სუპერლიგის მეორე წრის მე-4ტური 21 თებერვალს რეგიონებში - რუსთავსა და ქუთაისში დაიწყო
სუპერლიგის მეორე წრის მე-4ტური 21 თებერვალს რეგიონებში - რუსთავსა და ქუთაისში დაიწყო. თუკი იმერეთში საინტერესო ბრძოლა იყო, ქვემო ქართლის მატჩზე ამას ვერ ვიტყვით. ჩემპიონატის ლიდერმა "დინამომ" რუსთავში იოლი გამარჯვება მოიპოვა - ირაკლი ხოშტარიას გუნდმა ქვემოქართლელები 101:79 დაამარცხა.

მატჩი ისე დაიწყო და ისე ჩამთავრდა, "რუსთავს" წარმატების შანსი არ ჰქონია. დინამოელთა ჩერნოგორიელმა ცენტრმა სტევან მილოშევიჩმა სამწამიან ზონაში ყველა ოპონენტი დაჯაბნა, მისი შემჩერებელი რუსთაველებში არ მოიძებნა.

მილოშევიჩმა პირველ მეოთხედსა და მეორე პერიოდის საწყის 3 წუთში 18 ქულა მოიპოვა და მოედანი ვალმოხდილმა დატოვა.

პირველი ათწუთეული დინამოელთა 13 ქულიანი ლიდერობით დასრულდა, დიდი შესვენებისთვის კი სტუმართა ლიდერობა 20 ქულამდე გაიზარდა. რუსთაველებს არა უშავდათ უკანა ხაზში - ქაქუცა აბაიშვილი და რევაზ ჩაჩანიძე სამქულიანებს ზუსტად ესროდნენ. ამ უკანასკნელმა 5-დან 5 სამიანი ჩააგდო. რუსთაველებმა მთლიანობაში მეტოქეზე 6-ით მეტი სამქულიანი მიითვალეს, მაგრამ მეტოქის სწრაფ შეტევებს და ფარზე ბატონობას ვერაფერი დაუპირისპირეს და საბოლოოდ 32 ქულით წააგეს.

დინამოელთაგან სტევან მილოშევიჩი გამოირჩა, რომელმაც 30 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. შესანიშნავად ითამაშა ზვიად ანთაძემ, რომელმაც თბილისელებს 15 ქულა და 7 მოხსნა მიაშველა. მილოშ პესიჩმა კი შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.

"რუსთავში" 19 ქულით ბომბარდირი რევაზ ჩაჩანიძე გახდა, ქაქუცა აბაიშვილმა 11 მიითვალა, ლევან ხმელის ანგარიშზე კი 10 ქულა იყო.

ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა 22 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ოთარ ხმელიძე ("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი): "თავიდანვე გამოჩნდა, რომ "დინამოს" დიდი უპირატესობა ჰქონდა ფარქვეშ. სტევან მილოშევიჩმა ძალიან კარგად ითამაშა და თავიდან ძლიან ბევრი ბურთი ჩაგვიგდო. ჩვენ მისი შეჩრება ვერ მოვახერხეთ და სამწამიან ზონაში მეტოქეს სრული უპირატესობა ჰქონდა. მხოლოდ უკანა ხაზიდან თამაშს ვერ მოვიგებდით და მეორე ტაიმში შანსი ახალგაზრდებს მივეცი, რომლებმაც თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს".

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "თამაშის დაწყებიდან მალევე გახდა ცნობილი, რომ მეტოქე წინააღმდეგობას ვერ გაგვიწევდა. ეს მოსალოდნელიც იყო და მინდა ვთქვა, რომ გამარჯვების მოპოვება არ გაგვჭირვებია. ჩვენ უფრო ძლიერ მეტოქეებთან საბრძოლველად ვემზდებით, რომლებთანაც მომავალ ტურებში მოგვიწევს თამაში".

წყარო: superleague.ge

22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
დინამო VS კლუჟი - შანსი არის, უნდა დაველოდოთ
"რუსთავმა" "მგზავრები" მარტივად დაამარცხა
დინამო-სოხუმი 80:75 - პირველად!
საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს "რუსთავი" და "დინამო" შეხვდებიან
"ᓐᓠ
ირაკლი ხოშტარია: ამ დონის გუნდებთან მოსაგებად მზად არ ვართ
დინამო-შსს აკადემია 85:79 - დინამოელთა წაუგებელი სერია გრძელდება
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგას მარნეულის "დელტა" შეემატა
ᕡᕐᓙᓐᕚᓐᓗᕑᕣᓠᕗᕝ ᓙᓚᕣᓑᓘ ᓗᓑᕘᓚᓘᕡᕘᓡ "ᓓᕘᓜᕐᕛᓝ" ᓡᓐᓥᓐᓠᕗᕕᓔᕚᕝᓡ ᓩᕔᕛᓞᓘᓝᓜᓘᕐ
ᓝᕚᓘ
სოხუმი-რუსთავი 79:65 - გამარჯვება ლეგიონერების გარეშე
ბათუმი-დინამო 59:72 - მასპინძლები უბრძოლველად დამარცხდნენ
დუდუ დადიანის მემორიალი: "დინამო" წელსაც გამარჯვებულია
"დინამომ" "ოლიმპს" სერიის მეორე მატჩიც მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
რუსთავმა სუპერლიგის "ყველა ვარსკლავის" მატჩ-აქციას უმასპინძლა
ცვლილებები საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში
პაატა გურასპაული საკალათბურთო საზოგადოებას შეხვდა
"რუსთავი" სეზონის წინ: ლაშა გამყრელიძე და ორი უცხოელი
რუსთავი-შსს აკადემია 71:69 - გამარჯვება ბოლო წამებზე
ბათუმი-რუსთავი 102:74 - დაგეგმილი გამარჯვება
დინამო-ხუვენტუტი 60:72 - საფანტი არ გვეყო [VIDEO]