ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენების მცდელობის უკან ხელისუფლება იდგა
საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას დისკვალიფიკაციით დაემუქრა ქვეყნის ხელისუფლების ფეხბურთის ფედერაციის საქმეებში ჩარევის გამო. ფიფას ინფორმაციით, დეკემბერში უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, გრიგორი სურკისის პოსტიდან გადაყენების მცდელობის უკან ხელისუფლება იდგა.

დეკემბერში უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის რამდენიმე წევრმა სურკისის გადაყენების საკითხი დააყენა და ის კიევის "დინამოს" დახმარებაში დაადანაშაულა. ამ კლუბის პრეზიდენტი იგორ სურკისია - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ძმა. გრიგორი სურკისმა პოსტი შეინარჩუნა, მაგრამ მისმა ოპონენტებმა განაცხადეს, რომ ფედერაციის პრეზიდენტის გადაყენებას მომავალშიც შეეცდებიან.

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციისთვის გაგზავნილ ფიფას წერილში ნათქვამია, რომ ფიფას გააჩნია იმის მტკიცებულებები, რომ ფედერაციის წევრებზე, რომლებიც სურკისის პოსტიდან გათავისუფლების მიღწევას ცდილობდნენ, ზეწოლას მთავრობა ახდენდა. კონკრეტულად რომელი სტქრუქტურები ახდენდნენ ზეწოლას და რაში მდგომარეობდა ის არ არის დაზუსტებული.

სურკისი ფედერაციის პრეზიდენტად 2012 წლამდე უნდა დარჩეს, როდესაც მისი უფლებამოსილების ვადა იწურება. თუ ფედერაციის ხელმძღვანელობა ვადამდე შეიცვლება, ფიფა მას არ აღიარებს. წერილის ტექსტი უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის საიტზე უკრაინულ ენაზეა გამოქვეყნებული.

დისკვალიფიკაციის შემთხვევაში უკრაინის ნაკრებები და კლუბები ფიფას ეგიდით გამართულ ტურნირებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. 2012 წელს უკრაინის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე უნდა ითამაშოს, რომელსაც უკრაინელები პოლონეთთან ერთად ჩაატარებენ.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა