სფფ-ის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი მიმდინარე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით საუბრობს
რევაზ არველაძის გადადგომის შემდეგ სფფ-ის გენერალური მდივნის მოვალეობას დიმიტრი ბოკერია ასრულებს. მანამდე ის ამ ორგანიზაციაში საშეჯიბრებო კომიტეტის ხელმძღვანელი გახლდათ.

მიმდინარე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, ბოკერია "ლელოს" კითხვებს პასუხობს...

- უპირველესად, თქვენი აზრი გვაინტერესებს უეფას ბოლო წერილთან დაკავშირებით...

- უეფას მიმართა პრეზიდენტობის კანდიდატმა, თითქოს წინასაარჩევნო პროცესში ფედერაცია საკუთარ წესდებას არღვევდა, უეფამ კი საპასუხო წერილში მოგვწერა - წესდების დაცვისკენ მოგიწოდებთო. ასეთი პასუხი მოსალოდნელიც იყო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თავის საქმიანობას სწორედ წესდებით წარმართავს... სხვათა შორის, უეფამ წინასაარჩევნო პროცესსა და ყრილობაზე დასაკვირვებლად წარმომადგენელი რომ გამოგზავნა, ესეც ჩვენი თხოვნა იყო. გვსურდა, ადგილზე თავად ენახათ, რა ვითარებაა და რა სახის ზეწოლებია. უეფას წარმომადგენელი უკვე თბილისშია და სიტუაციას ეცნობა.

- ტრიბუნალის გარშემო მიმდინარე მოვლენებზეც უნდა გკითხოთ. ბოლოს და ბოლოს, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს ჩამოერთვათ ხმის უფლება?

- გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ფედერაციების დელეგატებს 2 ხმა ჩამოართვეს, მათ პრეზიდენტებს კი საქმიანობა დროებით იუსტიციის სამინისტროს თბილისის აღსრულების ბიურომ შეუჩერა. ისე, საინტერესო და საგულისხმოა, რომ ორივე რეგიონული ფედერაციის გამგეობის წევრთა ნაწილს ერთი პირი წარმოადგენდა.

- აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილებაზე რას იტყვით?

- ეს ნაბიჯი გაუგებარია, რადგან ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტებმა ნებისმიერი სადავო საკითხი სპორტულ ტრიბუნალში უნდა განიხილონ, სამოქალაქო სასამართლოს ჩარევა კი უეფა-ფიფასთან მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს. სფფ-ის წესდების 59-ე მუხლით ეს იკრძალება. უეფას დელეგაციას საქმის კურსში ჩავაყენებთ, ფედერაციის დებულების გვერდის ავლით დელეგატების ჩამოშორება რომ ხდება.

- ანუ ჯერჯერობით უცნობია, დელეგატების რაოდენობა 33-მდე შემცირდა თუ ისევ 35 იქნება?

- ამაზე ტრიბუნალის ახალ ხელმძღვანელს, დავით მაისურაძეს უნდა ემსჯელა...

- ბიწაძე ტრიბუნალის ხელმძღვანელობიდან გადააყენეთ, მაგრამ ამბობს, რომ მედიატორის უფლება დარჩა...

- ის ტრიბუნალის თავმჯდომარეობიდან აღმასკომმა გაათავისუფლა და სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა. ამიტომ ბიწაძის ახალი გადაწყვეტილება არალეგიტიმურია.

- მართალია, რომ ტრიბუნალის ბეჭედი დღემდე მას აქვს?

- დიახ, ასეა და ეს სასამართლოს ვაცნობეთ, რომლის განჩინებაშიც წერია, რომ ბიწაძემ ბეჭედი დაუყოვნებლივ უნდა დაგვიბრუნოს. სხვაგვარად, საქმე აღმასრულებელ ბიუროს გადაეცემა.

- ამ ბეჭდის გარეშე ტრიბუნალის სხდომა როგორ გაიმართება?

