ირანსა და საქართველოში თავისუფალი და ნაციონალური ჭიდაობების ერთობლივი ტურნირები გაიმართება
ირანში კასპიის ზღვის მხარის მაზანდარანის ოლქის ქალაქ ბენშარში ამას წინათ გაიმართა 20 წლამდე თავისუფალ მოჭიდავეთა საერთაშორისო ტურნირი. საქართველოდან 3 მედალოსანზე (1-ოქრო, 2-ვერცხლი) უკვე წერდა "ლელო".

ახლა ერთი პრიზის (მედლის) შესახებ გვინდა გაუწყოთ, რომელიც ტურნირის ყველაზე ტექნიკურ მოჭიდავეს დრაშ დანგე სარაქის (55 კგ) გადასცა საქართველოს გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა ვლადიმერ იაშვილმა.

ეს იყო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტული კლუბის "დინამოს" აღმასრულებელი დირექტორის გურამ საღარაძის სპეციალური მედალი.

ჭიდაობის სამყაროში ცნობილია გურამ საღარაძისა და "მაზანდარანელი ვეფხვის" ემამალ ჰაბიბის მეტოქეობის და ამავდროულად მეგობრობის შესახებაც. ჰაბიბი სწორედ მაზანდარანის ოლქის მკვიდრია.

როდესაც ბენშარის სპორტის სასახლეში ადგილობრივმა დიქტორმა გამოაცხადა, რომ ქართველი საღარაძის სპეციალური მედალი გადაეცემა ირანელ ახალგაზრდა გამორჩეულ მოჭიდავეს, მაყურებლებმა ოვაცია გაუმართა ქართულ დელეგაციას და დრაშ დანგე სარაქის.

თანაც სიმბოლურია, რომ ბენშარის სპორტის სასახლე საქართველოს ანუ სპარსულად "გურჯისტანის" ქუჩაზე მდებარეობს...

ქართველ მოჭიდავეებთან მივიდა ქართული წარმოშობის ჰაშიდ ათთარი და საკუთარ ოჯახში დამზადებული ხალვა მიართვა ჩვენს ბიჭებს. ასეთი რამ ირანში თურმე დიდ პატივად ითვლება...

ტურნირის დასრულების შემდეგ ქ. ბენშარში შედგა წინასწარი მოლაპარაკება ირანის მაზანდარანის ოლქის და თბილისის ჭიდაობის ფედერაციების თანამშრომლობის თაობაზე. უკვე მომზადებულია პროექტი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფალთან ერთად ირანული ნაციონალური და ქართული ჭიდაობების ტურნირების მოწყობას მონაცვლეობით ორივე ქვეყანაში. ირანის მხრიდან პროექტში ჩართულია მაზანდარანის ოლქის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი დოქტორი რეზოო (გომარეზა ბიკასიიანი).

ითქვა, რომ ირანელები წლეულსვე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის გურამ საღარაძის სახელობის ამბროლაურის ტურნირზე იასპარეზებენ. ნავარაუდევია ირანელების ქართულ, ჩვენი მოჭიდავეების კი ირანულ ტრადიციულ ჭიდაობაში მონაწილეობაც.

გაბრიელ ბარჯაძე

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
"მას შესაძლებლობების დასამტკიცებლად 3 წელი აქვს" - "იუნაიტედის" აქციონერმა ამორიმს ნდობა გამოუცხადა
22 ნოემბერს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თბილისში იაპონიას დაუპირისპირდება!
ზივზივაძე: ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ
ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
დე ლა ფუენტემ ტრავმირებული ჰიუსენის ნაცვლად ლაპორტს უხმო
მორიგი სასიხარულო ამბავი ესპანეთის ნაკრებიდან - ჰუისენი საქართველოსთან ვერ ითამაშებს
"სულ ონლაინაა და ყველაფერს იჯერებს“ — როგორ გადააქცია ლებრონმა ერთი რეკლამა მთელი NBA-ის განსახილველ თემად
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა
"ეს ჩემი ოცნებაა... განსაკუთრებული სწორედ ამ ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში იქნება, რადგან..." - მექვაბიშვილი ესპანეთთან მატჩამდე Marca-ს ესაუბრა
მთავარი კანდიდატი ჯერარდია - ლეგენდარული ინგლისელი შესაძლოა, "რეინჯერსში" დაბრუნდეს
სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა
იტალიაში პროტესტია და ისრაელთან მატჩის გაუქმებას მოითხოვენ - გატუზო ტექნიკურ მარცხზე საუბრობს
ნაკრების მზადება ოქტომბრის მატჩებისთვის | ესპანური შეკრების პირველი ვარჯიში
ფანტასტიკური ფინალი საქართველოს სუპერთასის ფინალში - თსუ-მ "ქუთაისი" მესამე ოვერტაიმში დაამარცხა
ევროპული კალათბურთის მომავალი ნისლშია – NBA ახალ დივიზიონს ამზადებს
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა