გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკმა" ესტონეთის ჩემპიონატში მე-20 თამაში უშუალო კონკურენტთან ჩაატარა და მე-19 გამარჯვება მოიპოვა

"ტარტუ როკმა" ესტონეთის ჩემპიონატში მე-20 თამაში ჩაატარა და მე-19 გამარჯვება მოიპოვა. ეს მოგება ერთი-ორად ღირებული იყო, რადგან "როკმა" უშუალო კონკურენტ "კალევს" სძლია, თანაც ტალინში - 81:71.

სტუმართა ქართველმა გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მისი წინამძღოლობით ტარტუელებმა პირველივე პერიოდში მიაღწიეს ათქულიან უპირატესობას - 25:15. თანაბრად ჩატარებული მეორე პერიოდის შემდეგ "როკმა" კვლავ იძალა და გადამწყვეტი მეოთხედის წინ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა - 62:48. მეოთხე პერიოდში "როკერებმა" მეტოქეს მხოლოდ 10 ქულით მიახლოვების უფლება მისცეს და რა ანგარიშითაც გაიმარჯვეს, ზემოთ მოგახსენეთ.

ცინცაძის სტატისტიკა ასეთი იყო: 26 წუთი, 9 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო, 2-დან 0 სამიანი), 3 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა, 5 შეცდომა. ორმაგი დუბლი შეასრულა და ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა გიორგის კამერუნელი თანაგუნდელი კალისტას ეზიუკვუ - 19 ქულა, 11 მოხსნა.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთის პირველობაზე ამ სეზონში "როკი" "კალევს" უკვე მესამედ დაუპირისპირდა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა (69:71). მას მერე "როკერებმა" ტალინელებს ჯერ 72:71 მოუგეს, ახლა კი 81:71. როგორც ხედავთ, "კალევმა" სამივე მატჩში 71 ქულა ჩააგდო, თუ ეს ტრადიცია განაგრძო, მომდევნო ურთიერთშეხვედრაში "როკს" გამარჯვებისთვის 72 ქულაც ეყოფა.

20 ტურის შემდეგ ესტონეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის სათავეშია "ტარტუ როკი", რომელიც ორი მოგებით უსწრებს მეორეადგილოსან "კალევს" (17 მოგება, 3 წაგება). როგორც წესი, ამ ორეულს ესტონეთის სხვა გუნდები კონკურენციას ვერ უწევენ და ფინალშიც, როგორც წესი, "როკი" და "კალევი" თამაშობენ. რეგულარულ ჩემპიონატში ტალინელებთან მოპოვებული უპირატესობა ცინცაძის თანაგუნდელებს ფინალურ სერიაში მოედნის უპირატესობას დაუბევებს - თუ გადამწყვეტი მატჩის ჩატარება გახდა საჭირო, "ტარტუს" მოედანზე გაიმართება.

"როკის" უახლოესი მატჩი 28 იანვარს რაკვერეში იგეგმება.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა