გაზეთმა "ლელომ" კომპანია "ლიდერბეთთან" ერთად სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი დაასახელა
გაზეთი "ლელო" კომპანია "ლიდერბეთთან" ერთად აგრძელებს ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, სახელდებიან ყოველი თვის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი. ამჯერად, ჩვენი რჩეული "დილას" დუეტი გახდა - უჩა სოსიაშვილი და ირაკლი მოდებაძე.

რატომ სოსიაშვილი?

დავიწყოთ მწვრთნელით. ნომინაციაში გამარჯვების კანდიდატები იყვნენ "ცხინვალის" დამრიგებელი კახა კაჭარავა, "სიონის" პირველკაცი ვარლამ კილასონია და უჩა სოსიაშვილი.

ბოლო ორი შეხვედრა კაჭარავას გაწვრთნილმა გუნდმა აღმავლობით ჩაატარა, "ცხინვალმა" ხომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ორი გამორჩეული გუნდი დაამარცხა - ბათუმის "დინამო" და "ტორპედო". ცხინვალელთა წარმატება მით უფრო აღსანიშნავია, რომ კლუბში, რბილად რომ ვთქვათ, იდეალური ფინანსური სიტუაცია არ არის.

ქებათა ქება კილასონიასა და ბოლნისის "სიონს"! როგორც ჩანს, ახალი მთავარი მწვრთნელი გუნდს ძალიან კარგად მოერგო. აღსანიშნავია, რომ "სიონს" არც ჩემპიონატში და არც თასზე არც ერთი თამაში არ წაუგია სექტემბერში და მეტიც - არც სეზონში.

კილასონია იქნებ თვის საუკეთესო დამრიგებლობასაც შესწვდენოდა, რომ არა მოულოდნელი გასვლითი ზავი თერჯოლის "საპოვნელასთან". ერთი კია - გუნდი ძალიან კარგ, შედეგიან ფეხბურთს თამაშობს და "სიონის" წარმატება მის გუნდურობას ემყარება...

მაგრამ ვფიქრობთ, აბსოლუტურად დამსახურებულად გამოვარჩიეთ გორის "დილას" დამრიგებელი. 3 მატჩი, 3 გამარჯვება და არც ერთი გაშვებული გოლი - ასეთია სოსიაშვილის გუნდის მონაგარი.

რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ფასი ადევს თბილისის "დინამოსთან" მოპოვებულ საშინაო გამარჯვებას. როგორც წესი, ასეთ შეხვედრებს "ექვსქულიანს" უწოდებენ ხოლმე, თუმცა ვინ იცის, გორში გამართული თამაშის "ხვედრითი წონა" იმაზე მეტი აღმოჩნდეს სეზონის ბოლოს, ვიდრე ახლა ვანგარიშობთ.

ეჭვგარეშეა - "დილას" წარმატებების მთავარი შემოქმედი სწორედ გუნდის მთავარი მწვრთნელია. მართალია, სოსიაშვილი "ჩიხურასთან" მატჩის მიმდინარეობისას სამწვრთნელო სკამიდან გააძევეს და "დინამოსთან" მატჩში გუნდს უშუალოდ ვერ ხელმძღვანელობდა, მაგრამ ჩანს, ტრიბუნიდანაც უნარიანად გაუძღვა გორელთა თამაშს.

ფაქტია, "დილას" ახალგაზრდა მთავარ მწვრთნელს გვარიანი სამუშაო და თავსატეხი აქვს, რასაც ის თავს კარგად ართმევს. თუნდაც ის რად ღირს, რომ "დილას", საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე, მართლაც რომ გამორჩეული შემადგენლობა ჰყავს და არცთუ იშვიათად გორელთა სათადარიგოთა სკამზე ისეთი მოთამაშეები სხედან, სხვაგან ლიდერები რომ იქნებოდნენ...

გოგიტა გოგუა და გულვერდ თომაშვილი - "დილას", საქართველოს პირველობის კვალობაზე, ორი მართლაც სახელოვანი ახალწვეული ჰყავს. მათი ინტეგრაცია გუნდში უმტკივნეულოდ მიმდინარეობს და ამაში წილი მთავარ მწვრთნელსაც უდევს.

სექტემბერში რამდენიმე მოულოდნელობა დაფიქსირდა. უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვარჩიოთ ბათუმის "დინამოს" არადამაჯერებელი თამაში. აჭარულ კლუბში ტრავმირებული ფეხბურთელების სიმრავლეა, თუმცა მაინც მოულოდნელია ის, რომ სექტემბერში ზღვისპირელებს თამაში არ მოუგიათ - 2 ფრე და 1 წაგება.

ამას გარდა, მთელი თვე ისე გავიდა, "გურიასა" და "საპოვნელას" გოლი არ გაუტანიათ. დებიუტანტი თერჯოლელებისა კიდევ გვესმის, გურულთა ასეთი უშედეგობა კი ცოტა გვაკვირვებს.

"გურიაზე" ცალკე - ვფიქრობთ, ლანჩხუთელები ძალიან ხშირად ცვლიან მწვრთნელებს, არასტაბილურობას კი არც ერთი გუნდისთვის არ მოუტანია სიკეთე და რაღა გურულებს მოუხდებოდათ?..

...და მოდებაძე?

მივადექით თვის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციას. ოქტომბერი შესანიშნავად დაიწყო თბილისის "დინამოს" შემტევმა გიორგი ქვილითაიამ. 3 გატანილი გოლი სწორედ ამაზე მეტყველებს.

გამოსარჩევია "ცხინვალის" დუეტის, ირაკლი ლეკვთაძისა და ნიკა კაჭარავას შესანიშნავი თამაში. ლეკვთაძემ ბოლო ორ თამაშში ზედიზედ გამოიჩინა თავი. კაჭარავამ კი დუბლი მიითვალა "ტორპედოსთან" შეხვედრაში - ორივე გოლი ერთმანეთზე უკეთესი იყო.

არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ "სიონის" ვეტერანი კაპიტნის, დავით სვანიძის შესანიშნავი და, რაც მთავარია, შედეგიანი თამაში. ბოლო ორი მატჩია, გამოცდილი ცენტრალური მცველი მინდორს უგოლოდ არ ტოვებს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს "დილას" მეკარე ოლეკსეი შევჩენკოს სანაქებო გარჯა - ის სექტემბერში "მშრალად" იდგა. კარგი თვე ჰქონდათ გიორგი ნავალოვსკის, გუგა ფალავანდიშვილს, ოთარ მარცვალაძეს, მათე ცინცაძეს...

თვის საუკეთესო ფეხბურთელი კი, ჩვენი ვერსიით, ირაკლი მოდებაძეა. მან "დინამოსთან" უპრინციპულეს მატჩში "დუბლი" შეასრულა და მნიშვნელოვნად განაპირობა თავისი გუნდის გამარჯვება.

შეგახსენებთ, რომ მოდებაძე, ვისაც 4 ოქტომბერს 31 წელი შეუსრულდება, საქართველოს წინა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი იყო და, ალბათ, წლევანდელ სეზონშიც იზრუნებს ამ ტიტულზე. ის კი არა, რატომღაც გვჯერა, რომ ირაკლი პრეტენზიას განაცხადებს ქართული "ასიანთა კლუბის" წევრობაზეც. კი, მას გოლები დარჩა გასატანი, თუმცა ასაკი კრიტიკული არ არის და თან ირაკლიც ჯანზეა.

ირაკლი მოდებაძეს საქართველოს ჩემპიონატში, "დილას" გარდა, რუსთავის "მეტალურგსა" და თბილისის "დინამოშიც" უთამაშია. თუ არ ჩავთვლით "დინამოს", ის რუსთავშიც ლიდერი იყო.

...დასაწყისი კი ძალიან კარგად გვახსოვს. სულ პატარა ირაკლი მოდებაძემ ზაპოროჟიეს "მეტალურგში" ყოფნისას უეფას თასზე დიდებულად ითამაშა "ლიდსის" წინააღმდეგ და ინგლისურ კლუბს ულამაზესი გოლი გაუტანა...

რომ არა მოჭარბებული ტრავმები, მოდებაძეს იქნებ ახლა უფრო მაღალ დონეზე ეთამაშა, მაგრამ ის ახლაც ძალიან კარგ ფორმაშია.

"დილას" მთავარი იარაღი, რამდენიმე ახალგაზრდა თუ გამოცდილ ფეხბურთელთან ერთად, სწორედ "მორე" იქნება საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში, ყოველ შემთხვევაში, საქმეს ასეთი პირი უჩანს...

უმაღლესი ლიგა. სექტემბრის ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. დილა 3 3 0 0 6-0 9

2. სიონი 3 2 1 0 4-2 7

3. დინამო (თბ) 3 2 0 1 7-4 6

4. ცხინვალი 3 2 0 1 6-6 6

5. სამტრედია 3 1 1 1 9-6 4

6. შუქურა 3 1 1 1 4-1 4

7. ჩიხურა 3 1 1 1 5-3 4

8. ლოკომოტივი 3 1 1 1 3-1 4

9. საბურთალო 3 1 1 1 5-5 4

10. კოლხეთი 3 1 1 1 1-1 4

11. ტორპედო 3 1 1 1 3-4 4

12. მერანი 3 1 0 2 3-8 3

13. დინამო (ბთ) 3 0 2 1 4-5 2

14. საპოვნელა 3 0 2 1 0-4 2

15. ზუგდიდი 3 0 1 2 5-10 1

16. გურია 3 0 1 2 0-5 1

გია ტუხაშვილი

ალეკო კაკაურიძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლევან კორღალიძემ "დილა" დატოვა
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
"ჯვაროსნების" მოწინააღმდეგემ ყაზახეთს მოუგო
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ცხინვალი-ზუგდიდი 5:1 - რბევა ვაკეში
განდრეი პოტავცევი: პირდაპირ ვამბობ, რომ "გურიაში" ჩამოსვლის მიზეზი ესაა...
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
გორის "დილას" კარს უზბეკეთში ცნობილი მეკარე დაიცავს
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
გიორგი დარასელია: არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე...
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო
ქუთაისის "ტორპედოს" კარს რევაზ თევდორაძე დაიცავს
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ნახვამდის, ევროპავ - "დილა" ბელგრადის "პარტიზანთან" გორშიც დამარცხდა
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
დილა-პარტიზანი 0:2 - აგვისტომდეც ვერ მივაღწიეთ... [VIDEO]
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა
ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში... უჩა სოსიაშვილი დუმილს არღვევს
დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]