მასიმილიანო ალეგრის წყალი შეუდგა
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მე-6 ტურის ცენტრალური მატჩი მილანში გაიმართა, სადაც "ინტერმა" "ფიორენტინას" უმასპინძლა. ერთმანეთის პირისპირ სატურნირო ცხრილში პირველ და მეორე ადგილზე მყოფი გუნდები წარდგნენ, თუმცა ეს ის შემთხვევა გახლდათ, როდესაც ფავორიტი მაინც გამოკვეთილი იყო.

დიახ, პროგნოზები "ინტერის" სასარგებლოდ მეტყველებდა, გუნდის, რომელმაც წინა ხუთი მატჩი მოიგო და ამ უაღრესად მნიშვნელოვან პაექრობამდე უდანაკარგოდ მივიდა. "იუვენტუსის", "რომას" და "ნაპოლის" არასტაბილური ასპარეზობის ფონზე, "ინტერი" სკუდეტოს მოპოვების უმთავრეს პრეტენდენტად შეირაცხა და მილანური გრანდი "ფიორენტინასთან" ჯახს უკვე ამ სტატუსით შეხვდა.

როდესაც მეხუთე ტურში "ვერონასთან" გამარჯვების შემდეგ რობერტო მანჩინის ჰკითხეს, არის თუ არა "ინტერი" ჩემპიონობის უმთავრესი პრეტენდენტი, მწვრთნელმა შემდეგი პასუხი გასცა:

"არის, ოღონდ "ფიორენტინასთან" მატჩამდე" - მანჩინიმ, თითქოს, იწინასწარმეტყველა ის, რამაც "ნერაძურის" საჩემპიონო ამბიციებს მძლავრი დარტყმა მიაყენა.

საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ "ინტერი"-"ფიორენტინას" ბედი პირველ ნახევარ საათში გაირკვა და გაცხადდა, რომ სამ ქულას ფლორენციული გუნდი მოიპოვებდა. "ფიორემ" სამი გოლი გაუტანა მეტოქეს და პლუს, "ინტერი" კაცნაკლული დარჩა, როდესაც ჟოაო მირანდა გააძევეს მოედნიდან. ეს იყო უკვე ის უპირატესობა, რომელსაც პაულო სოუზას შეგირდები არაფრით გაუშვებდნენ ხელიდან.

მეორე ტაიმში მილანურმა გრანდმა გაიბრძოლა, ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა სტუმრებმა მყისვე აღადგინეს სტატუს-კვო და საბოლოოდ - 4:1 "ფიორენტინას" სასარგებლოდ.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მატჩი "ფიორენტინას" სრული უპირატესობით წარიმართა და შეიძლებოდა, რომ ანგარიში კიდევ უფრო დიდი ყოფილიყო.

ფლორენციელებმა ბურთი დაუმალეს მეტოქეს და საგულისხმოა, რომ ამ "ტიკი-ტაკას" ესპანელი ნახევარმცველი, ბორხა ვალერო დირიჟორობდა. ბორხას სხვებმაც აუბეს მხარი და "ფიორენტინამ" ბურთზე ტოტალური კონტროლი დააწესა. აქვე, "ვიოლას" შემტევი ტანდემი უნდა შევაქოთ იოსიპ ილიჩიჩის და ნიკოლა კალინიჩის შემადგენლობით - ამ უკანასკნელმა სულაც სამი გოლი შეაგდო და ლომის წილი დაიდო სტუმართა გამარჯვებაში.

პაულო სოუზა (ფიორენტინა): "ბევრს ვშრომობთ იმისთვის, რომ დადებითი შედეგი გვქონდეს და ბედნიერი ვარ, რომ ამ შრომის ნაყოფს ვხედავ. ფეხბურთელებს სწორი მიდგომა აქვთ საქმისადმი და ეს არის წარმატების მთავარი ფორმულა. ბრწყინვალე შეხვედრა იყო და სრულიად დამსახურებულად მოვიგეთ. იბრძოლებს თუ არა "ფიორენტინა" სკუდეტოსთვის? - მოდი, ვიყოთ რეალისტები და უბრალოდ, მივადევნოთ ჩემპიონატს თვალი. სხვა კლუბებმა კოლოსალური თანხები დახარჯეს და სწორედ სკუდეტოს უმიზნებენ, ჩვენ კი მათთან ბრძოლაში არაფერს დავთმობთ. დღეს მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ".

რობერტო მანჩინი (ინტერი): "ამ მარცხს ყველა თავისებურად შეაფასებს, მე კი მგონია, რომ ეს იყო ერთი ჩაგდებული თამაში, რომელშიც იღბალმა ზურგი გვაქცია და რომელსაც გაგრძელება არ ექნება. სწრაფი გოლი გაგვიტანეს, შემდეგ კიდევ გავუშვით და მალევე კაცნაკლულნი დავრჩით. ასეთი დარტყმის შემდეგ თამაშში დაბრუნება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო.

მოხარული ვარ "ფიორენტინას" გამო, რომელიც შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს. დავეშვით თუ არა მიწაზე? - ჰაერში არც არასდროს დავფრინავდით და მიწაზე აქამდეც მყარად ვიდექით. ჩემპიონატის დასრულებამდე ძალიან დიდი დროა და კიდევ ბევრჯერ შეიცვლება ვითარება".

ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა): "ბრწყინვალე მატჩი იყო და ბედნიერი ვარ, რომ სამი ქულა ჩავიწერეთ აქტივში. ჰეთ თრიკი დიდი ხანია, არ შემისრულებია და საოცარია, რომ ეს ასეთ მნიშვნელოვან მატჩში მოვახერხე. "ფიორენტინაში" ბრწყინვალე ატმოსფეროა, აქ ძალიან თბილად მიმიღეს და ამიტომ ადაპტაციისთვის დრო არ დამჭირვებია. იმედი მაქვს, რომ ფლორენციულ გუნდთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევ".

17 წლის შემდეგ...

სერია A-ს სატურნირო ცხრილს "ფიორენტინა" უდგას სათავეში და ეს მართლაც უჩვეულო ამბავია. არა "იუვენტუსი", "მილანი", "ინტერი", "ნაპოლი", "რომა" ან თუნდაც "ლაციო" - არამედ, "ფიორენტინა".

ბოლოს ფლორენციული გუნდი იტალიის ელიტარულ ლიგას 17 წლის წინათ, 1998 წლის თებერვალში ედგა სათავეში, მას შემდეგ კი ასე მაღლა არასდროს ასულა. არადა, ამ პერიოდში ტოსკანელებს ბევრი სირთულე გადახდათ, გაკოტრდნენ, სამოყვარულო ლიგაში დაქვეითდნენ და შემდეგ წლები დასჭირდათ, რომ ელიტაში დაბრუნებულიყვნენ.

დღეს "ფიორენტინა" სერია A-ს ლიდერია და ეს, მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ბაზარზე, თითქოს, დიდად არ გაძლიერებულა. პირიქით, მოჰამედ სალაჰი გაუშვა "რომაში", მარიო გომესი კი - "ბეშიქთაშში". მართალია, ტოსკანელებმა კუბა ბლაშჩიკოვსკი და ნიკოლა კალინიჩი დაიმატეს, მაგრამ ამ ტრანსფერებს უმეტესობა სკეპტიკურად შეხვდა.

"ფიორენტინას" მთავარი იარაღი, ალბათ, მაინც პაულო სოუზაა, რომელმაც გასულ ზაფხულს ჩაიბარა გუნდი და მყისვე დაატყო თავისი ხელი. სოუზას საფეხბურთო ფილოსოფია ბურთის კონტროლი და პირველ ნომრად თამაშია, ზემოთ კი უკვე მოგახსენეთ, რომ ფლორენციელებმა "ინტერის" ფეხბურთელები მთელი 90 წუთი უბურთოდ არბენინეს. რთული სათქმელია, როგორ გააგრძელებს სოუზა, მაგრამ კარგად რომ დაიწყო, ეს უკვე ფაქტია...

ნოსტალგია

17 წლის წინანდელი "ფიორენტინა" ვახსენეთ და თუ იმ გუნდის შემადგენლობას გავიხსენებთ, იტალიური ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივრებს, უდავოდ, ნოსტალგია მოგეძალებათ.

1998 წლის შემოდგომაზე, სერია A-ს მესამე ტურში "ფიორენტინა" "მილანს" ესტუმრა და დამაჯერებლად გაიმარჯვა - 3:1. იმ მატჩში გაბრიელ ბატისტუტამ გაიბრწყინა, რომელმაც ჩემპიონატში სულ 21 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ მარსიო ამოროზოს ჩამორჩა, რომელიც "უდინეზეში" ბრწყინავდა.

ბატისტუტას გაბომბარდირებაში ტრავმამ შეუშალა ხელი, რომლის გამოც არგენტინელმა ერთი თვე გამოტოვა. საგულისხმოა, რომ სწორედ მის არყოფნაში დაკარგა ფლორენციულმა გუნდმა ლიდერობა, რომელიც სწორედ "მილანის" ძლევით მოიპოვა და შემდეგ ვეღარც დაიბრუნა. საბოლოოდ, "ფიორენტინამ" მესამე ადგილი დაიკავა და ეს საუკეთესო შედეგი იყო მას შემდეგ, რაც კლუბის მეპტრონე ცნობილი მედიამაგნატი ვიტორიო ჩეკიგორი გახდა.

ბატისტუტას გარდა, იმ გუნდში შემდეგი ფეხბურთელები ირიცხებოდნენ: ფრანჩესკო ტოლდო, იორგ ჰაინრიხი, მანუელ რუი კოშტა, მორენო ტორიჩელი, კრისტიან ამოროზო, გილიერმო ამორი, აბელ ბალბო, ენრიკო კიეზა, ედმუნდო და სხვები.

ედმუნდო კიდევ ცალკე სალაპარაკო თემაა - მასზე უდიდეს იმედებს ამყარებდნენ და შესაძლებლობების ნახევარი მაინც რომ გამოევლინა, "ფიორენტინას" სკუდეტოს მოპოვების გაცილებით მეტი შანსი ექნებოდა.

ხსენებულ სეზონში, ბრაზილიელმა მხოლოდ 8 გოლი შეაგდო და უფრო მეტ სკანდალში გაეხვა - ზამთარში ბრაზილიაში დაიკარგა და შემდეგ გაცხადდა, რომ კარნავალს გადაჰყვა, მარტში კი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა და 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

კინაღამ გამოგვრჩა, იმ "ფიორენტინას" თვით ჯოვანი ტრაპატონი ედგა სათავეში, რომელიც სამშობლოში მიუნხენის "ბაიერნიდან" დაბრუნდა, "ვიოლას" შემდეგ კი იტალიის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. საინტერესო დრო იყო, ვერაფერს იტყვი...

ალეგრის წყალი შეუდგა

მას შემდეგ, რაც "იუვენტუსს" მასიმილიანო ალეგრი ჩაუდგა სათავეში, გუნდი ღრმა კრიზისში პირველადაა და შესაბამისად, მწვრთნელის შესაძლო გათავისუფლებაზეც ალაპარაკდნენ. მართალია, ტურინული გრანდის მესვეურებმა მხარი დაუჭირეს ალეგრის, მაგრამ "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, მასიმილიანოს წყალი შეუდგა და თუ ორ უახლოეს შეხვედრაში სასურველ შედეგს ვერ "დადებს", პოსტის დატოვება მოუწევს. აქვე ვთქვათ, რომ "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგაზე "სევილიას" უმასპინძლებს, სერია A-ში კი "ბოლონიას" შეებრძოლება.

ალეგრი სიმშვიდეს ინარჩუნებს და აცხადებს, რომ კლუბის მესვეურებისგან სრულ მხდარდაჭერას გრძნობს, უახლოეს შეხვედრებში კი სულ სხვა "იუვენტუსს" ვიხილავთ. მასიმილიანოს თქმით, გუნდი ერთ მუშტად არის შეკრული, ეს კი კრიზისის დაძლევის უმთავრესი წინაპირობაა.

უიღბლო დაბადების დღე

გასულ უქმეებზე, "რომამ" "კარპის" "გადაურბინა", მაგრამ დედაქალაქელებს გამარჯვება ბოლომდე არ შეერგოთ - საქმე ისაა, რომ "ჯალოროსის" ერთბაშად სამი ფეხბურთელი დაშავდა: სეიდუ კეიტა, ედინ ჯეკო და ფრანჩესკო ტოტი.

საგულისხმოა, რომ ტოტის დაბადების დღე ჰქონდა და, როგორც თავად აღნიშნა, ტრავმამ სადღესასწაულო განწყობა გაუფუჭა:

"39 წლის გავხდი და ფეხბურთს ისევ უმაღლეს დონეზე ვთამაშობ, რაც თავდამსხმელის შემთხვევაში, მართლაც იშვიათი მოვლენაა. ეს "რომას" დამსახურებაა, გუნდის, რომელშიც მთელი კარიერა გავატარე. კარგი განწყობა მქონდა, თანაც თამაში მოვიგეთ და ყველაფერი ტრავმამ გააფუჭა. მითხრეს, რომ ერთი თვე უნდა დავისვენო, რასაც ვერაფრით ვეგუები. უკეთეს დაბადების დღეს ვისურვებდი, მაგრამ რა გაეწყობა, დროს უკან ვერ დავაბრუნებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"რომა" 21 წლის არგენტინელ ფორვარდს იმატებს
ნიკოლა კალინიჩი მადრიდის "ატლეტიკოში" დღეს ოფიციალურად გადავა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
სერია A: იტალიური სამწვრთნელო კარუსელი
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"რომამ" შესაძლოა, სერია A-ს 11 ტურის შემდეგ მწვრთნელი უკვე მეორედ შეიცვალოს
"დე ლაურენტისი ამ სპეციალისტს პირადად გაესაუბრა და "ნაპოლის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია" - რა ინფორმაციას ავრცელებს იტალიელი ჟურნალისტი
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"ფიორენტინა": გულშემატკივართა პროტესტი
ჯუზეპე მაროტა: ალეგრი ჩვენთან რჩება
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
"რომა" უკრაინის ნაკრების თავდამსხმელს გაანათხოვრებს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
Gazzetta dello Sport: "მილანი" 27 წლის იტალიელ ფორვარდს იმატებს
ხორვატიის ნაკრებიდან გაძევებული ნიკოლა კალინიჩის დამატების სურვილი მადრიდის "ატლეტიკოს" აქვს
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
იტალიის სერია A-ს ორმა ბინადარმა მწვრთნელი შეიცვალა
ხორვატიის ნაკრებიდან გარიცხულმა ნიკოლა კალინიჩმა ვერცხლის მედლის მიღება იუარა
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
"ნაპოლის" მწვრთნელად პაულო სოუზას დანიშვნაც გამოირიცხა
"სოლარიუმში იმდენ დროს ატარებდა, სტაფილოს ჰგავდა" - ძიუბამ მანჩინის დასცინა
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
დოვბიკი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
"რეალში" რომ მეთამაშა, "ოქროს ბურთს" მოვიგებდი" - ფრანჩესკო ტოტი
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
ნიკოლა კალინიჩი მადრიდის "ატლეტიკოში" ოფიციალურად გადავიდა
"მილანს" უახლოეს საათებში კიდევ ერთი ფორვარდი გამოემშვიდობება
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი