სუპერლიგა სტარტს 17 ოქტომბერს აიღებს, "რუსთავის" პირველი მეტოქე კი "სოხუმი" იქნება
საქართველოს ჩემპიონატი შაბათს, 17 ოქტომბერს დაიწყება. ყველა გუნდი სხვადასხვაგვარი მომზადებით ხვდება სეზონის ოფიციალურ გახსნას.

რუსთაველები, როგორც წინა წელს, ამჯერადაც დროულად შეიკრიბნენ და მეტ-ნაკლებად სრულყოფილი მოსამზადებელი ციკლი გაიარეს. თბილისში დუდუ დადიანის მემორიალი რომ მიმდინარეობდა, "რუსთავი" საბერძნეთში იყო შეკრებაზე. ქვემოქართლელები ელადაზე 25 სექტემბერს გაემგზავრნენ და 6 ოქტომბერს დაბრუნდნენ.

გასული სეზონის შემდეგ შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა. გუნდი ვინ დატოვა, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს; ვინც დაემატა, მათზე აუცილებლად უნდა ვთქვათ. პირველ რიგში, ლაშა გამყრელიძე უნდა ვახსენოთ, რომელიც რუსთაველებთან ერთად საქართველოს არაერთგზის ჩემპიონია. თუმცა ბოლო წლებში მან სხვადასხვა ქართულ კლუბში ითამაშა და "რუსთავში" წლეულს "დინამოდან" გადავიდა.

ორი აზრი არ არსებობს, ლაშა ქვემოქართლელთა მნიშვნელოვანი შენაძენია.

ცენტრის პოზიციაზე გუნდმა ამერიკელი ლეგიონერი კიელ ტურპინი (01.10.1989) დაიმატა. 215 სმ სიმაღლის (110 კგ) კიელისთვის ევროპაში ეს პირველი სეზონია. აქამდე იგი ფლორიდის უნივერსიტეტის გუნდის ღირსებას იცავდა.

"რუსთავის" შემადგენლობა მძიმე ფორვარდის პოზიციაზეც გაძლიერდა. სერბი ლეგიონერი ნიკოლა გაჩეშა (20.09.1987) 207 სმ სიმაღლის მოძრავი თავდამსხმელია. ნიკოლას ნათამაშები აქვს ამერიკის, რუმინეთის, საფრანგეთის და სლოვენიის კლუბებში. იგი სლოვენიის ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე იყო და ასევე, სლოვენიის თასის ფინალისტი გახდა ("ჰელიოსთან" ერთად).

ნიკოლამ გასული სეზონი საფრანგეთის კლუბ "რუელის" შემადგენლობაში გაატარა.

საქართველოს 25-ე ეროვნულ ჩემპიონატში რუსთაველთა ღირსებას დაიცავს ასევე ფორვარდი ზვიად ანთაძე (20.12.1988), რომელიც გასულ სეზონში "ოლიმპის" რიგებში ასპარეზობდა. მას ასევე ნათამაშები აქვს სტუ-ს, "შსს აკადემიის", "სოხუმის" და "დინამოს" შემადგენლობაში.

რაც შეეხება ეროვნულ პირველობას, სუპერლიგა სტარტს 17 ოქტომბერს აიღებს. "რუსთავის" პირველი მეტოქე "სოხუმი" იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა
[VIDEO] კატასტროფა - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
"მერაბმა ლამაზად შეუსრულა - უსმანი ყველა ფრონტზე დამარცხდა" - ამბობს დაღესტანელი პრომოუტერი
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
ქუთაისში ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას მემორიალი დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
სუპერლიგა 2017/18: 5 ლეგიონერი და "ბათუმი"
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგას მარნეულის "დელტა" შეემატა
"ტიტები", ნაკრები, "ტიტები" - ინტერვიუ ლაშა გამყრელიძესთან
ბალტიის ლიგა - ახალი ერა ქართულ კალათბურთში
ქორქია-საკანდელიძის მემორიალი: სუპერლიგელთმმუსვრელი
სუპერლიგა. V ტური. შეჯამება და სიმბოლური ნაკრები
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
დუდუ დადიანის მემორიალი: "დინამო" წელსაც გამარჯვებულია
რუსთავი-დინამო 79:101 - სტუმრების იოლი გამარჯვება
საქართველოს "ბ" ნაკრებმა ჩინელი არმიელები მეორედაც დაამარცხა
სუპერლიგა. ფინალი. V მატჩი: გამარჯვების დღე ქუთაისში [VIDEO+PHOTO]
ლაშა გამყრელიძემ საკალათბურთო კარიერა დაასრულა
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
სუპერლიგა. XVII ტური: ოქროს ტყორცნა NBA-სეულად
არც ზაზა, არც ცქიტა, არც მანუ - ნაკრები ევრობასკეტისთვის ცვლილებებით ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?