ხორვატიის ნაკრებს საგზურის მოპოვების შანსი რჩება
დღეს ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ერთი, ყველაზე დიდი ეტაპი სრულდება - უნდა გაირკვეს, თუ რომელი ნაკრები მოიპოვებს ჯგუფში იტალიასთან ერთად საფრანგეთის საგზურს და დღის დასრულებისთანავე გამოცხადდება საუკეთესო მესამეადგილოსანიც, რომელიც ასევე მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს.

ამის შემდეგ დარჩენილ 4 საგზურს ნოემბრის პლეი ოფის ბატალიები გამოარკვევს და საფრანგეთი 2016-იც სრულად დაკომპლექტდება.

A ჯგუფი: "ამსტერდამ არენაზე" ცრემლი დაიღვრება?

ამ ჯგუფში ძალზე დიდი ხანია, გაირკვა, რომ საფრანგეთში ისლანდია და ჩეხეთი მიდიან. ყველაზე დიდი ინტრიგა კი მესამე ადგილის ბედ-იღბალია. თურქეთის ნაკრები ისლანდიას მასპინძლობს, რომელიც მისთვის ერთობ უხერხული მეტოქეა - 8 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთხელ მოუგო.

მაგრამ ფათიჰ თერიმის გუნდს არწაგებაც ჰყოფნის, რომ პლეი ოფის საგზური გაინაღდოს, რადგან ჰოლანდიას ურთიერთშეხვედრებში სჯობს. მაგრამ ვეჭვობთ, თურქები ქულაზე თანახმანი იყვნენ - პირველ წრეში ისინი ისლანდიაში გაანადგურეს (ბიოდვარსონის, სიგურდსონისა და სიგტორსონის გოლებით) და შური აქვთ ვიკინგების შთამომავლებზე საძიებელი. ასეც რომ არ იყოს, მოგების შემთხვევაში შესაძლოა, თურქეთის ნაკრებმა საუკეთესო მესამეადგილოსნის კვოტით პირდაპირ ევრო 2016-ზე გააღწიოს!

ვშიშობთ, "ამსტერდამ არენაზე" დღეს ბევრი ცრემლი დაიღვრება - ჰოლანდიას სასიცოცხლოდ ესაჭიროება ჩეხეთის დამარცხება, მაგრამ ესეც შეიძლება ცოტა აღმოჩნდეს. დანი ბლინდის გუნდი დიდი საშიშროების წინაშეა, რომ 1984 წლის მერე პირველად გამოტოვოს ევროპის ჩემპიონატი.

რიგაში ერთმანეთს ლატვია და ყაზახეთი ხვდებიან. ერთი შეხედვით, არაფრისმომტანი მატჩია, მაგრამ მთლად მასეც არ არის, თუ ყაზახეთი იმარჯვებს, ბოლოადგილოსნის სტატუსს გაუცვლის მეტოქეს, ეს კი თურქეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საუკეთესო მესამეადგილოსნისთვის ბრძოლაში.

სამშაბათი. 13 ოქტომბერი

ლატვია-ყაზახეთი 22:45

ჰოლანდია-ჩეხეთი 22:45

თურქეთი-ისლანდია 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. ისლანდია 9 6 2 1 17-5 20

2. ჩეხეთი 9 6 1 2 16-12 19

3. თურქეთი 9 4 3 2 13-9 15

4. ჰოლანდია 9 4 1 4 15-11 13

5. ლატვია 9 0 5 4 6-18 5

6. ყაზახეთი 9 0 2 7 6-18 2

B ჯგუფი: სამნი პლეი ოფის საგზურისთვის

ამ ჯგუფშიც მთავარი ინტრიგა მესამე ადგილის მფლობელის გარკვევაა. წინა ტურში ევროპის ჩემპიონატის საგზურები ბელგიამ და უელსმა მოიპოვეს და ახლა მათთვის ერთადერთი ინტრიგა დარჩა, რომელი დაიკავებს პირველ ადგილს.

აი, სამი ნაკრები კი პლეი ოფისთვის იბრძვის (ამ ჯგუფში შეუძლებელია საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით საგზურის მოპოვება).

კვიპროსი და ბოსნია უშუალო კონკურენტები არიან. ამიტომ ნიქოზიაში დიდ ბრძოლას ველით. ბოსნიელები მესამე ადგილზე არიან, კვიპროსში გამარჯვება მათ პლეი ოფში გაიყვანს, ფრის შემთხვევაში კი ისრაელზე იქნებიან დამოკიდებულნი. თუ კვიპროსი მოიგებს, მასაც შანსი გაუჩნდება.

"ბოდუინზე" ბელგიელი ფანები დიდი ოვაციებით დახვდებიან თავიანთ გმირებს, რომლებიც ბოლო ტურში ისრაელის ნაკრებს მასპინძლობენ. გამარჯვება ბელგიას პირველ ადგილს ბოლომდე შეუნარჩუნებს. ისრაელის ნაკრებმა აუცილებლად უნდა მოიგოს და დაელოდოს, რა მოხდება კვიპროსში.

უელსის ნაკრები უსუსტეს ანდორას მიიღებს. ამ შეხვედრას არანაირი მოტივაცია არა აქვს. ერთადერთი, ბელგიელთა ფრის ან მარცხის შემთხვევაში, უელსი ჯგუფს მოიგებს.

სამშაბათი. 13 ოქტომბერი

ბელგია-ისრაელი 22:45

კვიპროსი-ბოსნია 22:45

უელსი-ანდორა 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბელგია 9 6 2 1 21-4 20

2. უელსი 9 5 3 1 9-4 18

3. ბოსნია 9 4 2 3 14-10 14

4. ისრაელი 9 4 1 4 15-11 13

5. კვიპროსი 9 4 0 5 14-14 12

6. ანდორა 9 0 0 9 4-34 0

H ჯგუფი: ნორვეგია თუ ხორვატია

იტალია საფრანგეთშია, ვინ იქნება მეორე და ვინ დაკმაყოფილდება პლეი ოფის საგზურით? ამ კითხვებს ბოლო ტური უპასუხებს.

ამ ბრძოლაში ნორვეგია 2 ქულით უგებს ხორვატიას და რომში თამაშობს. იტალიას 38 ოფიციალური თამაშია, არ წაუგია შინ (ანუ ამ საუკუნეში არ წაუგია) და თუ არც ნორვეგიასთან წააგებს, ჯგუფს მოიგებს. ნორვეგიის ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება დაუბევებს მეორე ადგილს, რადგან ხორვატიასთან ურთიერთშეხვედრებში აგებს.

თუ ნორვეგია რომში ქულებს დაკარგავს, ხორვატიის ნაკრებს საფრანგეთის საგზურს მალტასთან გამარჯვება მოუპოვებს.

ბულგარეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირება კი, ალბათ, ამ ორი ქვეყნის გარდა, არსად აინტერესებთ...

სამშაბათი. 13 ოქტომბერი

ბულგარეთი-აზერბაიჯანი 22:45

იტალია-ნორვეგია 22:45

მალტა-ხორვატია 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. იტალია 9 6 3 0 14-6 21

2. ნორვეგია 9 6 1 2 12-8 19

3. ხორვატია 9 5 3 1 19-5 17

4. ბულგარეთი 9 2 2 5 7-12 8

5. აზერბაიჯანი 9 1 3 5 7-16 6

6. მალტა 9 0 2 8 3-15 2

შენიშვნა: ხორვატია - 1 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ევრო 2020. საკვალიფიკაციო: გერმანია, ჰოლანდია, ხორვატია და ავსტრია ევროპირველობაზე გავიდნენ [VIDEO]
მშვიდობით თუ ნახვამდის? - კურტუამ კომენტარი გააკეთა
ჰოლანდიის ნაკრების განაცხადი ევროშესარჩევისთვის ცნობილია
[VIDEO] პორტუგალიამ რონალდოს გარეშე ნორვეგიას მოუგო - დანიამ უელსი დაამარცხა
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ვან პერსი: მატჩის დასრულების შემდეგ ვან გაალმა დამარტყა...
უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
"პატარა ერების დიდი ოცნებები: მუნდიალი, რომელმაც ეჭვები გააქარწყლა"
უკრაინამ ისლანდიას სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
[PHOTO] ნეიმარმა იტირა, გამოიტირა და დარდი კაზინოში გაიქარვა
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
კურტუამ მოედანზე ვირთხა ვერ დაიჭირა
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
საფრანგეთმა უკრაინას სძლია - დემბელემ ტრავმა მიიღო
9:0 რონალდოს გარეშე და 6 მოგებული მატჩი საერთო ანგარიშით 24:0 - პორტუგალია შეუჩერებელია
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
არეულობა ჰოლანდიაში - თურქი ფანები ადგილობრივებს დაერივნენ [VIDEO]
პორტუგალიამ დანიას რონალდოს გარეშე მოუგო და ერთპიროვნული ლიდერია
რონალდოს გატანილი არ ჩაუთვალეს - პორტუგალიამ უელსს მაინც მოუგო
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
[VIDEO] სამხრეთ აფრიკამ ჩეხეთთან ფრეს მიაღწია
მთავრობამ გადაწყვიტა - დასახელება ჰოლანდია აღარ იარსებებს
[VIDEO] ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა - თურქეთთან
საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა
[VIDEO] რონალდოს 976-ე და რამუშის გმირობა - პორტუგალიის ნაკრებმა ხორვატიას დაუქამბექა
თურქეთი მუნდიალს 98-ე წუთზე მოპოვებული გამარჯვებით დაემშვიდობა - პარაგვაიმ და ავსტრალიამ ფრედ ითამაშეს
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"მათ ფეხბურთის თამაში არ უყვართ" - სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელი ჩეხეთის ნაკრებზე
"VAR-ი აღარ არის საჭირო, ის ფეხბურთს ანადგურებს" - ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
რონალდ კუმანი: "ბარსელონა"? - მხოლოდ ევროპირველობის შემდეგ
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა