგო ლორისზე მეტი "სეივი" გასულ ტურში მხოლოდ ბრედ გუზანს ჰქონდა, კერძოდ კი - 9. თუმცა ფრანგის 7 მოგერიებული ბურთი უფრო ჩანს, რადგან ხარისხი რაოდენობაზე მნიშვნელოვანია.

ლორისმა 0:1-ზე რაჰიმ სტერლინგს ურთულესი ბურთი აუღო და ეს მატჩის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. მერე "ტოტენჰემმა" შეხვედრა შემოატრიალა (4:1). თუ "დეზებს" ოთხეულისთვის ბრძოლა ისევ სერიოზულად აქვთ განზრახული, უნდა ილოცონ, რომ ლორისი მთელი სეზონი ჯანზე იყოს.

მაურისიო პოჩეტინოს გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კაილ უოკერმაც. ამ ფეხბურთელის ზრდასა და განვითარებას, თავის დროზე, ტრავმებმა შეუშალა ხელი, მაგრამ ახლა ის ისევ მწყობრშია. უოკერს მიმდინარე ჩემპიონატში 19 ვარდნა აქვს გაკეთებული, ანუ "ტოტენჰემის" სხვა ნებისმიერ ფეხბურთელთან შედარებით, მინიმუმ, 6-ით მეტი.

უოკერმა სერხიო აგუეროსაც შეუშალა ხელი, სტერლინგსაც და... ერთი სიტყვით, ნაკრებში დამკვიდრებისთვისაც იბრძვის.

კურტ ზუმას ამ სეზონში 29-ჯერ აქვს ბურთი გამოტანილი, რაც "ჩელსის" რიგებში საუკეთესო შედეგია. ამ კუთხით უახლოეს მდევარს იგი 5-ით უსწრებს. მისი შესანიშნავი გრძელი პასიც უნდა გავიხსენოთ და... ჯონ ტერის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნების შანსები ნელ-ნელა მცირდება.

მოგეხსენებათ, "ჩელსი" "ნიუკასლს" ხვდებოდა (2:2), რომლის რიგებშიც კევინ მბაბუმ მოახდინა შთაბეჭდილება. სტივ მაკლარენი კრიზისიდან გამოსავალს ეძებს და გადაწყვიტა, რამდენიმე ახალგაზრდას გამოუცხადოს ნდობა. 20 წლის მბაბუს დებიუტი ჰქონდა, თანაც "ლურჯების" წინააღმდეგ, ის კონკრეტულად პედროს ეპაექრებოდა. რეაქტიულმა და ტექნიკურმა ესპანელმა მას ვერაფერი დააკლო.

დავრჩეთ "სენტ ჯეიმს პარკზე" და რამირესი გამოვარჩიოთ. შეცვლაზე შემოსვლიდან 6 წუთში ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და "ჩელსიმ" რომ ქულა გადაარჩინა, დიდწილად, მისი დამსახურება გახლდათ. ეს მორიგი სიგნალია ჟოზე მოურინიოსთვის, რომ გამოცდილი მებრძოლი რამირესი მეტს იმსახურებს.

კიდევ ერთი მულტიფუნქციური ფეხბურთელი ერიკ დაიერი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიჩაგროს. "ტოტენჰემის" მოთამაშემ "სიტისთან" შეხვედრაში ყველაზე მეტი (53) პასი გააკეთა "დეზთა" ბანაკში, გოლიც გაიტანა და ის ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

ალექსის სანჩესი მერვე სამხრეთამერიკელი გახდა, რომელმაც პრემიერლიგაში ჰეთ თრიკი შეასრულა. შესაბამისად, პირადად მისთვის ეს პირველი იყო. მან "არსენალს" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა, ხოლო "ლესტერს" პირველი მარცხი აგემა. როდესაც ფეხბურთელები არდადეგების მერე კლუბებში ბრუნდებოდნენ და ვარჯიშს იწყებდნენ, სანჩესს კოპა ამერიკა სულ ცოტა ხნის მოგებული ჰქონდა და გასაკვირი არც არის, რომ თავიდან ოდნავ გადაღლილი ალექსისი ოპტიმალურ ფორმაში არ იყო. არადა, თუ ჩილელი დაიქოქა, "მეთოფეები" გაცილებით ხშირად გაისვრიან.

ნახევარმცველებს შორის შეიხუ კუიატესაც გამოვარჩევდით, რომელიც გარდა უშუალო მოვალეობის შესრულებისა, ამ სეზონში გოლების გატანაზეც არ ამბობს უარს და "ვესტ ჰემს" "ნორვიჩთან" ქულაც გადაურჩინა (2:2).

ხუან მატამ 2015 წელს "მანჩესტერის" 11 პრემიერლიგურ გოლში მიიღო მონაწილეობა, ანუ სულ ცოტა, 4-ით მეტში, ვიდრე "წითელი ეშმაკების" რომელიმე სხვა მოთამაშემ. მატა "იუნაიტედს" "სანდერლენდის" ძლევასა (3:0) და პირველ ადგილზე გადასვლაში დაეხმარა.

ფილიპე კოუტინიომ ისევ მაგიური თამაში შემოგვთავაზა. "პატარა ჯადოქარმა" ისედაც ანერვიულებულ ტიმ შერვუდს, რომლის "ასტონ ვილასაც" თუნდაც ქულა ჰაერივით სჭირდებოდა, ნერვები დააწყვიტა (3:2). ბრაზილიელი ბირმინგემელთა დაცვაში უჩინარივით დაძვრებოდა და დანიელ სტარიჯს საუცხოო ქუსლური პასითაც გაატანინა.

სტარიჯი ცალკე საუბრის თემაა. სწორედ ის და კოუტინიო თუ გადაურჩენენ ბრენდან როჯერსს სკამს და ჩრდილოირლანდიელს პოსტს შეუნარჩუნებენ, თორემ სხვა მხრივ, უკვე სერიოზულად საუბრობენ იმაზე, რომ "ენფილდზე" მისასვლელად იურგენ კლოპი ემზადება - სატრანსფერო კუთხით სრული თავისუფლება მომეცით, ჩემს საქმეებში არ ჩაერიოთ და თქვენი ვარო - უთქვამს გერმანელს.

ტრავმების კასკადის მერე სტარიჯს რამდენიმე თვე არ გაეტანა, მაგრამ არც ფსიქლოგიური წნეხი ეტყობოდა და არც ის, რომ ლაზარეთიდან ახლახან დაბრუნდა. დანიელმა ძალიან ლამაზი დუბლი შეასრულა, რითაც მერსისაიდელებს მოაგებინა. ისე, განსაკუთრებული აღნიშვნა არც ჯეიმს მილნერს აწყენდა, ვინც ასევე შეაგდო და კოუტინიოსი არ იყოს, სტარიჯსაც დაეხმარა გატანაში.

ორი სიტყვის თქმას თავისი ორი გოლის გამო ჯეიმი ვარდიც იმსახურებს. მან "ლესტერს" ვერ უშველა, მაგრამ ბომბარდირთა დავაში მოწინავე პოზიციებზეა. ვარდის აქამდე პრემიერლიგის ზედიზედ სამ შეხვედრაშიც არ გაეტანა და ახლა უკვე 4 ტურია გააქვს.

როგორც იქნა, გაიტანა ჰარი კეინმა, რომელმაც "ქალაქელების" წინააღმდეგ ცოცხლად და დასამახსოვრებლად ითამაშა. ყველა ტურნირს თუ ჩავთვლით, მას "ტოტენჰემის" მაისურა 748 წუთი (12 საათი და 28 წუთი) უგოლოდ ეცვა. სხვათა შორის, ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა მისმა თანაკლუბელმა ერიკ ლამელამაც.

შეიძლება თვალწარმტაცი არ იყო უეინ რუნი, მაგრამ გოლი მასაც ეღირსა. "შრეკს" უშუალოდ პრემიერლიგაში 11 შეხვედრის მანძილზე არ გაეტანა და ბოლოს და ბოლოს, ნავსი გატეხა.

საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა

* წინა 8 მატჩიდან, რომელშიც ლუი ვან გაალი დიკ ადვოკაატის გაწვრთნილ გუნდებს შეეჭიდა, მას არცერთი არ ჰქონდა მოგებული და ახლა "ბრაზიანმა ლუიმ" ვიზავი წყალწაღებულ "სანდერლენდში" გამოიჭირა და მას აჯობა, ხოლო თავისი გუნდი გაალიდერა.

* უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის მესამე ბომბარდირია. მან 171-ე გოლი გაიტანა. მხოლოდ ჯეკ როულისა (182) და სერ ბობი ჩარლტონს (199) აქვთ უფრო მეტი.

* ხუან მატამ ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან 5-ში ან თავად გაიტანა, ან თანაგუნდელებს დაეხმარა ამის გაკეთებაში (2 გოლი, 4 პასი).

* "შავ კატებს" პრემიერლიგის ამჟამინდელ გუნდებს შორის ყველაზე ხანგრძლივი მოუგებელი სერია აქვთ - უკვე 10-მატჩიანი (4 ფრე, 6 წაგება).

* "სიტისთან" შეხვედრაში "ტოტენჰემის" სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 24 წელი და 40 დღე იყო. ეს მიმდინარე პრემიერლიგის ყველაზე ახალგაზრდა გუნდია.

* კევინ დე ბრუინს "სიტის" რიგებში ჩატარებულ ბოლო სამ მატჩში ამდენივე გოლი აქვს გატანილი, თანაც მეტოქეთა კარში მხოლოდ 4 ზუსტი დარტყმით.

* იაია ტურემ 7 ტურში 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო. არადა, წინა სეზონში კოტდივუარელს 29 მატჩში 1 საგოლე პასი ჰქონდა.

* "ტოტენჰემს" "სიტის" კარში ჩემპიონატის შეხვედრაში 4 გოლი 1962 წლის მერე არ გაეტანა, როდესაც ლონდონელებმა 4:2 იმარჯვეს. ამ ტურამდე წინა 4 დაპირისპირება მანჩესტერელებს" ჰქონდათ მოგებული ბურთების სხვაობით - 16:2.

* სტივ მაკლარენს უკვე ზედიზედ 11 პრემიერლიგური თამაშია, არ უმარჯვია - 7 "ნიუკასლთან" ერთად და 4 "მიდლსბროსთან" ერთად.

* ჟოზე მოურინიოს პრემიერლიგაში "სენტ ჯეიმს პარკზე" არასოდეს მოუგია - 3 ფრე, 3 წაგება.

* ახლა "ჩელსი" უკვე მიყოლებით 5 საგარეო მატჩია, ორ ან მეტ გოლს უშვებს. ასეთ რამ 1992 წლის მერე არ მომხდარა.

* ალექსის სანჩესი ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელსაც პრემიერლიგაში, სერია A-სა და ლა ლიგაში ჰეთ თრიკი აქვს შესრულებული.

* ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო 13 შეხვედრას თუ ავიღებთ, რომელშიც თეო უოლკოტი სასტარტოში იყო, მან მე-12 გოლი გაიტანა.

* სანტი კასორლას ინგლისის ჩემპიონატში დებიუტი 2012 წლის აგვისტოში ჰქონდა, მას მერე, დღემდე, მან 32 საგოლე პასი გააკეთა, რაც ამ მონაკვეთის საუკეთესო მაჩვენებელია.

* ჯეიმს მილნერმა "ლივერპულის" ფეხბურთელის რანგში ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა, თანაც ერთ-ერთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. ეს, ამავდროულად, მიმდინარე სეზონის უსწრაფესი გოლია, მილნერმა 66-ე წამზე შეაგდო.

* დანიელ სტარიჯისთვის "ასტონ ვილა" საყვარელი მეტოქე ხდება. მას ზედიზედ 4 პრემიერლიგური დაპირისპირებაა, ბირმინგემელთა კარში გოლი გააქვს.

* პრემიერლიგაში სექტემბრის თვეში ჩატარებული 17 შეხვედრიდან "სუონსიმ" ოდენ 3 მოიგო, 4-ჯერ მეტოქეებს დაუზავდა, ხოლო 10 თამაში დათმო.

* ინგლისის ჩემპიონატში უკანასკნელ 5 საშინაო შეხვედრაში სადიო მანემ 8 გოლში მიიღო მონაწილეობა - 4 თვითონ შეაგდო, 4-ის გატანაში კი სხვებს დაეხმარა.

* შინ ბურთაობა ურჩევნია დუშან ტადიჩსაც - "სენტ მერიზე" ბოლო 3 პრემიერლიგურ თამაშში მან ამდენივე გაიტანა.

* "უოტფორდს" მიმდინარე სეზონში პირველ ტაიმში ჯერ გოლი არ გაუშვია, ხოლო "კრისტალ პალასმა" მხოლოდ ერთი ბურთი მიიღო პირველ 45 წუთში. რა გასაკვირია, რომ ამ გუნდების მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.

* "უოტფორდს" "არწივები" საკუთარ კედლებში 2009 წლის თებერვლის მერე არ დაუმარცხებია - 2 ფრე, 3 წაგება.

* "კრისტალ პალასმა" კარი მშრალად პირველად შეინახა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
კიდევ დიდი ხნით ლონდონში - "არსენალი" არტეტას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
სანჩესი სერია A-ში დარჩენასთან ახლოსაა - მისი კარიერა ევროპაში სწორედ ამ გუნდში იწყებოდა
"მათ წინააღმდეგ თამაში არ მომწონს" - დე ბრუინი "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებაზე
ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
ვან გაალი: მესი შეიძლება ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლი გახდეს - ბრაზილია მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
ოფიციალურად: ჯეიმი ვარდი დაჩი ლორთქიფანიძის "კრემონეზეში" გადავიდა
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
კვლავ ინგლისში - ჯეიმი ვარდის ახალი კლუბი ცნობილია
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
"ალეგრისთვის ხელშეუხებელია" - დე ბრუინი "ნაპოლიში" რჩება
"ეკვადორის ნაკრები ნიდერლანდებთან გამარჯვებას იმსახურებდა" - ლუი ვან გაალი
"ვიცით, რომ არგენტინა ასე თამაშობს, მაგრამ მესისგან ამის დანახვა სამწუხარო იყო" - რუნიმ "ლა პულგა" გააკრიტიკა
"მისი დაუფასებლობა არ შეიძლება" - რუნიმ მბაპეზე ისაუბრა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
ჯეიმი ვარდი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
"მხითარიანი იდიოტია! როგორ შეიძლება ის თამაშობდეს და..." - ვიდალმა სომეხ ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა
უკან პრემიერ ლიგაში - ვარდი სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
"მე და დეპაი ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით" - ვან გაალმა დი მარიას უპასუხა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
ალექსის სანჩესი შესაძლოა, "უდინეზეში" დაბრუნდეს
[PHOTOS] 11 წლით უმცროსი რუსი მოდელი - ვინ არის ალექსის სანჩესის ახალი სიყვარული
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
"ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "კვარაზე"
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ალექსის სანჩესი ლა ლიგაში ბრუნდება - ჩილელი "სევილიასთან" 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს
გერმანიის ნაკრები შესაძლოა ვან გაალმა გაწვრთნას
დე ბრუინმა თავისი აზრით, იტალიის ჩემპიონატის პრობლემა დაასახელა
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდეს - ჯეიმი ვარდის იტალიაში იწვევენ