- ნებისმიერი გადაწყვეტილება უბეჭდოდაც ლეგიტიმური იქნება, სხდომა კი დღეს გაიმართა. სხვათა შორის, ორივე მოდავე რეგიონული ფედერაციის გამგეობებს ვაცნობეთ, რომ საკითხის განსახილველად ტრიბუნალის ახალი ხელმძღვანელისთვის მიემართათ, მაგრამ ისინი ისევ ბიწაძეს დაუკავშირდნენ. დღეს კი მაისურაძესთან ტრიბუნალზე რომ გამოცხადდნენ, თქვეს, რომ ახალ ხელმძღვანელს არ იცნობდნენ...

- ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოზე რას იტყვით?

- ძალიან ძნელია ამ დაპირისპირებების ყურება. ადამიანები ვართ, ყველას ერთმანეთთან რაღაც გვაკავშირებს და სულ ვცდილობ, ნებისმიერ თემასა თუ მოვლენაზე ტაქტიანად ვილაპარაკო. არადა, სამწუხაროდ, ვითარება ძალიან დაიძაბა.

აჯობებდა, ერთმანეთს კი არ ვეომოთ, არამედ ქართული ფეხბურთის გამო გავერთიანდეთ. აბა, არველაძე, კობიაშვილი და კვარაცხელია რომ ერთად იქნებიან, ქართული ფეხბურთი უფრო არ მოიგებს? ბევრად ძლიერიც იქნება, ვიდრე - ორი მათგანის სარბიელიდან ჩამოშორების შემთხვევაში. ამას გულწრფელად ვამბობ.

P.S. ხმაჩამორთმეული გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციების დელეგატების საკითხზე 1-ელ ოქტომბერს, ამ ფედერაციების ადვოკატთან ერთად, სპორტული ტრიბუნალის ახალ ხელმძღვანელ დავით მაისურაძეს უნდა ემსჯელა.

შევიტყვეთ, რომ ეს პრინციპული საკითხი ვერ გადაწყდა. რამდენი დელეგატი იქნება 3 ოქტომბრის არჩევნებზე, 33 თუ 35, ამის დასადგენად ტრიბუნალი დღეს, 2 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ შეიკრიბება.

Gokiely
დაძაბულია მდგომარსობა იმიტომ რომ რაზბორკები არ თავდება, მოსაშორებელია მერაზბორკეთა სამეული და ყველაფერი გამოსწორდება, ასე მგონია, რომ ფეხბურთი საქართველოში არავის არ სჭირდება როგორც ფეხბურთი.
levani
აღმასკომი და მოქმედი ფედერაცია რასაც აკეთებდნენ და აკეთებენ არახალია. მოქმედებების დაწყება აქამდე იყო საჭირო, აქტიური მოქმედებების. გეძინათ?? ესეც თუ გაუვიდათ, ბოლო ლურსმანი იქნება ქართული ფეხბურთის კუბოზე
emre
ვინც არველაძეს მისცემს ხმას, ის ქართული ფეხბურთის გამყიდველი და იუდა იქნება. სხვანაირი ხედვა ჭირდება ქართულ ფეხბურთს, თანამედროვე და არა მოძველებული საბჭოური.
თამარი
სათვალებიანი გვირგვინი მაგარია. ინტერვიუს დროს უნდა მოიხსნა, არ გიხდება
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
მამუკა კვარაცხელია: კვარა ჩემთვის საუკეთესოა!
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ფეხბურთი ყველასათვის: ...იმიტომ, რომ იქ ცხოვრება გაჩერებულია
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა
არჩილ არველაძე: საქმე მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება...
მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება
ძმები არველაძეების ფონდი: სტუმრად ამერიკის საელჩოში...
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
ამერიკის საელჩო არველაძეების ფონდის პარტნიორია
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძეს ჩააბარებენ?
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
დავორ შუკერი თბილისში - ხორვატიული ფეხბურთის ლეგენდა ქართულ პროექტს დაეხმარება
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...
მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე