ესპანური ფინალი ფავორიტთა შორის
გასულ კვირას, მამაკაცმა ჩოგბურთელებმა, როგორც იქნა, აზიაში გადაინაცვლეს, სადაც "250" კატეგორიის ტურნირი გაიმართა ჩინეთსა და მალაიზიაში. სწორედ ამ ორი შეჯიბრით დაიწყო ATP-ში აზიური სერია, რომლის კულმინაციაა "მასტერსი" ჩინეთის ქალაქ შანხაიში.

კუალა ლუმპურში ტურნირი 2009 წლიდან იმართება. განთესვის უმაღლესი ნომრები ესპანელმა ვეტერანებმა - დავიდ ფერერმა და ფელისიანო ლოპესმა მიიღეს. და სწორედ მათ გააღწიეს ფინალამდე. ფერერი გზად, ძირითადად, ვეტერანებს უსწორდებოდა (შტეპანეკი, ბეკერი), ლოპესი - ახალგაზრდებს (პოსპიშილი, კირგიოსი).

ტურნირზე მეოთხე ნომრად განთესილი იყო გრიგორ დიმიტროვი, რომელიც ძალიან სუსტ სეზონს ატარებს. 24 წლის ბულგარელმა ვერც მალაიზიაში შეძლო თავის გამოჩენა. სანკტ-პეტერბურგის ტურნირის ფინალისტის ჟოაო სოუზას დამარცხების შემდეგ, დიმიტროვმა ბენჯამინ ბეკერთან წააგო.

კიდევ ერთმა ახალგაზრდამ, არაორდინარულმა და სკანდალურმა ნიკ კირგიოსმა ბულგარელზე ოდნავ უკეთ ითამაშა: ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც ორი ტაი-ბრეიკი წააგო ფელისიანო ლოპესთან. სხვათა შორის, კირგიოსისთვის კუალა ლუმპურის ტურნირი პრაქტიკულად საშინაოა, რადგან დედა წარმოშობით მალაიზიელი ჰყავს.

თავად ფელისიანომ კი, რომელიც ამასწინდელი ქორწილის შემდეგ გაცილებით უკეთ ათამაშდა, ფინალში მაინც წააგო თავისზე უმცროს, მაგრამ უფრო მეტად ტიტულოვან თანამემამულესთან დავიდ ფერერთან. ლოპესი პირველ სეტში ბრეიკით იგებდა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და პარტია 5:7 წააგო. ფერერმა ინიციატივა მოიპოვა და თამაშზე კონტროლი ბოლომდე აღარ გაუშვია ხელიდან. მეორე სეტში ლოპესი რთულად ინარჩუნებდა საკუთარ მოწოდებას 5:5-მდე, მაგრამ შემდეგ ბრეიკ-პოინტი ვერ მოიგერია, მომდევნო გეიმში კი ფერერმა მატჩბოლები მიიღო, რომელთაგან მეორე გამოიყენა.

ფერერი 50-ედ მონაწილეობდა ATP-ის ტურნირის ფინალში და 25-ე ტიტული მოიპოვა. ამასთან, 20 ფინალში დავიდის მეტოქეები ესპანელი ჩოგბურთელები იყვნენ. გარდა ამისა, კუალა ლუმპურში ტიტული მეოთხე იყო ამ სეზონში ფერერისთვის - დოჰას, რიო-დე-ჟანეიროსა და აკაპულკოს შემდეგ. ამ გამარჯვების წყალობით, ფერერი ათასი ქულით დაშორდა რიშარ გასკეს "ჩემპიონთა რბოლაში" და პრაქტიკულად გაინაღდა წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში - მეშვიდედ კარიერაში და მეექვსედ ზედიზედ. ჩვეულებრივ რეიტინგში კი დავიდმა რაფაელ ნადალს გაუსწრო და მეშვიდე ადგილზე გადავიდა.

ფინალი

დავიდ ფერერი (ესპ, 1)-ფელისიანო ლოპესი (ესპ, 2) 7:5, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დავიდ ფერერი შესაძლოა, ნიკოლოზ ბასილაშვილს ვერ დაუპირისპირდეს
დავიდ ფერერმა კარიერა დაასრულა - უკანასკნელი მოწოდების წინ ვეტერანი ტაშით დააჯილდოეს [VIDEO]
დევისის თასი: დავიდ ფერერმა თითქმის 5-საათიანი შეხვედრა მოიგო და ესპანეთის ნაკრები 1/2-ფინალში გაიყვანა
დავიდ ფერერი და კეი ნიშიკორი წლის შემაჯამებელ ტურნირზე
ბასილაშვილი ფერერის წინააღმდეგ - ქართველი გერმანიის პირველობას იწყებს
ჩოგბურთის ისტორიის საუკეთესო 8-იანი, რომელსაც სლემი არ მოუგია - ერთ-ერთი სომეხია, სათავეში კი ყველაზე ასოციალური მოთამაშე