ესპანელის წარუმატებლობა მწვრთნელის ბრალია?
იმ შემთხვევაში, თუ ესპანელი რაფაელ ნადალი მომავალ წელს ვერ გააუმჯობესებს შედეგებს, მის სამწვრთნელო შტაბში, შესაძლოა, ცვლილებები ვიხილოთ. ამის შესახებ განაცხადა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის მწვრთნელმა და ბიძამ - ტონი ნადალმა. როგორც იცით, ბოლო დროს, წამყვანმა მოთამაშეებმა ვარჯიში დაიწყეს ყოფილ ჩოგბურთელებთან. მაგალითად, ნოვაკ ჯოკოვიჩი ბორის ბეკერთან თანამშრომლობს, ენდი მარეი - ამელი მორესმოსთან, როჯერ ფედერერი - სტეფან ედბერგთან...

"ვფიქრობ, ამის შესახებ რაფაელს უნდა ჰკითხოთ, - განაცხადა სააგენტო AFP-თან კომენტარში ტონი ნადალმა. - ჩვენ გვყავს გუნდი, მე კი რაფაელის უცვლელი მწვრთნელი ვარ სამი წლის ასაკიდან მოყოლებული. ყველაფერი კარგად გვქონდა. დიახ, წელს შედეგები მკვეთრად გაუარესდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე რაფაელი თავის ფორმას დაიბრუნებს. მაგრამ, თუ მომავალ წელს ისევ არ იქნება მაღალ დონეზე, ამ შემთხვევაში მართლაც შესაძლებელია ცვლილებები".

ამასობაში, ნადალმა პეკინში მიმდინარე "მასტერსზე" მეორე მატჩი მოიგო. ჩინელი ვუ დის დამარცხების (6:4, 6:4) შემდეგ, გუშინ, ესპანელმა ასევე ორ სეტში დაამარცხა კანადელი ვასეკ პოსპიშილი - 7:6(3), 6:4. რაფამ ყველა საკუთარი გეიმი შეინარჩუნა, თავად კი ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. შეხვედრა საათი და 47 წუთი გაგრძელდა. ეს ამ ჩოგბურთელთა პირველი შეხვედრა იყო პროფესიულ ტურში.

ასე რომ, ნადალმა პეკინში მეოთხედფინალამდე გააღწია და იქ ამერიკელ ჯეკ სოკს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის