დღეს ორი ისეთი მატჩია, სატურნირო თვალსაზრისითაც ძალიან დიდი მნიშვნელობა რომ აქვს
მართლაც განსაკუთრებული ტური გველოდება - 3 ოქტომბერს, VII ტურის ოთხი მატჩი რომ დაიწყება, ქართული ფეხბურთის ახალი ხელმძღვანელი უკვე არჩეული იქნება!

რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი, მამუკა კვარაცხელია - სწორედ ამ სამი კანდიდატიდან ერთ-ერთმა უნდა შეძლოს და ქართული ფეხბურთი კრიზისიდან გამოიყვანოს.

ამ შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, საკლუბო ფეხბურთს ვგულისხმობთ - ეროვნულ ჩემპიონატს, რომლის დონეც წლიდან წლამდე უკან და უკან მიდის და ვერც ვერავინ დაგვაჯერებს იმაში, რომ უმაღლესი ლიგის 16 გუნდამდე გაზრდა "რეფორმატორული" თუ "ისტორიული" გადაწყვეტილება იყო.

კი, ორმა გუნდმა ამ გადაწყვეტილებით (თანაც, სპორტული პრინციპების სრული დარღვევით) უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ ეროვნულ ჩემპიონატში არსებული, თითქმის არც ერთი პრობლემა არ გადაჭრილა და, საერთოდაც, ხანდახან ისეთი შთაბეჭდილებაც რჩება, ეს პრობლემები მარადიულია...

თუმცა ზედმეტად პესიმისტურ განწყობასაც ნუ შევიქმნით ამ საარჩევნო ყრილობის წინ, მით უფრო, რომ წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, პრეზიდენტობის სამივე კანდიდატი გვპირდებოდა უკეთეს ჩემპიონატს...

თანაც, არცთუ უმნიშვნელოდ მიგვაჩნია ის ფაქტიც, რომ რევაზ არველაძეც, ლევან კობიაშვილიც და მამუკა კვარაცხელიაც "საიდანღაც" მოსული ან "მთლად ზემოდან დანიშნული" კანდიდატები კი არა, არამედ ქართული საფეხბურთო ოჯახის წარმომადგენლები არიან და სამივე მათგანს ჩვენი ფეხბურთის განვითარებაზე საკუთარი ხედვა აქვს. დანარჩენი კი დელეგატების გადასაწყვეტია...

იმედი დავიტოვოთ, რომ არჩევნები (მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო აჟიოტაჟი მოსალოდნელზე დიდი იყო) მშვიდად და, რაც მთავარია, სამართლიანად ჩაივლის და ჩვენს ფეხბურთსაც ახალი და ღირსეული ხელმძღვანელი ეყოლება...

ამ წინასაარჩევნო აჟიოტაჟის ფონზე, ცოტა არ იყოს, უკანა პლანზე გადაინაცვლა შაბათ-კვირას გასამართმა ტურმა.

არადა, ჯერ მარტო დღეს ორი ისეთი მატჩია, სატურნირო თვალსაზრისითაც ძალიან დიდი მნიშვნელობა რომ აქვს და საერთოდაც, დიდი ინტერესი რომ უნდა გამოიწვიოს: "დინამო არენაზე" ძველი მეტოქეები, თბილისისა და ბათუმის დინამოელები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, "სამტრედიამ" კი მოქმედ ჩემპიონსა და ამჟამინდელ ლიდერს, გორის "დილას" უნდა უმასპინძლოს.

ორი "დინამოს" პაექრობა მართლაც რომ საინტრიგოა: შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ბათუმელებმა 4 ქულა აიღეს დედაქალაქელებთან მატჩებში (სტუმრად მოიგეს, შინ კი ფრედ ითამაშეს).

"სამტრედია"-"დილას" ჯახი კი იმითიც არის საინტერესო, რომ მასპინძელთა ამჟამინდელი თავკაცი გია ცეცაძე თავის ყოფილ გუნდს უნდა ეპაექროს, თანაც, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ წინა სეზონში საჩემპიონო 3 ქულა "დილამ" სწორედ სამტრედიაში მოიპოვა...

ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ამ ტურში ერთი მატჩი გადაიდოს. გაზეთის დაბეჭდვამდე ჯერ ცნობილი არ იყო, გაიმართებოდა თუ არა 4 ოქტომბერს დანიშნული "გურია"-"ზუგდიდის" შეხვედრა (გადადების შემთხვევაში, 10 ან 11 ოქტომბერს გაიმართება).

მოგეხსენებათ, 1 ოქტომბერს ტრაგიკულად დაიღუპა "გურიას" მეკარე მიხეილ გოგუაძე... ძალიან სამწუხარო ამბავია... არადა, შარშანდელი ოქტომბერი იყო, როცა "გურიას" კიდევ ერთი ფეხბურთელი, ნიკა კილაძე დაიღუპა ტრაგიკულად...

უმაღლესი ლიგა. VII ტური

03.10. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 15:00

ცხინვალი-კოლხეთი

დისკვალიფიკაცია: გიორგი კილასონია (კოლხეთი)

ურთიერთშეხვედრები

8: +1 =4 -3, 7:6

03.10. თბილისი. დინამო არენა. 18:00

დინამო (თბ)-დინამო (ბთ)

დისკვალიფიკაცია: ვახტანგ ჭანტურიშვილი, გიორგი ბეგაშვილი (ორივე - დინამო თბ)

ურთიერთშეხვედრები

47: +6 =8 -33, 42:101

03.10. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 15:00

სამტრედია-დილა

ურთიერთშეხვედრები

27: +11 =2 -14, 31:39

საპოვნელა-ლოკომოტივი

03.10. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 15:00

დისკვალიფიკაცია: გიორგი მაკარიძე (საპოვნელა) - გიორგი დიასამიძე (ლოკომოტივი)

ურთიერთშეხვედრები

არ შეხვედრიან

04.10. ივანწმინდა. 15:00

ჩიხურა-ტორპედო

დისკვალიფიკაცია: ოთარ კუსიანი (ჩიხურა) - ირაკლი კლიმიაშვილი, ოთარ კვერნაძე (ორივე - ტორპედო)

ურთიერთშეხვედრები

10: +2 =5 -3, 9-12

04.10. ქობულეთი. ჩელე არენა. 15:00

შუქურა-საბურთალო

ურთიერთშეხვედრები

არ შეხვედრიან

04.10. ლანჩხუთი. ევ. შევარდნაძე. 15:00

გურია-ზუგდიდი

დისკვალიფიკაცია: თორნიკე მოსიაშვილი (გურია)

ურთიერთშეხვედრები

4: +2 =0 -2, 7:4

04.10. ბოლნისი. თამაზ სტეფანია. 15:00

სიონი-მერანი

ურთიერთშეხვედრები

10: +5 =1 -4, 10-11

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
მამუკა კვარაცხელია: კვარა ჩემთვის საუკეთესოა!
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ტკივილიანი ოქტომბერი - ქველმოქმედება ფეხბურთელის სახელით
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა
მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ
უმაღლესი ლიგა. VII ტური: ლანჩხუთის "გურიამ" "ზუგდიდს" მოუგო
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...
მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ლანჩხუთის "გურიამ" არც მეორელიგელი დაინდო - წილოსანმა სეზონი იმედიანად დაიწყო
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა