მილტონ ჰეიგი: "იმ ორი ჰიმნიდან, რომელიც მატჩის წინ აჟღერდება, ჩემი საქართველოს ჰიმნია"
დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი კარდიფში, "მილენიუმზე" ახალი ზელანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. "ოლ ბლექსი" კი უძლიერესი რაზმით დაგვიპირისპირდება.

ცხადია, ქართველი მორაგბეებისთვის პლანეტის საუკეთესო გუნდთან თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იდგე პირისპირ იმ მოთამაშეეებთან, რომლებსაც ტელეეკრანიდან ეთაყვანები, რომელთა მაღალი კლასის გამო ეტრფი რაგბის, ენითაუწერელი განცდაა.

"ბორჯღალოსნები", ისევე, როგორც "ოლ ბლექსი", მატჩის დაწყებას მოუთმენლად ელიან და შესანიშნავ სანახაობას გვპირდებიან.

მატჩის წინა დღეს, დილით, ჩვენმა გუნდმა თამაშამდე ბოლო ვარჯიში ნიუპორტის კოლეჯის სარაგბო მოედანზე გამართა. სადილის შემდეგ კი ჩვენს მორაგბეებს სტუმარი ეწვია ახალი ზელანდიიდან. ვაირარაპას რეგიონის წარმომადგენელმა "ბორჯღალოსნებს" ამ რეგიონის მკვიდრთა მიერ გამოგზავნილი საჩუქრები გადასცა.

შეგახსენებთ, რომ ვაირარაპას რეგიონში, კერძოდ კი, პატარა ქალაქ მასტერტონში "ბორჯღალოსნები" 2011 წლის მსოფლიოს თასის მსვლელობისას, ცხრა დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ. სწორედ ამ ქალაქის მოსახლეობამ გამართა ცენტრალურ ქუჩაზე ჩვენი გუნდის საპატივცემულოდ აღლუმი. ამავე რეგიონის მკვიდრია ლეგენდარული ახალზელანდიელი მორაგბე და შემდეგ არანაკლებ წარმატებული მწვრთნელი ბრაიან ლოჰორი. მაშინ, გამომშვიდობებისას, მან გვითხრა:

"ჩვენი პატარა ქალაქის მცხოვრებლებს არასდროს დაავიწყდებათ თქვენი სტუმრობა, თქვენი თავაზიანი დამოკიდებულება ჩვენი ადათ-წესების მიმართ. თქვენ ყოველთვის ჩვენს გულებში იქნებით".

არ დავავიწყდით. შორეულ ახალ ზელანდიაში ჩვენს ბიჭებს ძალიან ბევრი ქომაგი ჰყავს და არა მარტო იქ. ვერ დავიჩემებთ, რომ მასტერტონელები ახალ ზელანდიასთან მატჩში ჩვენ გვიქომაგებენ, მაგრამ ფაქტია, ისინი ჩვენი გულშემატკივრები არიან ნებისმიერ სხვა მეტოქესთან ბრძოლაში. ისინი ჩვენი ნაწილი არიან.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მასტერტონელი არ არის, ის წარმოშობით ინვერქარგილელია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა:

"იმ ორი ჰიმნიდან, რომელიც მატჩის წინ აჟღერდება, ჩემი საქართველოს ჰიმნია".

დღეს ყველა, ნაკრების შტაბის ახალზელანდიელი, ფრანგი, ირლანდიელი და ინგლისელი წევრები საქართველოს ჰიმნზე ჩვენს მორაგბეებთან ერთად დადგებიან და ყველანაირად ეცდებიან, ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი, ლამაზი გვერდი დაწერონ.

ერთი სიტყვით, წინ საქართველოს ნაკრებს უმძიმესი მატჩი ელის. ამ შეხვედრაში გამოჩნდება, კიდევ რა ნაკლი გვაქვს, რაზე გვაქვს სამუშაო და რა არის დასახვეწი.

როგორც უნდა დასრულდეს მატჩი, ის ყველა შემთხვევაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის, ზოგადად, ქართული რაგბისთვის.

შეგახსენებთ, რომ მატჩი კარდიფში, "მილენიუმზე", თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსოფლიოს თასი. III ტური. C ჯგუფი

საქართველო-ახალი ზელანდია

საქართველო: 15. ბექა წიკლაური, 14. გიორგი აფციაური, 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. კარლენ ასეიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. გიორგი ჩხაიძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ლაშა ლომიძე.

16. სიმონ მაისურაძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ანტონ ფეიქრიშვილი, 19. კონსტანტინე მიქაუტაძე, 20. ვიქტორ კოლელიშვილი, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. მერაბ შარიქაძე, 23. მურაზ გიორგაძე.

ახალი ზელანდია: 15. ბენ სმიტი, 14. ვაისაკე ნაჰოლო, 13. კონრად სმიტი, 12. სონი ბილ ვილიამსი, 11. ჯულიან სავეა, 10. დენ კარტერი, 9. აარონ სმიტი. 1. ვაით კროქეტი, 2. დენ კოლი, 3. ჩარლი ფაუმუნია, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სამუელ ვაითლოქი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაქოა, 8. კირან რიდი.

16. კევინ მეალამუ, 17. ტონი ვუდკოქი, 18. ოუენ ფრენქსი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. სემ კენი, 21. ტავერა კერ-ბარლოუ, 22. თი ჯეი პერენარა, 23. მალაკაი ფეკიტოა.

სატურნირო მდგომარეობა

1. ახალი ზელანდია - 9 ქულა, 2. ტონგა - 6, 3. არგენტინა - 5, 4. საქართველო - 4, 5. ნამიბია - 0.

A ჯგუფი

უელსი-ფიჯი

D ჯგუფი

საფრანგეთი-კანადა

(ბესიკ ჯანგავაძე ნიუპორტიდან)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
აბა თქვენ იცით, ბიჭებო! უკვე დიდი გამოცდილება გაქვთ იმისა, რომ ტოლ-სწორად ითამაშოთ, მთავარი ესაა, ხოლო გამარჯვება ნამიბიასთან გვჭირდება. გაიხარეთ, სულ გამარჯვებით გევლოთ, უფალი იყოს თქვენი შემწე სპორტშიც და ცხოვრებაშიც.
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ვასილ ლობჟანიძე 2019 წლის მსოფლიოს თასის 5 პოტენციურ ვარსკვლავს შორის მოხვდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
"ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ირლანდია და შოტლანდია მოდიან
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს