ჰოლანდიის ნაკრების დრამა
ისლანდიას დიდი ხნის წინათ ჰქონდა ევრო 2016-ის ფინალური ეტაპის საგზური განაღდებული. თუმცა ეს სიმპათიური ნაკრები საბრძოლო შემადგენლობით გავიდა თურქეთთან საგარეო შეხვედრაში მინდორზე.

იგივე ითქმის ჩეხებზე, რომელმაც ცოტა ხნის წინათ ასევე ჩაიჯიბეს საფრანგეთის საგზური და გასაჭირში მყოფ ჰოლანდიას ეწვივნენ. პლეი ოფის საგზურისთვის სწორედ ეს ნაკრებები იბრძოდნენ, "ნარინჯისფრებს" აუცილებლად უნდა მოეგოთ და იმედი ჰქონოდათ, რომ თურქებს ფეხი დაუცდებოდათ.

ჰოლანდიელთა თავკაცად გუს ჰიდინკის ნაცვლად ცოტა ხნის წინათ დანიშნული დანი ბლინდისა და მისი ბიჭების ცოდვაში ფეხის ჩადგმა მცველმა კადერჟაბეკმა დაიწყო, რომელსაც ასისტენტობა ირჟი სკალაკმა გაუწია. გააგრძელებით იოზეფ შურალმა გააგრძელა, რომელმაც მასპინძელთა უკანა ხაზის შეცდომით ისარგებლა, დაკარგული ბურთი დაიბრუნდა და ზუსტად დაარტყა.

ბლინდმა შესვენებემდავე გამოიყვანა რობინ ვან პერსი და შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე, ჩეხებს მარეკ სუხი გაუძევეს, რამაც მასპინძლებს ილუზიები გაუჩინა. ტრაგი-კომედია ეთქმის იმას, რომ ვან პერსიმ საკუთარ კარში გაიტანა და ჰოლანდიას შანსი ფაქტობრივად მოუსპო.

კლაას-იან ჰუნტელარმა ერთი კი გაქვითა და იმავე ვან პერსიმაც მოიფხანა გული და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ... გვიანი იყო. 1984 წლის მერე, ჰოლანდიის ნაკრები პირველად არ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.

იხილეთ ვიდეო

თურქებს ზედმეტი ძალისხმევა არც დასჭირდათ და 10 კაცით ფრეს თამაშობდნენ, მაგრამ ბოლოს მოიგეს - სელჩუკ ინანის მშვენიერი დარტყმით საჯარიმოდან. ფათიჰ თერიმის ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური გაინაღდეს, როგორც საუკეთესო მესამეადგილოსნებმა.

13 ოქტომბერი

ლატვია-ყაზახეთი 0:1

გოლები: 0:1 კუატი (65)

ლატვია (4-4-2): ვანინი - გაბოვი, დუბრა, გორკშსი, მაქსიმენკო - ცაუნია (72. ე. ვიშნიაკოვი), ლაიზანსი, ზიუზინი (83. იკაუნიეკსი), ვიშნიაკოვი (57. კარასაუსკასი) - რაკელი, შაბალა

ყაზახეთი (4-4-2): პოკატილოვი - ენგელი, მალი, ლოგვინენკო, შომკო - დოსმაგამბეტოვი (68. კონისბაიევი), კუატი, სმაკოვი, სუიუმბაევი - ხიჟნიჩენკო (90. შჩეტკინი), ნუსერბაევი (82. გურმანი)

გაფრთხილება: კარასაუსკასი - კუატი

კუთხური: 7-1; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 10-13 (1-9); ბურთის ფლობა: 54%-46%.

ჰოლანდია-ჩეხეთი 2:3

გოლები: 0:1 კადერჟაბეკი (24), 0:2 შურალი (35), 0:3 ვან პერსი (66), 1:3 ჰუნტელარი (70), 2:3 ვან პერსი (83)

ჰოლანდია (4-3-3): ზუტი - ტეტე, ბრუმა, ვან დეიკი (64. დოსტი), რიდევალდი (39. ვნ პერსი) - ბლინდი, ვეინალდუმი, სნეიდერი - ელ-გაზი (69. დოსტი), დეპაი, ჰუნტელაარი

ჩეხეთი (4-2-3-1): ჩეხი - კადერჟაბეკი, სუხი, კადლეცი, გებრე სელასიე - დარიდა, პაველკა - პლაშილი (86. შკოდა), სკალაკი, შურალი (71. კალასი) - ნეციდი (46. პროხაზკა)

გაფრთხილება: ჰუნტელარი, ბლინდი, ვან პერსი, სნეიდერი - სკალაკი, გებრე სელასიე

გაძევება: სუხი (43)

კუთხური: 6-5; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13-10 (6-3); ბურთის ფლობა: 56%-44%.

თურქეთი-ისლანდია 1:0

გოლები: 1:0 ინანი (89)

თურქეთი (4-1-4-1): ბაბაჯანი - იოზბაირაკლი, აზიზი, ბალთა, ერკინი - ინანი - შენი (75. უმუთ ბულუთი), ტუფანი, ეზიაკუპი (62. ტიორე), არდა თურანი — ჩალჰანოღლუ (72. ტოსუნი)

ისლანდია (4-4-2): კრისტინსონი - სევარსონი, არნასონი, რ. სიგურდსონი, სკულასონი - გუდმუნდსონი, გუნარსონი, გ. სიგურდსონი, ბიარნასონი - ბედვარსონი (82. კიარტანსონი), სიგტორსონი (88. ფინბოგასონი)

გაფრთხილება: ტოსუნი - გუდმუნდსონი

კუთხური: 2-4; ჯარიმა: 9-11; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 8-5 (3-0); ბურთის ფლობა: 54%-46%.

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩეხეთი 10 7 1 2 19-14 22

2. ისლანდია 10 6 2 2 17-6 20

3. თურქეთი 10 5 3 2 14-9 18

4. ჰოლანდია 10 4 1 5 17-14 13

5. ყაზახეთი 10 1 2 7 7-18 5

6. ლატვია 10 0 5 5 6-19 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამუკა ჯიქია
ტოტალიზატორებში ალბათ დამლაგებლები ბოლო ვიპუსკის ბმვ-თი მივიდნენ ჰოლანდიის თამაშის შემდეგ,,
zurabbuta
ბოლო ადგილოსანთან ნატამაშები შედეგები არ ეთვლებატ იმიტომ, რომ არათანაბარი რაოდენობა იყო გუნდებისა ჯგუფებში
ika
თურქებმა ბოლო ადგილზე გასულ ლატვიას ვერც ერთი თამაში ვერ მოუგეს.
ika
საუკეთესო მე-3 ადგილოსნად თურქეთი რატო გაიყვანეს უკრაინასაც და ნორვეგიასაც მაგათზე მეტი ქულა აქვთ აღებული რა წესებს იგონებენ
მამუკა ჯიქია
ვავა ჰოლანდია...
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ევრო 2020. საკვალიფიკაციო: გერმანია, ჰოლანდია, ხორვატია და ავსტრია ევროპირველობაზე გავიდნენ [VIDEO]
პროფესორი მოსწავლის წინააღმდეგ - "ქართველებმა ლატვიას მასტერ-კლასი ჩაუტარეს"
ჰოლანდიის ნაკრების განაცხადი ევროშესარჩევისთვის ცნობილია
ბლექჰედების სასახლე, მოტორმუზეუმი, ქუჩის მუსიკოსები, ანუ მეორე დღე რიგაში
ვან პერსი: მატჩის დასრულების შემდეგ ვან გაალმა დამარტყა...
უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა
მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
უკრაინამ ისლანდიას სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
თბილისში გამომგზავრებამდე ყაზახეთმა ასტანაში ლატვია ვერ დაამარცხა
საფრანგეთმა უკრაინას სძლია - დემბელემ ტრავმა მიიღო
9:0 რონალდოს გარეშე და 6 მოგებული მატჩი საერთო ანგარიშით 24:0 - პორტუგალია შეუჩერებელია
არეულობა ჰოლანდიაში - თურქი ფანები ადგილობრივებს დაერივნენ [VIDEO]
ყაზახეთის ნაკრებს ისეთი თარჯიმანი ჰყავს, რომ ლატვიელი ფეხბურთელი პრესკონფერენციაზე სიცილით კინაღამ ჩაბჟირდა [VIDEO]
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
მუნდიალი 2022. შესარჩევი: პორტუგალიას გამარჯვება მოპარეს - რონალდომ მოედანი სკანდალურად დატოვა [VIDEO]
მთავრობამ გადაწყვიტა - დასახელება ჰოლანდია აღარ იარსებებს
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
[VIDEO] ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა - თურქეთთან
საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა
"მათ ფეხბურთის თამაში არ უყვართ" - სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელი ჩეხეთის ნაკრებზე
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
რონალდ კუმანი: "ბარსელონა"? - მხოლოდ ევროპირველობის შემდეგ