საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. პლეი აუტი. I მატჩი
ამ თამაშის წინ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა "გურია" - გუნდი უკრაინელმა თავკაცმა ოლეგ ლეშჩინსკიმ დატოვა და თან ორი თანამემამულე, კლუბის საუკეთესო ლეგიონერები - ევგენი მოროზენკო და ევგენი მურაშოვიც გაიყოლა. ამიტომ "გურიას" ფორსმაჟორში მოუხდა ამ სეზონში მესამე მწვრთნელის დანიშვნა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ზაზა ინაშვილის ხელმძღვანელობით, გურულებმა სეზონის, ალბათ, საუკეთესო მატჩი ითამაშეს.

შეხვედრის პირველი ნახევარი და მეორის დასაწყისიც ლანჩხუთელებს ცუდს არაფერს უქადდა და ცოტა იღბალიც რომ ჰქონოდათ, ტაიმებში მინიმუმ თითო გოლს გაიტანდნენ, თანაც ისე, რომ ორივე შემთხვევაში მეტოქეს დაასწრებდნენ გატანას და ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები...

ალბათ, ამ წყვილში უკეთესი გუნდი "დილას" ჰყავს, თუმცა თამაშის შემხედვარე, ვერავინ იტყოდა, რომ "გურია" მეტოქეს რაიმეთი ჩამოუვარდებოდა.

ეს გაშვებულ გოლამდე ითქმის, როცა გურულებმა ორჯერ ისეთი "დააქუხეს", მეტოქე გოლს სასწაულებრივად გადაურჩა: ჯერ დავით მეგრელიშვილის ჯარიმის შემდეგ გორელები ხარიხამ გადაარჩინა, მეორე შემთხვევაში კი, ლუკა ნოზაძის მიერ ახლოდან დარტყმული მეკარეს უფრო შემთხვევით მოხვდა, თუმცა ფაქტია, სტუმარი გარდაუვალი გოლისგან სწორედ კარის დარაჯმა იხსნა.

ამ ეპიზოდიდან მალევე მისმა გურულმა ვიზავიმ საბედისწერო შეცდომა დაუშვა - რატი იმერლიშვილი მაღალ ბურთზე გამოსვლისას შეცდა, მცველებმაც ვერ დააზღვიეს და დანკვე კოფიმ საჩუქარი გოლად აქცია.

ამის მერე "გურია" თითქოს ეცადა ვითარების გამოსწორებას, მაგრამ მასპინძლებმა შეცდომებს უმატეს, თან მოედანზე ათნი დარჩნენ (გიგა ჭეიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო) და ამ ყველაფრის ლოგიკური დასასრული მეორე ლეგიონერის, რომარიკ ეტუს მიერ შერგებული მეორე საჩუქარი გახლდათ.

გორელებს ერთხელ კიდევ შეეძლოთ გატანა, როცა ზურაბ თევზაძემ სტუმარი საჯარიმოში მოცელა - ლუკა რაზმაძეს პენალტი მეკარემ არ გაატანინა.

სხვათა შორის, მატჩის არბიტრს 30-ე წუთისთვის 11-მეტრიანის დანიშვნა სტუმართა კარშიც მართებდა, როცა მცველმა აშკარად ხელით ითამაშა. ამან ადგილობრივი ქომაგების რისხვა გამოიწვია, რაც მთელი თამაშის განმავლობაში არ ჩამცხრალა. შესვენებაზე მიმავალმა არბიტრმა "გურიის" ქომაგებს "ხურდა დაუბრუნა", თუმც ნამატჩევს ეს ვეღარ გაბედა - ნინუამ და კომპანიამ გასახდელს პოლიციის თანხლებით უწიეს.

უმაღლესი ლიგა. პლეი აუტი. I მატჩი

01.12 ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"

გურია-დილა 0:2

გოლები: 0:1 კოფი (56), 0:2 ეტუ (80)

გამოუყენებელი პენალტი: რაზმაძე (78. მეკარე)

გურია: იმერლიშვილი, ჭეიშვილი, ზ. თევზაძე (80. ბარბაქაძე), ჩადუნელი, ნოზაძე, პატერსონი, ჭეჭელაშვილი (74. იმნაძე), მეგრელიშვილი, კირკიტაძე, ფელიპე, დინიზი.

სათადარიგოები: ხვედელიძე, ბ. ცინცაძე, ზ. გელაშვილი, სტეფნიაშვილი

მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი

დილა: მუჯრიშვილი, ქარქუზაშვილი, სალუქვაძე, კოფი, სამხარაძე (62. ეტუ), ღონღაძე, რაზმაძე, წიქარიძე, ელიაური (90. კალანდარიშვილი), ნონიკაშვილი, ერისთავი (86. ჩახვაშვილი).

სათადარიგოები: ბეგაშვილი, ცაცკრიალაშვილი, ლომიძე, კალანდარიშვილი, დ. კაპანაძე

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

გაფრთხილება: წიქარიძე (16), ნოზაძე (27), ნონიკაშვილი (30), ჭეიშვილი (61), ჭეიშვილი (70), თევზაძე (77), კოფი (81)

გაძევება: ჭეიშვილი (70)

არბიტრი: ბ. ნინუა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
დილა-გურია 0:0 - "დილა" დარჩა, "გურია" ვერ გადარჩა[VIDEO]
გურია-დინამო (თბ) 0:2 - ეს "დინამოა"! [VIDEO]
უმაღლესი ლიგის VI ტურის წინ: საინტრიგო დერბი
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
უმაღლესი ლიგის V ტურის წინ: ვის უფრო მოუხდა პაუზა?
ფოთის "კოლხეთის" თავკაცის პოსტზე ზაზა ინაშვილი გელა სანაიამ შეცვალა
უჩა სოსიაშვილი: ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს გამარჯვებას
ფოთის "კოლხეთის" დირექტორი: კლუბმა დათქმულ დროს ვერ გადაიხადა სახელფასო დავალიანება და დიდი ალბათობით...
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
გურია-ლოკომოტივი 1:0 - რა აკადრა გიორგი დევდარიანმა უკრაინელ კოლეგას? [VIDEO]
გიორგი დარასელია: შეიძლება ფეხბურთელებს ეს ზედმეტ ტვირთად დააწვეთ
რიბეირო და ეტუ წავიდნენ, აბუბაქარს იწვევენ... გორის "დილაში" სერიოზული ცვლილებებია
დილა-კოლხეთი 2:0 - სტარტი სვენებ-სვენებით [VIDEO]
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
უმაღლესი ლიგის VIII ტურის წინ: გადამწყვეტი ეტაპი
ზაზა ინაშვილი: "კოლხეთში" სხვა გზა აღარ დამრჩა, უნდა წავსულიყავი...
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
გორის "დილა": გაგოშიძე დაიმატეს, "როსტოვის" ახალგაზრდული გუნდი დაამარცხეს
უმაღლესი ლიგის VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები