გერმანიაში მოთამაშე ქართველს პროფესიული კონტრაქტის გაფორმება მეორე ბუნდესლიგის კლუბმა უკვე შესთავაზა
ყოველწლიურად, გერმანიის რეგიონებში ფეხბურთელთა შერჩევა ტარდება, მერე მათგან ნაკრებს აკომპლექტებენ და სხვა ქალაქების ანალოგიურ გუნდებთან ამხანაგურ მატჩებს ატარებენ. გუნდებს კი ქალაქების მიხედვით ჰქვიათ - Auswahk Fussball, ანუ შესარჩევი ფეხბურთელების გუნდი.

ერთი ასეთი მატჩი 10 ოქტომბერს გაიმართა. Hamburger Auswahk Fussball მიუნხენის გუნდს შეხვდა. ჰამბურგელთა გუნდი კაპიტნის სამკლავურით მოედანზე გაიყვანა ნიკა ფურცელაძემ, რომელზეც "ლელო" მცირე ხნის წინათ წერდა.

მატჩი 2:2 დასრულდა. 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა თავი გოლით გამოიჩინა. მატჩი გულშემატკივრებისთვის დახურული იყო, რადგან მას საგანგებოდ ესწრებიან მხოლოდ მწვრთნელები, სკაუტები და მედიის წარმომადგენლები.

სასიამოვნოა, რომ "ჰამბურგის" დუბლშემადგენლობაში მოთამაშე ქართველი ამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ვნახოთ, რა მოჰყვება ამას, რადგან ეს პატარა ამბავი არ არის - მსგავსი შერჩევებით ცნობილ კლუბებში ბევრი მოთამაშე მოხვედრილა. ნიკასთვის ამ მატჩში მონაწილეობა ბავშვობის ოცნება იყო, რადგან მისი თქმით, ასეთი თამაშების შემდეგ გამორჩეულ ფეხბურთელებს ძლიერ გუნდებში მიწვევის შანსი უჩნდებათ.

ნიკა რომ საუკეთესოდ აღიარეს, ამით მის კარიერაში შეიძლება გადამწყვეტი ეტაპიც დაიწყოს. ცხადია, ის ელოდება, რომ რომელიმე კლუბიდან დაუკავშირდებიან.

"ლელოს" ინფორმაციით, გერმანიაში მოთამაშე ქართველს პროფესიული კონტრაქტის გაფორმება მეორე ბუნდესლიგის კლუბმა უკვე შესთავაზა და ეს ინფორმაცია გუშინ თავადაც დაგვიდასტურა. თუმცა ის იმედოვნებს, რომ ბოლო შერჩევების შემდეგ, შესაძლოა, უფრო საინტერესო კლუბშიც მოხვდეს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა ფურცელაძე გერმანიაშია გაზრდილი და 2012 წელს ჰამბურგის რეგიონის საუკეთესო ახალგაზრდებს შორის მე-3 ადგილზე დაასახელეს. 2010 წელს კობა ჟორჟიკაშვილმა ის 17-წლამდელთა შეკრებაზე მიიწვია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გიორგი ყიფიანმა 19-წლამდელებში კრასნოდარელი ლეო გოგლიჩიძე გამოიძახა
ბოლნისის "სიონი"-საჩხერის "ჩიხურა" - შეხვედრის ორი საკამათო ეპიზოდი [VIDEO]
ეროვნული ლიგა. V ტური: "რუსთავმა" ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ მოიგო
კობა ჟორჟიკაშვილი: მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ
ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ბოლნისის "სიონი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
უცნობი ქართველები: "ჰამბურგის" გოლიათი ქართველი "ზანკტ პაულიში" ითამაშებს
მადლობა, მშვიდობით - "სიონი" მწვრთნელმა და ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა