თემურ ბარქაია: "ამით ქალაქს ძველი სირცხვილი მოვწმინდე"
ფოტოზე: გელა სანაია და თემურ ბარქაია

ფოთის "კოლხეთში" მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. ზაზა ინაშვილმა პოსტი თავისი ნებით დატოვა. ცხადია, მან ეს ნაბიჯი ცუდი სტარტის გამო გადადგა. 7 ტურის შემდეგ ფოთელებმა მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგეს, ერთიც ფრედ ითამაშეს და 4 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფებიან.

"ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ტურის წინ მივიღე, როცა ტყიბულში საქართველოს თასის მატჩი მოვიგეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით. მაშინ პოსტზე კლუბის ხელმძღვანელობის თხოვნით დავრჩი, მაგრამ ვითარება ამის შემდეგაც არ შეცვლილა, დიდი იმედების მიუხედავად. ჩვენი პრობლემები უცვლელია, სატურნირო ცხრილშიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ამიტომ ჩავთვალე, რომ უკეთესი იქნებოდა, ამ გუნდს სხვა ჩაუდგეს სათავეში", - ამბობს ინაშვილი.

"კოლხეთის" ხელმძღვანელობამ მისი შემცვლელი გუშინ, 8 ოქტომბერს დაასახელა. ეს ამბავი კლუბის დირექტორმა თემურ ბარქაიამ გაგვიმხილა:

"გუნდს გელა სანაია გაწვრთნის. ეს პირადად ჩემი ინიციატივაა. იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდა, ნიჭიერი სპეციალისტია, რაც სხვადასხვა გუნდში მუშაობით დაამტკიცა, არის PRO-ლიცენზიის მფლობელი და მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა მისცემოდა უმაღლესი ლიგის გუნდში მუშაობისა და საკუთარი შესაძლებლობის რეალიზაციის შანსი.

ყველამ იცის, რომ ჩვენ დიდად არ გვილხინს. მასზე არჩევანი ამის გამოც შევაჩერეთ, რადგან ის სწორედ ასეთ გუნდებში კარგი მუშაობითაა ცნობილი. მჯერა, სანაია "კოლხეთსაც" გამოიყვანს კრიზისიდან", - ამბობს ბარქაია.

"კოლხეთის" დირექტორი არ მალავს, რომ სანაიასთან ფოთი შერცხვენილი იყო:

"ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც სანაია მოვიწვიეთ, ესაა: სირცხვილი იყო, რომ ის 2011 წელს ქალაქის მერმა ჩამოიყვანა, კონტრაქტი გაუფორმეს და ჩვენდა სამარცხვინოდ, მხოლოდ ერთი დღე იყო გუნდის მთავარი მწვრთნელი. მაშინ მე კლუბში არ ვმუშაობდი და მიკვირდა, ასე ადამიანთან მოქცევა როგორ შეიძლებოდა?! ახლა კი, მიმაჩნია, რომ სამართლიანობა აღვადგინე და ქალაქს ნამუსი მოვწმინდე".

ბარქაიას თქმით, დიდი სურვილი აქვს, გუნდში ინაშვილიც დარჩეს:

"მისი დამსახურებაა, ფეხბურთში რომ მოვედი, ინტერესი მან გამიჩინა და ინიციატივაც მას ეკუთვნოდა. 2006 წლიდან "კოლხეთის" დაფინანსება დავიწყე. რეგიონული ლიგიდან ერთად მოვდივართ, გუნდი უმაღლეს ლიგაში ორჯერ დავაბრუნეთ.

ზაზა არა მხოლოდ მწვრთნელი, არამედ ჩემი მეგობარია და ასევე იქნება მომავალშიც. მან წასვლისას კომენტარი გააკეთა. მისი უფლებაა, რას იტყვის, მაგრამ გუნდს ახალი სისხლი სჭირდება, ეს თავად და შედეგიდან გამომდინარე, ტაიმ-აუტი აიღო.

კიდევ ერთხელ მადლობა მას გუნდის წინაშე გაწეული შრომისთვის. მას "კოლხეთში" რაიმე პოზიციაზე დარჩენას შევთავაზებ და იმედია, დათანხმდება".

"კოლხეთის" დირექტორი ამბობს, რომ კლუბში ფინანსური პრობლემები გვარდება:

"ფეხბურთელებს მხოლოდ სექტემბრის ხელფასები არ აუღიათ. ვერ ვიტყვი, რომ ფინანსურად ძალიან ცუდად ვართ, მაგრამ ისიც გაცნობიერებული გვაქვს, რომ ამ ბიუჯეტით დეკემბრის ბოლომდე უნდა მივიდეთ".

"ლელომ" კომენტარი ახალ მთავარ მწვრთნელსაც სთხოვა. სანაიამ გვითხრა:

"ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ვისთან ვიმუშავებდი და სწორედ ბარქაიას ფაქტორმა განაპირობა "კოლხეთში" ჩემი მისვლა. ამას გარდა, გამიხარდა, რომ სწორედ "კოლხეთში" მიმიწვიეს, რადგან ეს რიგითი კლუბი არ არის.

სასიამოვნოა, რომ ამ ხალხთან, ამ ქალაქსა და ამ გუნდში მომიწევს მუშაობა. მესმის, რომ ახლა არასახარბიელო მდგომარეობაში ვართ, მაგრამ მჯერა, ამ კონტინგენტით პრობლემების დაძლევას მოვახერხებთ".

ფოთის "კოლხეთი" უმაღლეს ლიგას 2014/15 წლების სეზონში დაუბრუნდა. კლუბს ბიუჯეტი არ გაუზარდეს და არსებობა სულ რაღაც 300 ათასი ლარითა და პორტის მხრიდან დაფინანსებით უწევდათ. გარდა ამისა, გუნდი საკუთარ სტადიონზე ვერ თამაშობდა. ამ ურთულესი პირობების მიუხედავად, ინაშვილმა საინტერესო, ანგარიშგასაწევი გუნდის ჩამოყალიბება და მისი ათეულში შეყვანა მოახერხა.

დაიწყო ახალი სეზონი და ფოთელებს კიდევ ერთხელ გაუჩნდათ ილუზია, რომ გასული სეზონის გმირობას დაუფასებდნენ, მაგრამ... ქალაქმა კლუბი კვლავ 300 ათასი ლარის იმედად დატოვა. ზაფხულში მცირედი თანხა გამოუყვეს - მხოლოდ 160 ათასი ლარი, მაგრამ უმაღლესი ლიგის გუნდისთვის ესეც მიზერია.

გულშემატკივრები აღშფოთებულები იყვნენ, უმაღლესი ლიგის კლუბისთვის ამ თანხის გამოყოფა სირცხვილია, მაშინ, როცა 187 ათასად მუსიკალურ სკოლას აფინანსებენ, "კოლხეთმა" ამ ფულზე საერთოდ უარი უნდა თქვას, ეს ქალაქის სირცხვილი იქნებაო...

იმედია, "კოლხეთს" უმაღლესი ლიგიდან გავარდნისთვის ახლა მაინც არ გაიმეტებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

romandro
კოლხეთმა სწორი არჩევანი გააკეთა სანაიას მიწვევით,რადგან სწორედ ამ სპეციალისტს შეუძლია ასეთი გუნდების კრიზისიდან გამოყვანა..
kaxa
ამ სანაიას რაგაუნდა ფეხბურთში ცადი ბიზია ეციე სხვა საქმეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის!" - დემბელემ ხვიჩას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
იამალის "რკინის ლოგიკა" - "ოქროს ბურთი" არ უნდა გადაეცეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ პსჟ-ს ფეხბურთელს
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
დილა-გურია 0:0 - "დილა" დარჩა, "გურია" ვერ გადარჩა[VIDEO]
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
ფოთის "კოლხეთში" გელა სანაიას ალექსანდრ შტელინი შეცვლის?
უჩა სოსიაშვილი: ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს გამარჯვებას
ფოთის "კოლხეთის" დირექტორი: კლუბმა დათქმულ დროს ვერ გადაიხადა სახელფასო დავალიანება და დიდი ალბათობით...
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
კომპენსაცია ან სასჯელი! "კოლხეთის" სენეგალელი ლეგიონერი ირანში გაიქცა
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
"რაგბის კავშირისგან თანხმობა უკვე მივიღეთ" - "კოლხეთი" ფოთში ბრუნდება
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
დილა-კოლხეთი 2:0 - სტარტი სვენებ-სვენებით [VIDEO]
გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია
შტელინი: ჩაკვეტაძეს "გენტში" დამკვიდრების ასპროცენტიანი შანსი აქვს, თუ...
ზაზა ინაშვილი: "კოლხეთში" სხვა გზა აღარ დამრჩა, უნდა წავსულიყავი...
ფოთის "კოლხეთის" ამბები: სპონსორი, ახალი მწვრთნელი და ფეხბურთელები
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
გურია-დილა 0:2 - ორი საჩუქრის ამბავი [VIDEO]
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს