"ინტერმა" ვერც გენუაში მოიგო
სერია A-ს მიმდინარე გათამაშება მეტად არაპროგნოზირებადია და განვლილმა ტურმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ხუთი მოგებული შეხვედრის შემდეგ "ინტერმა" ზედიზედ მეორე მატჩში დაკარგა ქულები...

"ინტერის" ჩავარდნა

გენუაში გამართული მატჩი სტუმართა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა. "ინტერი" ბურთს გაცილებით დიდხანს ფლობდა და მომენტიც მეტი შექმნა, მაგრამ გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და შესაბამისად, ქულები გაიყვეს.

მატჩის 51-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც გენუელებმა იერიში მარჯვენა ფრთიდან განახორციელეს, სახიფათო ჩაწოდებას კი ლუის მურიელი დაუხვდა, შორეული ძელი ჩაკეტა და შეაგდო კიდეც ბურთი კარის ბადეში.

თამაშის დასრულებამდე 15 წუთი რჩებოდა, როდესაც "ინტერის" ერთ-ერთ იერიშს მასპინძელთა საჯარიმოში ქაოსი მოჰყვა, მღვრიე წყალში კი თევზი ივან პერიშიჩმა დაიჭირა და გაათანაბრა ანგარიში. დარჩენილ დროში მილანელები უტევდნენ. რობერტო მანჩინის მხოლოდ მოგება სურდა, მაგრამ ფრეს დასჯერდა.

"ინტერი" რჩება ლიდერთა შორის და არც გენუაში ფრეა სამარცხვინო შედეგი, მაგრამ ერთი ცხადია - სტარტზე მოგებული 5 მატჩის შემდეგ სკუდეტოზე აგორებული აჟიოტაჟი და "ნერაძურის" მთავარ ფავორიტად შერაცხვა ნაადრევი იყო. წინ კიდევ უამრავი ტურია, სერია A-ს მიმდინარე გათამაშება კი იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ "ინტერს" შეუძლია როგორც სკუდეტოს მოპოვება, ისე ევროსაგზურის გარეშე დარჩენა.

იხილეთ ვიდეო

"რომას" დამაჯერებელი მოგება

"რომა" "პალერმოს" ესტუმრა და მეტოქე განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხა - 4:2. დუბლი ჟერვინიოს ანგარიშზეა, თითო გოლი მირალემ პიანიჩმა და ალესანდრო ფლორენციმ გაიტანეს. სიცილიელთა შორის ალბერტო ჯილარდინო გამოირჩა. უნდა შევაქოთ "რომა", რადგან "პალერმო" კერკეტი გუნდია და საკუთარ კედლებში, ტრადიციულად, კარგად ასპარეზობს. ბევრი ელოდა, რომ რუდი გარსიას გუნდი კუნძულზე ქულებს დატოვებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

მიმდინარე სეზონში "რომამ" რამდენიმე ბრწყინვალე მატჩი გამართა - მაგალითად, "იუვენტუსი" დაამარცხა, "ბარსელონასთან" არ წააგო, "ფროზინონეს" 5:1 მოუგო და აგერ, "პალერმოს" გადაურბინა, მაგრამ ამასთან, გარსიას შეგირდებს ჩავარდნებიც აქვთ, ეს არასტაბილურობა კი გუნდისთვის დამღუპველია. მოკლედ, სიცილიაში "ჯალოროსიმ" კარგად ითამაშა, მოიგო და ლიდერებს კუდზე დააჯდა, მაგრამ გააგრძელებს თუ არა ასევე, რთული სათქმელია...

იხილეთ ვიდეო

საშინაო გამარჯვებები

"იუვენტუსმა" "ბოლონიას" უმასპინძლა და, როგორც იქნა, სერია A-შიც გაახარა გულშემატკივარი. ტურინელებმა ცუდად დაიწყეს და მალევე გაუშვეს, მაგრამ შემდეგ სამი უპასუხო გოლი მიართვეს მეტოქეს და მთლიანობაში, დამაჯერებლად მოიგეს. პირველი გოლი ალვარო მორატას ანგარიშზეა, მეორე თერთმეტმეტრიანით პაულო დიბალამ შეაგდო, ხოლო მესამე სამი ხედირამ გაიტანა. დიახ, გერმანელმა ნახევარმცველმა ტრავმა მოიშუშა, დაუბრუნდა მოედანს და თავიც გამოიჩინა.

"იუვემ" მოიგო და ოდნავ გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა.

იხილეთ ვიდეო

"ლაციომ" "ფროზინონეს" უმასპინძლა და ბოლო ათ წუთში გატეხა მეტოქე. იქამდე რომაელები ბევრს უტევდნენ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ყოველთვის რაღაც აკლდებოდათ. მატჩის გმირი ბალდე კეიტაა, რომელიც მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში და გადამწყვეტი გოლი გაიტანა. კეიტას შემდეგ ფილიპ ჯორჯევიჩი გამოირჩა და საბოლოოდ, 2:0 "ლაციოს" სასარგებლოდ. სტეფანო პიოლის გუნდი მესამე ადგილზეა სატურნირო ცხრილში - როგორც ჩანს, "ბიანკოჩელესტე" ამ სეზონშიც ჩემპიონთა ლიგის ზონას უმიზნებს...

"ნაპოლიმ" "სან სიროზე" იძალა

ტურის ცენტრალური მატჩი "სან სიროზე" გაიმართა, სადაც "ნაპოლი" "მილანს" ესტუმრა და გაანადგურა მეტოქე - 4:0. სტუმრებმა სრული უპირატესობით წარმართეს შეხვედრა და ეს ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს.

სტუმართა რიგებში ლორენცო ინსინიემ გაიბრწყინა, რომელმაც დუბლი შეასრულა და ორი ულამაზესი გოლი გაიტანა. "ნაპოლიმ" უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა, "მილანმა" კი მეოთხე მატჩი წააგო და თუ ასე გაგრძელდა, სინიშა მიხაილოვიჩს მალე მოუწევს პოსტის დატოვება...

იხილეთ ვიდეო

VII ტური

3 ოქტომბერი

კარპი-ტორინო 2:1

გოლები: 1:0 პადელი (55-საკ. კარში), 2:0 მატოსი (72), 2:1 მაქსი ლოპესი (75-პენ.).

კარპი (3-5-1-1): ბელეჩი - ძაკარდო, ბუბნიჩი, გალიოლო - ლეტიცია, მარტინიო (69. ბიანკო), ფედელე, კოფიე, სილვა - მატოსი (75. ლაძანია) - ბორიელო (86. ლაზაარი)

ტორინო (3-5-2): პადელი - ბოვო, გლიკი, მორეტი - ძაპაკოსტა (73. მარტინესი), გაცი (60. ასკუა), ვივესი, ბენასი, სილვა - კვალიარელა (66. ბელოტი), მაქსი ლოპესი

გაფრთხილება: მარტინიო, ლაზაარი - სილვა

კუთხური: 2-5; ჯარიმა: 9-19; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 4-12 (3-3); ბურთის ფლობა: 43%-57%

მაყურებელი: 15 000

კიევო-ვერონა 1:1

გოლები: 0:1 პიზანო (70), 1:1 კასტრო (83)

კიევო (4-3-1-2): ბიძარი - ფრეი, ცეზარი, გამბერინი (70. კაჩატორე), გობი - კასტრო, ჰეტემაი (83. ინგლეზე), რიგონი - ბირსა (54. პეპე) - პალოსკი, მეჯორინი

ვერონა (4-3-3): რაფაელი - პიზანო, მორასი, ელანდერი, სუპრაიენი - გრეკო, ვივიანი, ალფრედსონი - ტალები (85. მათუზალემი), სალა (80. ბიანკეტი), იანკოვიჩი (80. სილიგარდი)

გაფრთხილება: ცეზარი, გობი, მეჯორინი (კიევო)

კუთხური: 5-5; ჯარიმა: 22-12; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 14-8 (6-3); ბურთის ფლობა: 54%-46%

მაყურებელი: 25 000

4 ოქტომბერი

ემპოლი-სასუოლო 1:0

გოლი: 1:0 მაკარონე (88)

ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი (79. ძამბელი), კოსტა, ტონელი, მარიო რუი - ზელინსკი, ელ ჰაჯი (61. ლივაია), ბუჩერი (42. მაზიელო) - კრაინჩი - მაკარონე, პუჩარელი

სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, ტერანოვა, კანავარო, პელუზო - მანიანელი, მისიროლი, დანკანი (71. დანკანი) - პოლიტანო (61. სანსონე), ფლორო ფლორესი (79. ფალჩინელი), დეფრელი

გაფრთხილება: ტონელი, კრაინჩი - ტერანოვა, პელუზო, ვრსალკო

გაძევება: ზელინსკი (90. ემპოლი)

კუთხური: 6-2; ჯარიმა: 18-25; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 9-5 (3-2); ბურთის ფლობა: 53%-47%

მაყურებელი: 15 000

პალერმო-რომა 2:4

გოლები: 0:1 პიანიჩი (2), 0:2 ფლორენცი (13), 0:3 ჟერვინიო (27), 1:3 ჯილარდინო (58), 2:3 გონსალესი (90), 2:4 ჟერვინიო (90)

პალერმო (4-3-1-2): სორენტინო - სტრუნა (86. სტრუნა), გონსალესი,

ელ კაუტარი, ლაძარი - რიგონი, ჩოჩევი, მატო (46. ჯილარდინო) - ჰილემარკი - ვასკესი, ტრაიკოვსკი (59. კუაიზონი)

რომა (4-3-3): შჩესნი - ტოროსიდისი, მანოლასი, დე როსი, დინე - ფლორენცი (83. გიობერი), პიანიჩი, ნაინგოლანი - ჟერვინიო, სალაჰი (75. უჩანი), იაგო (66. ემერსონი)

გაფრთხილება: ჰილემარკი, ჯილარდინო, ჩოჩევი, სტრუნა - ნაინგოლანი, ემერსონი, მანოლასი

კუთხური: 6-3; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 10-6 (3-5); ბურთის ფლობა: 46%-54%

მაყურებელი: 25 000

სამპდორია-ინტერი 1:1

გოლები: 1:0 მურიელი (51), 1:1 პ;ერიშიჩი (76)

სამპდორია (4-5-1): ვივიანო - პერეირა, ძუკანოვიჩი, მოისანდერი, მესბა - ედერი, სორიანო, ფერნანდო (87. ივანი), ბარეტო, კორეა (56. პალომბო) - მურიელი (77. კასანო)

ინტერი (4-3-2-1): ჰანდანოვიჩი - სანტონი (89. ლიაიჩი), მურილიო, მედელი, ტელესი - მელო, გუარინი, კონდოგბია (63. ბიაბიანი) - პალასიო (71. მანა), პერიშიჩი - იკარდი

გაფრთხილება: ბარეტო, ფერნანდო - პერიშიჩი, მელო, მედელი, გუარინი

კუთხური: 9-8; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 10-15 (3-8); ბურთის ფლობა: 37%-63%

მაყურებელი: 35 000

უდინეზე-ჯენოა 1:1

გოლები: 1:0 დი ნატალე (47), 1:1 პეროტი (76-პენ.)

უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - ფელიპე (70. პირისი), ვაგუე, დანილო - მარკინიო, ბადუ, ედენილსონი (64. ვიდმერი), ლოდი (83. იტურა), ალი ადნანი - ტერო, დი ნატალე

ჯენოა (3-4-3): ლამანა - დე მაიო, ბურდისო, იცო - სისოხო, ჯემაილი (84. პანაიოტისი), რინკონი, ლაქსალტი - პეროტი, გაპკე (90. ლაზოვიჩი), კაპელი (46. პავოლეტი)

გაფრთხილება: ედენილსონი, დანილო - იცო

კუთხური: 2-10; ჯარიმა: 11-19; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 7-12 (3-7); ბურთის ფლობა: 40%-60%

მაყურებელი: 18 000

იუვენტუსი-ბოლონია 3:1

გოლები: 0:1 მონიერი (5), 1:1 მორატა (33), 2:1 დიბალა (52-პენ.), 3:1 ხედირა (63)

იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - კუადრადო, ხედირა (90. ასამოა), ერნანესი (67. ლემინა), პოგბა, ევრა - დიბალა, მორატა (76. ძაძა)

ბოლონია (4-2-3-1): მირანტე - ფერარი, გასტალდელო (48. როსეტინი), ოიკონომუ, მაზინა - დიავარა, რიცო - პულგარი (70. ბრიგი), ბრიენცა (76. ფალკო), მონიერი - დესტრო

გაფრთხილება: ლემინა - დესტრო, გასტალდელო, მონიერი, მაზინა, პულგარი

კუთხური: 4-2; ჯარიმა: 8-9; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 16-2 (8-1); ბურთის ფლობა: 63%-37%

მაყურებელი: 40 000

ლაციო-ფროზინონე 2:0

გოლი: 1:0 კეიტა (80), 2:0 ჯორჯევიჩი (90)

ლაციო (4-3-3): მარკეტი (38. ბერიშა) - ბასტა (62. კონკო), ჰოედტი, ჯენტილეტი, ლულიჩი - კატალდი, ბილია, პაროლო - ანდერსონი, კიშნა (61. კეიტა), ჯორჯევიჩი

ფროზინონე (4-4-2): ლეალი - როზი, ბერტონჩინი, ბლანკარდი, პავლოვიჩი (86. კასტილიო) - პაგანინი (74. ტონევი), ჩიბსა, ბუჩერი, სოდიმო (85. ვერდე) - დიონისი, ჩოფანი

გაფრთხილება: ბილია, ჯენტილეტი, ანდერსონი, კეიტა - დიონისი

კუთხური: 9-6; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 18-8 (10-6); ბურთის ფლობა: 66%-34%

მაყურებელი: 35 000

ფიორენტინა-ატალანტა 3:0

გოლები: 1:0 ილიჩიჩი (6-პენ.), 2:0 ბორხა ვალერო (36), 3:0 ვერდუ (90)

ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, გონსალო, ასტორი - ბლაშიკოვსკი, ბადელი, ბორხა ვალერო (82. ფერნანდესი), ალონსო - ბერნარდესკი (67. ვესინო), ილიჩიჩი (74. ვერდუ) - კალინიჩი

ატალანტა (4-3-3): სპორტიელო - მაზიელო, ტოლოი, პალეტა, დრამე - გრასი, დე რუნი (81. კარმონა), კურტიჩი (6. კერუბინი) - მორალესი, გომესი, დენისი (46. დალესანდრო)

გაფრთხილება: მაზიელო, ტოლოი

გაძევება: პალეტა (5. ატალანტა)

კუთხური: 8-4; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 25-3 (9-1); ბურთის ფლობა: 63%-37%

მაყურებელი: 30 000

მილანი-ნაპოლი 0:4

გოლები: 0:1 ალანი (13), 0:2 ინსინიე (48), 0:3 ინსინიე (67), 0:4 ელი (77-საკ. კარში)

მილანი (4-3-1-2): დიეგო ლოპესი - დე შილიო, საპატა, ელი, ანტონელი - კუცკა (64. პოლი), მონტოლივო, ბერტოლაჩი (57. ჩერჩი) - ბონავენტურა - ლუის ადრიანო, ბაკა

ნაპოლი (4-3-3): რეინა - უსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (74. დავიდ ლოპესი) - ინსინიე (73. მერტენსი), კალეხონი, იგუაინი (81. გაბიადინი)

გაფრთხილება: ანტონელი, ელი, ბონავენტურა - ალანი, ჟორჟინიო, კალეხონი

კუთხური: 5-1; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 7-8 (2-5); ბურთის ფლობა: 46%-54%

მაყურებელი: 70 000

ბომბარდირები: 6 - მარტინს ედერი (სამპდორია), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი); 5 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 4 - ფაბიო კვალიარელა (ტორინო), ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა); 3 - რიკარდო საპონარა (ემპოლი), ანტონიო ფლორო ფლორესი (სასუოლო), დანიელე ბაზელი (ტორინო), სტევან იოვეტიჩი (ინტერი), ალბერტო პალოსკი (კიევო), კარლოს ბაკა (მილანი), ოსკარ ჰილემარკი (პალერმო).

მომდევნო ტური

17 ოქტომბერი:

რომა-ემპოლი, ტორინო-მილანი.

18 ოქტომბერი:

ბოლონია-პალერმო, ატალანტა-კარპი, ფროზინონე-სამპდორია, ჯენოა-კიევო, ვერონა-უდინეზე, ნაპოლი-ფიორენტინა, სასუოლო-ლაციო, ინტერი-იუვენტუსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
საზონოვი შეიძლება რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნდეს
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
"რომა" 21 წლის არგენტინელ ფორვარდს იმატებს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"რომა" უკრაინის ნაკრების თავდამსხმელს გაანათხოვრებს
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
რა მოხდა რეალურად და ვის გულისხმობს საზონოვი პრობლემაში? - ქართველი "ტორინოს" ხმაურიანი პოსტით დაემშვიდობა
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
დოვბიკი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
"როდესაც "მილანში" მუშაობ, ტიტულისთვის უნდა იბრძოლო" - ამორიმმა "როსონერის" ფანები დააიმედა
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
Geo Team: საზონოვი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი "ატალანტაში" გაანათხოვრეს
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"ტორინოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს - რა შეიცვლება საზონოვისთვის?
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
ჩინებული ამბავი: საზონოვმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთ ჩემპიონატში ითამაშონ
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი