ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ფეისბუქის გვერდზე წერს
თუ გეგა გობეჯიშვილს არ გამოუშვებენ, არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, რეზი არველაძე ფეისბუქის გვერდზე წერს.

სფფ-ის საპრეზიდენტო რჩევნები: მძიმე ტვირთი - შვილებმა რომ არ მოგვკითხონ...

"გეგა გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, დიღომში, ქალაქის სამმართველოში (ესე გვეუბნებიან). ველოდებით გონივრულ გადაწყვეტილებას - მის გამოშვებას. თუ ეს არ მოხდა და მალე არ მოხდა, ჩემს მეგობრებთან ერთად ვიდგები ბოლომდე.

არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას მის გამოშვებამდე და მხოლოდ მისი გამოშვების შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ.

ისევ და ისევ, მოვუწოდებ ყველა დელეგატს, გამოხატონ პოზიცია და დაგვიდგნენ გვერდით!!", - წერს არველაძე, რომელიც ამ დროისთვის სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში იმყოფება, თუმცა მას ჟურნალისტებთან ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ფეისბუქის გვერდზე მან ეს განცხადება წუხელ გამოაქვეყნა.

"ინტერპრესნიუსი" ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილება მიღებული რეზი არველაძის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ამ დრომდე დაკავებულია ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, დღევანდელ ყრილობას ვერ დაესწრება.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით

Bacho
ამ დონემდე არუნდა მიგეყვანა მდგომარეობა რომ არავის უნდიხარ.კობიაშვილი ჩვენი ფავორიტია,წარმატბები კობის!!!
zurab
არ გამოუშვათ, არა! გამოსავალი ნაპოვნია.
Zaza
მოშორდი მანდაურობას.არავის უნდიხარ ხომ ხედავ?
Unknown
ხო ხედავ არავის უნდიხარ წადი რააა
Unknown
მოხსენი კანდიდატურა ხალხი დაგიფასებს
Guja
აუ, გვათირე ეხლა მაგაზე
gio
ვუყურებ კომენტარებს და მაგრა მწყდება გული - თითქმის ყველა ისევ და ისევ რეზის აკრიტიკებს, და ამ დროს არავის ადარდებს, თუ რატომ დააკავეს და სად არის გეგა გობეჯიშვილი. აბა ერთი ნაციონალების დროს მომხდარიყო ასეთი რამ - ხომ ატეხავდით ერთ ამბავს! ანუ ასეთი დასკვნნა გამომაქვს - პრინციპში შეიძლება კაცის დაკავება დიდი ახსნა-განმარტებების გარეშე არჩევნების წინა ღამეს. მთავარია ის, თუ ვინ აკეთებს ამას. ნაციონალებისთვის არ შეიძლება, ქოცებისთვის კი - ყველაფერი შეიძლება, მათ შორის უკანონობა!
koka
მიდი და მოხსენი, რას გვაშინებ.
ზურა
ამ არველაძეებს ქართული ფეხბურთი ყომარში ხომ არ მოუგიათ, წადით გაყევით სიჭინავას.
david
მგონი ხალხი უნდა შევიკრიბოთ , რომ ისევ არველაძე არ აირჩიონ..
giorgi basiladze
რა გული გამიხეთქე, თუ მოხსნი ძალიან კარგი, შენი ადგილი იქ არ არის.კობი ღირსეული ადამიანია.
hiugo555
არ გამოუშვათ არჩევნებამდე!
hahaha
მიდი რეზი!!! მოხსენი კანდიდატურა.

აუჰჰ, მაგას თუ იზამ, იმ დაკავებულს ძეგლს დავუდგამთ
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
მამუკა კვარაცხელია: კვარა ჩემთვის საუკეთესოა!
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა
მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...
მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ
სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: დელეგატებმა რეგისტრაცია დაასრულეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს!
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება
კახა კალაძე: ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მე ოპონენტი არ მყავს
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა