"არ მეგონა, მწვრთნელი აიტორ გარსია რენესესი პირველსავე მეოთხედში თუ შემიყვანდა მოედანზე"
ფოტოზე: ვილი ისიანი (N5) "გრან კანარიასთან" ერთად

საქართველოს ნაკრებში ვინ შეცვლის ლიდერებს? ასეთი შეკითხვები დღითიდღე იძენს აქტუალურობას. მომავლის თემებს დღეს კონკრეტულ პასუხს ვერ მოვუძებნით, მაგრამ შეგვიძლია მომავლის კალათბურთელებიც ჩამოგითვალოთ.

დღეს ვილი ისიანზე მოგახსენებთ, რომელიც მეორე სეზონია ესპანეთში, "გრან კანარიაში" თამაშობს და წლეულს უმაღლესლიგურ გუნდში სამი საკონტროლო შეხვედრაც ჩაატარა.

სწორედ ასე იწყებდნენ ესპანეთში ბექა ბურჯანაძე, თორნიკე შენგელია, რომლებსაც თინეიჯერულ ასაკში "სევილიასა" თუ "ვალენსიაში" მცირე სათამაშო დრო ჰქონდათ. შემდეგ როგორ განაგრძობს, უკვე ვილიზეა დამოკიდებული.

მან "გრან კანარიას" მაისურით წინასასეზონო ეტაპზე პირველი შეხვედრა "ესტუდიანტესთან" ჩაატარა. კუნძულელებმა 90:67 მოიგეს, ვილიმ კი 4 ქულა ჩააგდო.

აი, როგორ იხსენებს 18 წლის ქართველი "ესტუდიანტესთან" შეხვედრას:

"გრან კანარიასთან" ერთად ვარჯიშს მზადების დასაწყისიდანვე შევუდექი. პირველივე საკონტროლო შეხვედრაში განაცხადში რომ მოვხვდებოდი, ვიცოდი, თუმცა არ მეგონა, მწვრთნელი აიტორ გარსია რენესესი პირველივე მეოთხედში თუ შემიყვანდა მოედანზე.

მე-5 წუთზე შევედი და კონკრეტული დავალებაც მივიღე - მეტოქის ფორვარდის აგრესიულად დაჭერა, რომელიც გუნდის ერთ-ერთი მთავარი მექულე იყო. პირველი შესაძლებლობისთანავე ბურთი წავართვი და სწრაფი შეტევა განვახორციელეთ.

მომდევნო იერიშისას თავად ჩავაგდე ორქულიანი და საბოლოოდ 4 ქულა მომიგროვდა".

კანარელებმა მეორე მატჩი "ობრადარიოსთან" გამართეს და 74:46 მოიგეს. აი, რა წერია ვილი ისიანზე გამოცემა "მარკას" მატჩის მიმოხილვაში:

"საინტერესო იყო შემადგენლობაში ახალგაზრდა ქართველის, ვილი ისიანის გამოჩენა, რომელმაც 7 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 3 პასი შეასრულა."

"როგორც ჩანს, მწვრთნელი პირველი მატჩით კმაყოფილი დარჩა, "ობრადარიოსთან" მეორე შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში დამაყენა.

ვფიქრობ, იმედები არ გავუცრუე, 2-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩავაგდე. დაცვაშიც ბევრი ვიშრომე", - გვითხრა ვილიმ.

ისიანმა მესამე მატჩი გერმანულ "ულმთან" ჩაატარა, თუმცა სათამაშო დრო შეზღუდული ჰქონდა და შეხვედრაც უქულოდ დაასრულა. "გრან კანარიამ" კი სტუმრებთან ვერაფერი გააწყო და 51:66 დამარცხდა.

მოსამზადებელი ეტაპის დროს კანარელთა მთავარმა მწვრთნელმა აიტორ გარსია რენესესმა პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც სხვა კალათბურთელების პარალელურად, ვილიზეც ისაუბრა:

"მზადება რომ დავიწყეთ, გვაკლდა რამდენიმე ლიდერი, რომლებიც ნაკრებებთან ერთად ევრობასკეტზე თამაშობდნენ.

მათ ნაცვლად შემადგენლობაში შევიყვანეთ ჩვენივე გუნდის ახალგაზრდები, ვილი ისიანი და ანჟეის პასეჩნიკსი. სწორედ მათ მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ახალგაზრდული სკოლა კარგად მუშაობს".

რას უნდა ველოდეთ ოფიციალური მატჩების დაწყებასთან ერთად? "გრან კანარიას" დაუბრუნდნენ საშა სალინი (ფინეთი), პაბლო აგილარი (ესპანეთი) და ალენ ომიჩი (სლოვენია). შესაბამისად, რთული სათქმელია, მოხვდება თუ არა ისიანი 12-კაციან განაცხადში, თუმცა მთავარია, რომ მას მწვრთნელისთვის დამტკიცებული აქვს თავისი შესაძლებლობები.

ამასობაში ვილის სხვა გუნდთან ერთად მოუწევს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა.

"ესპანურ გუნდებს ჰყავთ დუბლშემადგენლობები, რომლებიც ძირითადად ება-ს ლიგაზე თამაშობენ. "გრან კანარიას" მეორე გუნდსაც ამ ლიგაში უწევს თამაში და მეც. პარალელურად, ინდივიდუალურადაც ვვარჯიშობ", - დასძინა ვილი ისიანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

NBA
ისიანის მაგალითია ბევრი ახალგაზრდისაღვის
NBA
ნაკრებში თუ არის სადმე ისიანი და პერსექტიული ბავშბების ისტორია
mindoza
Tkupebs ertnair saxelebs at arkmeven
NBA
ისიანი და ამ ასაკის ბიჭები კაეგი თაობაა და მეტ ყურადღებას იმსახურებენ ფედერაციიდან
ბონდო
იმედია მიაღწევს ეს ბიჭი თავის მიზნებს და კიდე გამოჩნდებიან ამისნაირი კალათბურთელები, თორე მარტო თორნიკეს, ვილის და დუდას იმედზე ვერ ვიქნებით მომავალში
NBA
ვილი მალე აგეხდინოს შენი ოცნება წინ ამერიკისაკენ. წარმატებებო
reo
ესპანეთის ჩემპიონატში წარმატებები ვილი ისიანს.
furo
ეს ვილი ისიანი და ფეხბურთელი ვილი ისიანი ტყუპები არიან?
irakli apkhaidze
წარმატებები!!! კოჭებში ეტყობა სიკეთე ამ ბიჭს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში
ვილი ისიანის 3 ქულა - ქართველის "დეტროიტი" 2-ქულიანი სხვაობით დამარცხდა
ᓔᓡᓞᓐᓜᓣᓠᓘ "ᓒᓠᓐᓜ ᓙᓐᓜᓐᓠᓘᓐᓡ" ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓛᓐ ᓕᓘᓚᓘ ᓘᓡᓘᓐᓜᓘ ᓞᓘᓠᓕᓔᓚ ᓒᓣᓜᓓᓨᓘ ᓒᓐᓓᓐᓘᓧᓕᓐᓜᓐ
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
ვილი ისიანმა რეგულარული ჩემპიონატი 14 ქულით დახურა და პლეი-ოფისთვის ემზადება
შენგელიას 25 ქულა და 30-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტი - "ბარსელონა" დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
თორნიკე შენგელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა - "ბარსელონა" ქართველის შენარჩუნების იმედს არ კარგავს
მამუკელაშვილმა და ბეჟანიშვილმა NCAA 11-11 ქულით და მოგებებით დაიწყეს [VIDEO]
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
ეროვნული ლიგა. XII ტური. "სიონმა" "დილას" 2:1 მოუგო [VIDEO]
ეროვნული რადარი – ქართველი კალათბურთელების ოკეანგაღმური ამბები
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ვილი ისიანის გამორჩეული მატჩი NCAA-ში