აგუეროს პენტა თრიკი, ადვოკაატის გადადგომა
* სერხიო აგუერომ 20 წუთში პენტა თრიკი შეასრულა.

* "ლივერპულმა" დერბის შემდეგ ბრენდან როჯერსი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

* "სანდერლენდის" ჰოლანდიელი თავკაცი დიკ ადვოკაატი გადადგა.

* "ჩელსის" 1978 წლის მერე ასეთი ცუდი სტარტი არ ჰქონია.

კლოპი მოდის?

მერსისაიდულ დერბიში გოლთან უფრო ახლოს "ევერტონი" ჩანდა და სიმონ მინოლემ ორი ურთულესი ბურთიც მოიგერია, მაგრამ დაწინაურება "ლივერპულმა" შეძლო - თავი დენი ინგსმა გამოიჩინა, რომელიც ნელ-ნელა იმკვიდრებს ადგილს შემადგენლობაში. მნიშვნელოვანი გახლდათ ის, რომ "კანფეტებმა" შესვენებამდე მაინც მოასწრეს გათანაბრება. ისევ იხეირა რომელუ ლუკაკუმ.

თამაშის მერე ბრენდან როჯერსი უიღბლობაზე საუბრობდა, მაგრამ არ იცოდა, რომ სულ ცოტა ხანში მას ფორტუნა კიდევ ერთხელ აქცევდა ზურგს. რამდენიმე საათში ჩრდილოირლანდიელის მოხსნა ოფიციალურად დადასტურდა. ვერმოგებული დერბი როჯერსს პოსტის დაკარგვად დაუჯდა. "ენფილდზე" იურგენ კლოპს ელიან, მაგრამ ბრიტანულმა პრესამ სხვა კანდიდატების ხსენებაც დაიწყო.

იხილეთ ვიდეო

ვან გაალი ნოკაუტში

ამ ამბავმა თითქოს, ყველაფერი გადაფარა, მაგრამ მაინც ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ "არსენალი"-"მანჩესტერი" იყო და იქ ლუი ვან გაალმა პოსტი თუ ჯერ არა, პირველი ადგილი და თავი ნამდვილად დაკარგა. "მეთოფეებმა" მეტოქე დებიუტშივე დაცხრილეს.

დაფრინავდნენ ალექსის სანჩესი და მესუთ იოზილი, რომლებმაც ერთმანეთს გაატანინეს და მე-7 წუთზე უკვე 2:0 იყო. მალევე ჩილელმა დუბლი გაიფორმა და არსენ ვენგერმა 20 წუთში მოუმთავრა ყველაფერი "წითელ ეშმაკებს". აი, ასე გამოცოცხლდა ჩემპიონთა ლიგაზე ზაგრების "დინამოსგან" და პირეოსის "ოლიმპიაკოსისგან" შერცხვენილი "არსენალი".

"მეტოქეს ერთი შანსიც კი არ მივეცით და ეს ყველაზე სასიამოვნოა. "მანჩესტერი" ასეთი მძლავრი სტარტით დავაბნიეთ, ეს სიურპრიზი გამოდგა. პეტრ ჩეხიდან დაწყებული, თეო უოლკოტით დამთავრებული, ყველამ საუცხოოდ ითამაშა. რამდენი თაობა შეიცვალა და რამდენი მატჩი ჩამიტარებია, მაგრამ ასეთი ძლიერი 60 წუთი არ მახსენდება. თუმცა ყველანი ადამიანები ვართ და სულ ერთ დონეზე ვერ ითამაშებ. მთლიანობაში, შესანიშნავი შეხვედრა იყო.

აქ 19 წელია ვარ და ვიცი, როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს გუნდს დიდი იმედგაცრუების შემდეგ და როგორ უნდა შეხვდეს მომავალ პრინციპულ დაპირისპირებას. ახლა ლიდერ "სიტის" მხოლოდ 2 ქულით ჩამოვრჩებით და ამან ბიჭებს თავდაჯერება უნდა შემატოს" - თქვა ვენგერმა.

"ძალიან ცუდად დავიწყეთ. აგრესია და მოგების წყურვილი გვაკლდა. ასეთი რამ აქამდე არ ყოფილა, არ ველოდი. ბოლო 4 მატჩი მოვიგეთ და ფეხბურთელებს ერთდღიანი დასვენება გამოვუწერე, მაგრამ დაბრუნებულები ვარჯიშზე მშვენივრად გამოიყურებოდნენ, არ მეგონა, თუ შემართების პრობლემა შეგვექმნებოდა. როდესაც "არსენალის" დარ მეტოქეს ამხელა სივრცეს მისცემ, უნდა ხვდებოდე, რომ სავარაუდოდ, წააგებ" - ამბობდა თავისი ფეხბურთელებით ძალიან უკმაყოფილო ვან გაალი.

იხილეთ ვიდეო

ლაღი და უხვგოლიანი

კვირა დღის ყველაზე ლაღი და უხვგოლიანი მატჩი კი "ლიბერთი სთედიუმზე" იყო. იმდენად ლაღი, რომ ჰარი კეინმა გოლის საკუთარ კარში გატანა მოახერხა. "სუონსი" ორჯერ უგებდა "ტოტენჰემს", მაგრამ აქამდე ამ სეზონში უნიათოდ მოთამაშე კრისტიან ერიკსენმა ორი ბრწყინვალე ჯარიმა გაიტანა და "დეზებს" ქულა არგუნა.

ტური და შაბათი "კრისტალ პალასი"-"ვესტ ბრომვიჩით" დაიწყო და "არწივებმა" შინ თამაშის ბოლოდროინდელი ცუდი სტატისტიკა გამოისწორეს. ტონი პულისს კი აქამდე ამ სეზონში გასვლაზე არ წაეგო და გოლიც არ გაეშვა, "ალბიონი" ასეთი ერთადერთი იყო შემორჩენილი, მაგრამ უელსელი სპეციალისტი ყოფილ გუნდთან დამარცხდა. გაიბრწყინა იოან კაბაიმ, რომელმაც ჯერ თავზე დაასვა ბურთი იანიკ ბოლაზის, მერე კი უილფრიდ ზაჰას მოპოვებული პენალტი გარდასახა. ამ მოგებით ალან პარდიუს გუნდმა ოთხეულში ამოჰყო თავი.

რბევა არგენტინულად

თანაქალაქელის წაგების გათვალისწინებით, "სიტიმ", რომელმაც იმარჯვა, პირველი ადგილი დაიბრუნა, ხოლო "ნიუკასლი" ბოლოზე გადაუშვა. სტივ მაკლარენი ისევ მოუგებლად არის. არადა, "ჯორდებისთვის" შეხვედრა კარგად დაიწყო, ალექსანდრ მიტროვიჩმა ჯორჯინიო ვეინალდუმის მშვენიერი პასით თავისი პირველი გოლიც გაიტანა და "კაჭკაჭები" იგებდნენ, მაგრამ გარდამტეხი იყო, რომ შესვენებამდე ვერ გაძლეს.

სერხიო აგუერომ მატჩი პირად შოუდ აქცია და 5 გოლით გამოირჩა, რითაც პრემიერლიგის რეკორდი გაიმეორა. ერთიც კევინ დე ბრუინმა შეაგდო ულამაზესი დარტყმით. კუნი კიდევ გაიტანდა, მანუელ პელეგრინის რომ არ შეეცვალა. ის უკმაყოფილო ჩანდა, მაგრამ ისტერიკები არ მოუწყვია. ჩილელი სპეციალისტისაც გასაგებია, წინ მნიშვნელოვანი თამაშებია და ის ისედაც ტრავმებისკენ მიდრეკილ არგენტინელს მოუფრთხილდა.

იხილეთ ვიდეო

ყველას გვაინტერესებდა, როგორ გააგრძელებდა თამაშს პირველი წაგების მერე "ლესტერი". "მელიებიც" ადგნენ და გასვლაზე მოუგეს "ნორვიჩს", თანაც კლაუდიო რანიერიმ რიად მაჰრეზი დაასვენა. ისევ გაიტანა ჯეიმი ვარდიმ - ზედიზედ მეხუთე ტურში. თავი გამოიჩინა ჯეფრი შლუომაც. "იადონებს" კი დიუმერსი მბოკანის სადებიუტო გოლმა ვერ უშველა.

მეზობელი "ნიუკასლივით" მოუგებელი დარჩა "სანდერლენდი", არადა, 2:0-ს იგებდა. თუმცა ისიც საქმეა, რომ "შავმა კატებმა" ქულა მაინც აიღეს, რადგან ზედმეტად აქტიური ჟერმინ ლენსის გაძევების მერე საკმაო ხანი ათი კაცით ეჭიდავნენ "ვესტ ჰემს". "ჩაქუჩებმა" გამათანაბრებელ გოლზე მეტის გატანა ვერ შეძლეს, თორემ, რომ მოეგოთ ბურთების უკეთესი სხვაობის გამო, მეორე ადგილზე გადავიდოდნენ.

"ბორნმუთმა" და "უოტფორდმა" ქულა გაიყვეს, არადა, "ალუბლების" ძირითადში კალუმ უილსონის ნაცვლად მოხვედრილმა გლენ მარეიმ ედი ჰოუის გუნდი დააწინაურა და მერე პენალტით მოგებაც უნდა მოეტანა თავისიანებისთვის, მაგრამ ოურელიო გომესმა აუღო.

ამასობაში, მარკო არნაუტოივიჩის გოლმა "შტოკს" ზედიზედ მეორედ მოაგებინა "ასტონ ვილასთან" და ბირმინგემელებმა გასავარდნ ზონაში მყარად მოიკიდეს ფეხი. შემდეგ ტურში რაც არ უნდა მოხდეს, ბოლოს სამეული უცვლელი დარჩება - "ასტონ ვილა", "სანდერლენდი", "ნიუკასლი".

ჟოზეს მორიგი ფიასკო

კატასტროფული ეთქმის "ჩელსის" თამაშს "საუთჰემპტონთან". მართალია, ვილიანმა თავისი საოცარი სერია გააგრძელა და ჯარიმიდან ისევ გაიტანა, რითაც "ლურჯები" დააწინაურა, მაგრამ "საუთჰემპტონმა" მეტოქე აშკარად დაჩაგრა და დამსახურებულად მოიგო.

"წმინდანების" რიგებში სადიო მანემ და გრაციანო პელემ განსაკუთრებით კარგად ითამაშეს. ჟოზე მოურინიო აშკარად აჭრილია, რაც უცნაურია, ისევე, როგორც ის, რომ მატჩის შემდეგ იგი მსაჯების შეცდომებზე საუბრობდა, არადა, არბიტრმა "საუთჰემპტონის" საზიანოდ უფრო მეტი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო.

იხილეთ ვიდეო

VIII ტური

3 ოქტომბერი

კრ. პალასი-ვესტ ბრომვიჩი 2:0

გოლები: 1:0 ბოლაზი (68), 2:0 კაბაი (89-პენ.)

კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - კელი, დანი, ჰანგელანდი, სუარე - კაბაი, მაკარტური - პანჩონი, ზაჰა (89. ლედლი), ბოლაზი - გეილი (75. კემპბელი)

ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მაიჰილი - დოუსონი, მაკკოლი, ევანსი (24. ჩესტერი), ბრანტი - ფლეტჩერი, იაკობი, მორისონი (70. მაკმანამანი) - მაკლინი, ბერაჰინო (46. გარდნერი), რონდონი

გაფრთხილება: სუარე, კემპბელი, ზაჰა - მაკლინი, ჩესტერი, იაკობი

კუთხური: 8-3 ჯარიმა: 14-13 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 21(8)-7(2) ბურთის ფლობა: 61%-39%

მაყურებელი: 24 033

სანდერლენდი-ვესტ ჰემი 2:2

გოლები: 1:0 ფლეტჩერი (10), 2:0 ლენსი (22), 2:1 ჯენკინსონი (45+1), 2:2 პაიე (60)

სანდერლენდი (4-2-3-1): პანტილიმონი - იედლინი, კოატესი, ო’ში, ჯონსი - მ’ვილა (90+5. გომესი), კატერმოლი - ლენსი, ტოივონენი (84. ლარსონი), ბორინი - ფლეტჩერი (85. ფლეტჩერი)

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - ჯენკინსონი, ტომკინსი, რიდი (66. კოლინსი), კრისუელი - კუიატე, ნოუბლი (79. სარატე) - მოზესი (58. იელავიჩი), ლანსინი, პაიე - სახო

გაფრთხილება: ლენსი, კატერმოლი, ლენსი, კოატესი - ნოუბლი, რიდი, კრისუელი, ჯენკინსონი

გაძევება: ლენსი (57)

კუთხური: 1-8 ჯარიმა: 13-11 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 11(3)-20(6) ბურთის ფლობა: 44%-56%

მაყურებელი: 42 932

ნორვიჩი-ლესტერი 1:2

გოლები: 0:1 ვარდი (28-პენ.), 0:2 შლუპი (47), 1:2 მბოკანი (68)

ნორვიჩი (4-4-1-1): რადი - ვიტეკერი, მარტინი, ბასონგი, ბრედი - ჰოუსონი, ტეტი, დორანსი (50. რედმონდი), ჯერვისი (59. მბოკანი) - ჰულაჰანი - ჯერომი (77. ლაფერტი)

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი (65. ბენალუანი), ჰუტი, მორგანი, ფუხსი - დრინკვოტერი, ოლბრაიტონი, კანტე, შლუპი (77. კინგი) - ოკაზაკი (70. ულოა), ვარდი

გაფრთხილება: - ჰუტი

კუთხური: 16-8 ჯარიმა: 3-4 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 17(2)-16(5) ბურთის ფლობა: 64%-36%

მაყურებელი: 27 067

სიტი-ნიუკასლი 6:1

გოლები: 0:1 მიტროვიჩი (18), 1:1 აგუერო (42), 2:1 აგუერო (49), 3:1 აგუერო (50), 4:1 დე ბრუინი (53), 5:1 აგუერო (60), 6:1 აგუერო (62)

სიტი (4-4-2): ჰარტი - საბალეტა, ოტამენდი, მანგალა, კოლაროვი - ფერნანდინიო, ფერნანდო - დე ბრუინი, სილვა (75. იჰეანაჩო), სტერლინგი (46. ნავასი) - აგუერო (66. ბონი)

ნიუკასლი (4-4-2): კრული - იანმაატი, მბემბა, კოლოჩინი, მბაბუ (53. ლასკელესი) - სისოკო (66. ტიოტე), ანიტა, გუფრანი (66. ტოვენი), ვეინალდუმი - პერესი, მიტროვიჩი

გაფრთხილება: ფერნანდინიო, საბალეტა, მანგალა - ანიტა

კუთხური: 5-1 ჯარიმა: 11-6 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 23(11)-6(4) ბურთის ფლობა: 65%-35%

მაყურებელი: 53 850

ბორნმუთი-უოტფორდი 1:1

გოლები: 1:0 მარეი (28), 1:1 იგალო (45)

ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი - ფრენსისი, კუკი, დისტენი, დენიელსი - რიტჩი, გოსლინგი, სურმანი, პიუ (57. პიუ) - კინგი (70. ო’კეინი) - მარეი

უოტფორდი (4-4-2): გომესი - ნიომი (71. იბარბო), პრიოდლი, კატკარტი, აკე - ანია (79. პარედესი), კაპუ, უოტსონი, აბდი (90+4. გედიურა) - დინი, იგალო

გაფრთხილება: მარეი - გომესი

შენიშვნა: მარეიმ ვერ გაიტანა პენალტი (85)

კუთხური: 5-3 ჯარიმა: 8-13 თამაშგარე: 4-1 კარში დარტყმა: 12(6)-11(2) ბურთის ფლობა: 54%-46%

მაყურებელი: 11 187

ასტონ ვილა-სტოკი 0:1

გოლი: 0:1 არნაუტოვიჩი (55)

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ჰატონი, რიჩარდსი, ლესკოტი (46. გრილიში), ამავი - ვერეტო, ვესტვუდი (75. ხილი), გეიე - კრესპო, სინკლერი (59. ჯ. აიუ), ჟესტედი

სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ჯონსონი, კამერონი, ვოლშაიდი, პიტერსი - ადამი, უელანი - უოლტერსი, ბოიანი (58. აფელაი), არნაუტოვიჩი (69. ვან გინკელი) - დიუფი (86. ხოსელუ)

გაფრთხილება: ვესტვუდი -

კუთხური: 9-5 ჯარიმა: 12-12 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 13(2)-12(5) ბურთის ფლობა: 56%-44%

მაყურებელი: 33 189

ჩელსი-საუთჰემპტონი 1:3

გოლები: 1:0 ვილიანი (10), 1:1 დევისი (44), 1:2 მანე (60), 1:3 პელე (72)

ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - რამირესი, ფაბრეგასი - ვილიანი, ოსკარი, აზარი - ფალკაო

საუთჰემპტონი (4-2-3-1): მინოლე - კლაინი, შკრტელი, ლოვრენი, გომესი - ჯანი, ლუკასი (88. მორენო), მილნერი - ინგსი (74. ორიჯი), ფირმინო (65. აიბი), ბენტეკე

გაფრთხილება: რამირესი, ფალკაო - რომეუ, ბერტრანი, მანე, უორდ-პრაუსი, პელე

კუთხური: 4-6 ჯარიმა: 14-14 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 10(3)-13(5) ბურთის ფლობა: 57%-43%

მაყურებელი: 41 642

4 ოქტომბერი

ევერტონი-ლივერპული 1:1

გოლები: 0:1 ინგსი (41), 1:1 ლუკაკუ (45+1)

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - ბრაუნინგი, ჯაგიელკა, ფუნეს მორი, გოლოუეი - მაკარტი, ბერი - დეულოფეუ (60. ლენონი), ბარკლი, ნეისმიტი (79. კონე) - ლუკაკუ

ლივერპული (3-4-1-2): მინოლე - ჯანი, შკრტელი, სახო - კლაინი, მილნერი, ლუკასი (79. ალენი), მორენო - კოუტინიო - სტარიჯი, ინგსი (76. ლალანა)

გაფრთხილება: ბარკლი, მაკარტი, ლუკაკუ - ჯანი, ლუკასი, სახო

კუთხური: 5-11 ჯარიმა: 10-19 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 14(4)-13(4) ბურთის ფლობა: 50%-50%

მაყურებელი: 39 598

სუონსი-ტოტენჰემი 2:2

გოლები: 1:0 ა. აიუ (16), 1:1 ერიკსენი (27), 2:1 კეინი (31-ს.კ-ში), 2:2 ერიკსენი (65)

სუონსი (4-4-2): ფაბიანსკი - რანხელი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - კი, შელვი (86. კორკი) - ა. აიუ, სიგურდსონი (75. ბეროუ), მონტერო - გომისი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დეივისი - დაიერი, ალი - ლამელა (67. თაუნსენდი), ერიკსენი, შადლი (64. ნჟიე) - კეინი (81. დემბელე)

გაფრთხილება: ფერნანდესი - დეივისი, დაიერი, ვერტონგენი, უოკერი

კუთხური: 5-6 ჯარიმა: 8-19 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 11(2)-19(11) ბურთის ფლობა: 45%-55%

მაყურებელი: 20 845

არსენალი-მანჩესტერი 3:0

გოლები: 1:0 სანჩესი (6), 2:0 იოზილი (7), 3:0 სანჩესი (19)

არსენალი (4-4-2): ჩეხი - ბელერინი, მერტეზაკერი, გაბრიელი, ნაჩო მონრეალი - კოკლენი, კასორლა - რემზი, იოზილი (75. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), სანჩესი (81. გიბსი) - უოლკოტი (75. ჟირუ)

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - დარმიანი (46. ვალენსია), სმოლინგი, ბლინდი, იანგი - კერიკი, შვაინშტაიგერი - მატა (82. უილსონი), რუნი, დეპაი (46. ფელაინი) - მარსიალი

გაფრთხილება: კოკლენი - იანგი, დარმიანი, რუნი

კუთხური: 3-6 ჯარიმა: 8-17 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 12(5)-9(5) ბურთის ფლობა: 38%-62%

მაყურებელი: 60 084

ბომბარდირები: 7 - ჯეიმი ვარდი (ლესტრი); 6 - სერხიო აგუერო (სიტი); 5 - რიად მაჰრეზი (ლესტერი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი), გრაციანო პელე (საუთჰემპტონი), ალექსის სანჩესი (არსენალი), ოდიონ იგალო (უოტფორდი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი).

მომდევნო ტური

17 ოქტომბერი:

ტოტენჰემი-ლივერპული, ჩელსი-ასტონ ვილა, სიტი-ბორნმუთი, საუთჰემპტონი-ლესტერი, ევერტონი-მანჩესტერი, ვესტ ბრომვიჩი-სანდერლენდი, კრ. პალასი-ვესტ ჰემი, უოტფორდი-არსენალი.

18 ოქტომბერი:

ნიუკასლი-ნორვიჩი.

19 ოქტომბერი:

სუონსი-სტოკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
შეთანხმება შედგა - მამარდაშვილის "ლივერპულის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
"ქუჩაში თუ დამინახავთ, მოდით და ჩამეხუტეთ" - გვარდიოლამ "მანჩესტერ სიტის" ფანებს მიმართა
"არ მესმის იმ ხალხის, ვინც ფერგიუსონს გვარდიოლაზე წინ აყენებს" - ჯეიმი კარაგერი
სერ ალექს ფერგიუსონმა ალ-ხელაიფის წერილი მისწერა და "არსენალი" გააკრიტიკა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
ლეაოს ინგლისში უხმობენ - პორტუგალიელის გაშვების წინააღმდეგი არც "მილანია"
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
ინგლისში ყველაფერს აკვირდებიან - მამარდაშვილს "ლივერპულის" მწვრთნელად ირაოლას დანიშვნის ამბავი მოეწონა
გლასნერი ან სლოტი - "მილანს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი კანდიდატურა ჰყავს
[VIDEO] სუპერტალანტი, რომელსაც "კვარას" ადარებდნენ და კარიერა 1 ღამეში გაინადგურა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"ეს არის მიზეზი, რის გამოც ფეხბურთელებს არასდროს ვუმეგობრდები" - პეპ გვარდიოლა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
"როდის დავუბრუნდები სამწვრთნელო საქმიანობას?" - გვარდიოლამ შეკითხვას უპასუხა
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
ვან დე სარმა თავისი აზრით ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა
ორი ესპანური ვარიანტი - ბერნარდოს ლა ლიგაში ეპატიჟებიან
ბარკოლა არსად მიდის, ბატრაკოვი გამოირიცხა - პსჟ-ის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი გეგმები აქვს
ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს