ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"თქვენ ფიქრობთ, რომ რეგიონული ფედერაციები რევაზ არველაძეს მხარს ტყუილად ვუჭერთ?"

"თქვენ ფიქრობთ, რომ რეგიონული ფედერაციები რევაზ არველაძეს მხარს ტყუილად ვუჭერთ?"

ინტერვიუ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტ გელა მაისურაძესთან
ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებამდე დღეებია დარჩენილი. ცნობილია, რომ რეგიონული ფედერაციები რევაზ არველაძის მხარდამჭერები არიან.

რა განაპირობებს მათ ასეთ დამოკიდებულებას, რატომ სჯერათ მისი და რა იმედებს უკავშირებენ არველაძის გამარჯვებას?

ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი გელა მაისურაძე გველაპარაკება. მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა ისეთ თემებსაც შევეხეთ, რაც რეგიონების სატკივარია და ვფიქრობ, ეს ყველა არჩევნებზე მნიშვნელოვანი საკითხია...

- ცნობილია, რომ რევაზ არველაძის მხარდამჭერი ბრძანდებით...

- მე ვცხოვრობ ადამიანური ცხოვრებით, ერთი გული და ერთი პირი მაქვს და პირდაპირ ვამბობ, რომ იმ კურსს ვუჭერ მხარს, რომელსაც რევაზ არველაძე გაატარებს. შესაძლოა, პროგრამებში დიდი განსხვავება არც იყოს, მაგრამ მე მისი ცოდნისა და გამოცდილების მჯერა. ეს დღეს ბევრს ნიშნავს.

- თქვენ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობა გაკმაყოფილებთ?

- სულაც არ მაკმაყოფილებს, მაგრამ ევროპაში ნაკრები და კლუბები თუ აგებენ, ეს ფედერაციის ბრალი არ არის. აქამდე ქვეყანაში არსებულმა გარემომ მიგვიყვანა და ფედერაციისკენ ხელის გაშვერა არალოგიკურია.

- საინტერესოა, სხვა კანდიდატებთან შედარებით არველაძეს რა უპირატესობა აქვს?

- კობიაშვილსა და კვარაცხელიას ენაცვალოთ ჩემი თავი, მაგრამ რეზის რომ ფედერაციის მართვის გამოცდილება, მშვენიერი კავშირები და ურთიერთობები აქვს და ამ ყველაფერს გამოყენება უნდა, ამაზე უარი რატომ უნდა ვთქვათ? ეს ხომ ისევ ჩვენს ფეხბურთს აზარალებს?!

მე დაჯგუფებების წინააღმდეგი ვარ და ხშირად მიფიქრია, ნეტავ ეს ხალხი ერთად იყვნენ-მეთქი. ქართული საქმისთვის გაერთიანება ყველას გვჭირდება. ამიტომ მადარდებს დაპირისპირებები - ენერგია ერთმანეთთან ომს თუ შევალიეთ, არაფერი გამოვა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ რევაზ არველაძემ რეგიონული ფედერაციების შეფები 2 დღით წაგიყვანათ ვარშავაში, სადაც ევროპალიგის ფინალს ("სევილია"-"დნიპრო") დაესწარით. თქვენი ფოტოც გავრცელდა. ბევრმა ჩათვალა, რომ არველაძემ ამით თქვენი კეთილგანწყობა კიდევ ერთხელ მოიპოვა...

- ეს არის სისულელე და ჩემ მხარდაჭერასთან არაფერ შუაშია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ურთიერთობის ნიჭი არაფერია, მაშინ ძალიან შემცდარა. უეფა-ფიფასთან ეს საქმის ნახევარს ნიშნავს.

სად რეზის არჩევნები და სად ვარშავაში წასვლა? ერთმანეთს ტყუილად ნურავინ დაუკავშირებს. ალალად ვფიქრობ, რომ დღეს რევაზ არველაძე საუკეთესო კანდიდატია.

- მხარდაჭერას კონკრეტული საფუძვლები უნდა ჰქონდეს. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ფეხბურთს პროგრესი ეტყობა?

- მანამდე არაფერი კეთდებოდა, რეზიმ კი რეგიონებს ყურადღება მოგვაქცია. მარტო მე კი არა, ყველას. თქვენ რას ფიქრობთ, რეგიონული ფედერაციები მხარს ტყუილად ვუჭერთ და ამის საფუძველი არ გვაქვს? 4 წელიწადია რეგიონულ ფედერაციაში ვარ და მას შემდეგ ბავშვთა ფეხბურთი გამოცოცხლდა, ტურნირებს 6 ასაკში ვატარებთ, 500-მდე ბავშვი მოვიზიდეთ და გოგონათა გუნდიც ჩამოვაყალიბეთ. დამიჯერეთ, ეს ჩვენი რეგიონისთვის პატარა საქმე არ არის.

- ბავშვების ჩართვა და გოგონათა გუნდი მშვენიერია, მაგრამ რეგიონში 6 ქალაქია - ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი, ნინოწმინდა, ასპინძა და ადიგენი. ადრე უმაღლეს ლიგაში 2 გუნდი გყავდათ, ახლა კი - არც ერთი. 2012 წელს დაიშალა ახალციხის "მესხეთი", 2013 წელს - ნინოწმინდის "ფარავანი"...

- იმედია, კარგად ხვდებით, რომ ეს გუნდები მე არ დამიშლია. ჩემი სურვილია, გუნდი ყველა ქალაქში გვყავდეს. მაგრამ ამბობენ, პრობლემებია და ფეხბურთს ვერ ვაფინანსებთო. ამის მიუხედავად, ვცდილობთ, ვიმუშაოთ.

- თქვენი აზრით, ახალმა პრეზიდენტმა რეგიონებისთვის რა უნდა გააკეთოს?

- პირადად მე, შეთავსებით, ბავშვთა რეგიონული ფეხბურთის აკადემიის მწვრთნელი ვარ და პრობლემები ყველაზე მეტად ჩვენ გვაწუხებს. მაგალითად, ჩვენი გაზრდილია თედო გრიგალაშვილი, აგრეთვე, ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშეები - ზურაბ გელაშვილი და აკაკი ქიმერიძე. ახლახან გრიგალაშვილი გროზნოს "ტერეკში" გადავიდა. ის ნიჭიერი ბიჭია და ასაკმა რომ მოუწია, სად უნდა წასულიყო?

თედოს კიდევ გაუმართლა, მაგრამ რამდენი ნიჭიერი ბავშვი ყოფილა, პერსპექტივა რომ ვერ დაინახეს და ფეხბურთს თავი დაანებეს. აი, ესაა რაიონში მთავარი პრობლემა, ბავშვმა პერსპექტივა უნდა დაინახოს, ფედერაციამ და სახელმწიფომ კი სწორედ ამაში უნდა შეგვიწყონ ხელი. რეგიონები ამიტომ მოვიკოჭლებთ, თორემ შრომა არავის გვეზარება.

- დიდ ქალაქებს კიდევ რა უჭირთ, მაგრამ რეგიონები საკუთარ წვენში იხარშებიან. მაგალითად, ბავშვების ერთიანი ტურნირები არ ტარდება. მათ ძლიერ მეტოქეებთან თამაში არ უწევთ და, ცხადია, მომავალი თაობების გაზრდას რაიონებში ესეც აბრკოლებს...

- სულ ასე არ იყო? ვინც უნდა აირჩიონ პრეზიდენტად, ყველას მივმართავ, მოგვხედონ და ჩვენი პრობლემები ნაწილობრივ მაინც მოაგვარონ. შექმნან ისეთი სისტემა, რომელიც რეგიონების გამოცოცხლებას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ეს არ არის მხოლოდ ჩემი ინტერესი. ბოდიში ყველასთან, მაგრამ რეგიონებში უფრო მეტი ნიჭიერი ბავშვია, ვიდრე დიდ ქალაქებში. თუ ამ სატკივარს მოუვლიან, ჩათვალეთ, რომ ასაკობრივი ნაკრებები დღევანდელზე მეტ შევსებას მიიღებენ და ქართულ ფეხბურთს სანაკრებო დონეზეც ეშველება, რადგან ჩვენ შეგვიძლია ფეხბურთელების ყველაზე დიდი მიმწოდებლები გავხდეთ.

• Nukri

სულ შემაძულეს ეს გვარი ხსენებაც აღარ მინდა ესენი ვინ ყოფილან?!(ყველა კარგ არველაძეს ვენაცვალე)მოუშორებელი ჭირები არიან რაა.

• dato

ნუ აიძულებთ ხალხს და ფეხბურთის გულშემატკივრებს ქუჩაში გამიოვიდნენ და ძალით გამოგათირონ თქვენი კაბინეტებიდან!

• ობიექტური

რეზი არველაძის მხარდამჭერებს,მათ შორის გელა მაისურაძეს! .... არველაძე 10 წლის განმავლობაში ფედერაციაში არ იყო? ფაქტიურად ეგ მართავდა ფედერაციიას,თუ რამის გამკეთებელი იყო რატომ არაფერი არ გააკეთა? ფეხბურთის დონე ნულამდე დასცეს საქართველოში. რეზის მრარდამჭერებო,კარგად დაფიქრდით და ისეთი გადაწყვეტილება მიიღეთ,რომელიც საქართველოში ფეხბურთის განვითარებას გამოადგება. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი იფიქრებს,რომ მასთან გარიგებაში იმყოფებით და არ გაპატიებთ...

• sedoi

არ გეყოთ არველაძეებო რაც ჭამეთ? რა ვალი გვაქვს თქვენი ისეთი, რომ 10 წელია ჭამ რეზი და ვერ გავისტუმრეთ?

ე.ი. რ არველაძე ჩალიჩაა და ფიფა–უეფაში ამით გააკეთებს რამესო. ამ ლოგიკით "აშენებენ" ესენი ქართულ ფეხბურთს

• 777

არველაძეს თუ რამის გაკეთება უნდოდა და შეეძლო აქამდე ვინ უშლიდა ხელს მაგას რო მხარს დაუჭერ ან უტვინო უნდა იყო ან უნამუსო და პირადი ინტერესები გქონდეს

• murtalo

ეს ...., ... და ძმანნი მისნი დაკარგავენ შემოსავლის წყაროს და რა უნდა მოსთხოვო სხვა? ესენი უნდა წყვეტდნენ ქართული ფეხბურთის ბედს?!...დიდი გადატრიალება მოგველის, სუნი არ გცემთ?

• დავით

ასეთებს რომ აბარაი რეგიონის ფეხბურთი მარტო ამის გამო უნდა აგოს პასუხი არველაძემ, ახალციხე რომელ პლანეტაზე თამაშობს ფეხბურთს ისიც გვითხრას

• პენსიონერი

ბატონი გელა ბრძანებს: "..ყველას მივმართავ, მოგვხედონ და ჩვენი პრობლემები ნაწილობრივ მაინც მოაგვარონ..". რევაზ არველაძე წლებია ფედერაციის გენერალური მდივანია. თუკი პრობლემები ნაწილობრივადაც არ არის მოგვარებული და ეს კაცი მაინც არველაძეს უჭერს მხარს, ცოტა საეჭვო ხომ არ არის?

• ქომაგი

ეს რა მაგარი ვინმეა. სამცხე-ჯავახეთზე მაჩანჩალა რაიონი ფეხბურთის კუთხით საქართველოში არ არის. კახელებს ჭიდაობა უყვართ და მაგაში არიან ქე მაინც მაგრები. ერთი განახათ ახალციხის სტადიონი, ჩერნობილი გაგახსენდება

• Zurab

ემჩნევა რა ხვითოცაა. ამათი მიშვება არ შეიძლება, მერე დიდადაც რომ მოვინდომოთ, საქმეს ვერ გამოვასწორებთ. ხელისუფლება თუ არ ჩაერევა თუნდაც იმაში, რომ საარჩევნო სისტემა გასწორდეს (რაც აწი არც მოესწრება) და არჩევნები ობიექტურად ჩატარდეს, ქართული ფეხბურთის მზე საბოლოოდ ჩაესვენება.

ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა

სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს

15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება

საფრანგეთის ნაკრების მეკარე პსჟ-დან წასვლას აპირებს

დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია

ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს

ახალი კონტრაქტი კარიუსს - გერმანელი სავარაუდოდ, "შალკეში" დარჩება

შენარჩუნება სურთ - რაშფორდი სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დარჩება

რეკორდები - პსჟ-ისა და "ბაიერნის" გუშინდელი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევა

"ხვიჩა ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია" - ზეედორფი კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია

პრესტიანისა და ვინისიუსის საქმის შედეგი - FIFA 2026 წლის მუნდიალზე ორ ახალ წესს ამატებს

კომპანი პსჟ-სთან მატჩზე: სიკვდილიც რომ მოგვიწიოს - ვალდებული ვართ მიუნხენში გავიმარჯვოთ

კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დემბელეს რეკორდი დაამხო

"ის, რაც "ბაიერნის" წინააღმდეგ გააკეთა, უბრალოდ ტალანტი არ არის" - რუნიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა

კვარაცხელიას უფრო მაღალი ქულები და MVP დემბელე - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?

[VIDEO] სეზონის მშვენება მატჩი. კვარაცხელიას დუბლი - პსჟ-მ "ბაიერნს" მოუგო

[VIDEO] უკვე დუბლი - კვარაცხელიამ "ბაიერნს" ისევ გაუტანა

[VIDEO] კვარაცხელიამ ნოიერს გაუტანა და "ბაიერნთან" ანგარიში გაათანაბრა

პსჟ - "ბაიერნი". გუნდების შემადგენლობები ცნობილია

39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს

მამუკა კვარაცხელია: კვარა ჩემთვის საუკეთესოა!

ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა

ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება

მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება

ლეგიონი გუშინ: თარგამაძემ სუპერგოლი გაიტანა, კაშიამ იჩხუბა [VIDEO]

"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"

რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ

ზაზა ზამთარაძე: გრიგალაშვილებიც და მორჩა, "სამტრედია" დაკომპლექტებულია!

"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა

ლეგიონი: "პაფოსს" ნიკოლოზ გელაშვილის გოლი არ ეყო

"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება

[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ

თედო გრიგალაშვილი: ტრავმამ "ტერეკის" ორი შეკრება თითქმის გამაცდენინა

მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...

მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?

არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ

კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება

თედო გრიგალაშვილმა სავიზო პრობლემები მოაგვრა და "ტერეკს" შეუერთდა

ლეგიონი გუშინ: მათე ვაწაძე და "ორჰუსი" ფრეს დასჯერდნენ

"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე