ლევან კობიაშვილი: "შერჩევის კრიტერიუმი მხოლოდ ის კი არ იყო, რომ მუჯირი ჩემი გუნდის წევრია..."
გუშინ, 13 ოქტომბერს, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა. განსახილველი იყო მხოლოდ ორი საკითხი: ჯერ ის, რომ რიგგარეშე ყრილობის თარიღად 18 ნოემბერი გადაწყდა. ამავე დღეს დელეგატები აღმასკომის ახალ შემადგენლობასაც დაამტკიცებენ.

...და მეორე საკითხი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის ინიციატივით განიხილეს.

ამრიგად, დადასტურდა "ლელოს" გუშინდელ ნომერში გამოქვეყნებული ინფორმაცია - ვაკანტურ პოსტზე კობიაშვილმა აღმასკომს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელის, დავით მუჯირის კანდიდატურა შესთავაზა. აღმასკომმა კობიაშვილის წინადადება დაამტკიცა.

რა კრიტერიუმით შეარჩია სფფ-ის ახალმა თავკაცმა მუჯირის კანდიდატურა? ამ კითხვით "ლელომ" თავად ფედერაციის თავკაცს მიმართა:

"შერჩევის კრიტერიუმი მხოლოდ ის კი არ იყო, რომ მუჯირი ჩემი გუნდის წევრია, არამედ ის, რომ დათო ღირსეული ადამიანია.

ეს არჩევანი გავაკეთე მისი პროფესიონალიზმიდან, საქმიდან, ფეხბურთის ერთგულებიდან და სიყვარულიდან გამომდინარე.

კარიერის დასრულების შემდეგ მას ჰქონდა საშუალება, სხვადასხვა კლუბში ემუშავა. მიხარია, რომ ის არის გენერალური მდივანი, რასაც აბსოლუტურად იმსახურებს", - გვითხრა კობიაშვილმა.

დავით მუჯირის დოსიე

დაიბადა 1978 წლის 2 იანვარს, თბილისში

პროფესიული კარიერა

1994-98 დინამო თბ. 59 (24)

1999 ლოკომოტივი თბ. 11 (0)

1999-2001 შერიფი 61 (29)

2001-05 შტურმი 106 (21)

2005-08 კრილია სოვეტოვი 44 (14)

2008-09 ლოკომოტივი მ. 24 (2)

2010 დინამო თბ. 12 (4)

2011 სანფრეჩე იაპ. 34 (6)

2011-12 ზესტაფონი 24 (3)

ეროვნული ნაკრები

1993 საქართველო U17 2 (0)

1994 საქართველო U19 2 (0)

1995-97 საქართველო U21 9 (2)

2003-08 საქართველო 26 (1)

სამწვრთნელო საქმიანობა

2012 ზესტაფონი მთ. მწვრთნელი

მენეჯერული საქმიანობა

2014-15 სამტრედია სპ. დირექტ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაია
რა მიღწევების და რა კვალიფიკაციის გამო დატოვეთ ნინო სორდია?ერთადერთი შედეგი მოუტანა ქალთა ფეხბურთს და ჩამოაყალიბა არაჩვეულებრივი ტურისტული სააგენტო სახელად ქალთა ფეხბურთის ფედერაცია
j.....
ქართველების მუდმივი გულსატკივარი არის აზროვნება. როდემდე უნდა იყოთ ასე გასაწყლებული გონებით და უიმედოობით. ჯერ იყო და დღემდე სტალინს, ბერიას, შევარდნაძეს, გამსახურდიას, სააკაშვილს მისტირით და ახლა რეზო არველაძეც მიემატა და ასე გრძელდება დაუსრულებლად. ერთი რამ შეიგნეთ რომ შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ, არსებობს განსხვავებული აზრი და მსოფლმხედველობა და საქმის სიყვარული მის შესრულებასთან ერთად. აქამდე რაც იყო ქართულ ფეხბურთში და სადამდეც ამან მიგვიყვანა ამას გამადიდებელი ხელსაწყოები არ სჭირდება და მოვრჩეთ ამ ტირილს და გოდებას აცალეთ ამ ხალხს საქმის კეთება და მოეშვით ჯადოსნობას.
qutaiseli
ე ბიჭო ვინცუნდა ის დაიყენოს გვერდში ოღონდ საქმე გააკეთოს საქმე არ მინდა ეს იურისტები და ასე შემდეგ ფული მოიტანონ და როგორც რაგბი დადგა ფეხზე ეგრე გააკეთონ მიხედონ ერთი სიტყვით საქმეს მთავრობა თუ ეყოლება გვერდში და ივანიშვილი აპა რა გინდათ სხვა რაო ნიჟარაძეს თუ უდგას მთავრობა და ივანიშვილი გვერდში ამით წააგო რამე რაგბმა.პირიქითაა მემგონი.და ამაზე შედეგებიც მეტყველებს.თუ არ ივარგებენ წავლენ და მორჩა რა სიჭინავასავით და არველაძესავით 12 წელი ნაღდათ ვერ დარჩებიან.
Nukri
მოდი გავაკრიტიკოთ მაშინ თუ საქმეს არ გააკეტებენ,თორემ კობის უამრავი ძმაკაცები ყაავს..

კარგი იყო კვარაცხელია დაგენიშნა.
ლუკა
ისევ ძმაკაცების მოყვანა, ისევ ძველი სიმღერები, ახალი შემსრულებლებით არის წარუმატებლობის რეცეპტი. ბ-ნო პრეზიდენტო, მიკროსკოპის ქვეშ ხართ თქვენ და თქვენი სამთავრობო კავშირი, არ დაიმალება არაფერი საქართველოში. გულშემატკივარი აღარ შეჭამს მორიგ მოტყუებას. თქვენი წინამორბედის შეცდომებს ნუ გაიმეორებთ. პრიორიტეტი ძმაკაცის დანიშვნა კი არ უნდა იყოს, არამედ საუკეთესო კანდიდატის შერჩევა და ამ პროცესის საზოგადოებისთვის ახსნა. რა მიღწევების გამო დანიშნეთ მუჯირი? რა კვალიფიკაციის გამო? მხოლოდ ღირსეული ადამიანი რომ არის იმიტომ? უსუსური არგუმენტი. ქართულ ფეხბურთში გაცილებით ბევრი ღირსეული და ევროპული დონის პროფესიონალი არის. იყო სხვა კანდიდატების განხილვა? როგორ შეჯერდით ამ კანდიდატურაზე? სად არის სფფ-ს საქმიანობის გამჭვირვალეობა რომელიც დააანონსეთ წინასაარჩევნო კამპანიის დროს? პროფესიონალებს და გულშემატკივარს თამაშგარე დატოვებთ მსგავსი დანიშვნებით.
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე