იგლი ტარე - ალბანელთა რუხი კარდინალი

იყო დრო, როდესაც საქართველოს ნაკრები ალბანეთის ეროვნულ გუნდს ჯგუფში ორიდან ორ თამაშს უგებდა. მოგვიანებით, ძალები უფრო გათანაბრდა, დღეს კი ალბანელები გაცილებით წინ არიან და ამის დასტური მათი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა.

დიახ, ალბანეთის ეროვნული ნაკრები საფრანგეთში დაგეგმილ კონტინენტის პირველობაზე იასპარეზებს, რადგან ამ გუნდმა შესარჩევ ეტაპზე შესანიშნავად იასპარეზა და ისეთი ძლიერი ნაკრებები მოიტოვა უკან, როგორებიც დანიელებს და სერბებს ჰყავთ.

თითოეული გუნდის თუ ნაკრების წარმატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და ბუნებრივია, რომ ალბანელთა აღმასვლის საფუძველებსაც უფრო ჩაღრმავება და კომპლექსური გაანალიზება სჭირდება, მაგრამ ერთი ფაქტია - ამ პროგრესის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იგლი ტარეა, კაცი, რომელსაც დღეს არავითარი შეხება არ აქვს ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან და საერთოდ, იტალიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

იგლი ტარემ საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილი იტალიაში გაატარა. თამაშობდა "ბრეშაში", "ბოლონიაში", "კალიარიში" და ბოლოს "ლაციოში", სადაც დარჩა კიდეც და დღეს კლუბის სპორტული დირექტორის პოსტი უკავია. მოკლედ, ტარე იტალიურ საფეხბურთო სამყაროს მოერგო, რამაც ალბანური ფეხბურთის განვითარებაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია.

სულ მალე სერია A-სა და B-ში ნიჭიერი ალბანელი ფეხბურთელები გამოჩნდნენ და ამ ყველაფრის უკან სწორედ იგლი ტარე იდგა. ყოფილმა ფეხბურთელმა "ლაციოს" ვიცე-პრეზიდენტობას აგენტის ფუნქციები შეუთავსა და არაერთ თანამემამულეს გაუხსნა გზა ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ლიგისკენ.

ასე მოხვდა ეტრიტ ბერიშა "ლაციოში", რომელიც დღეს ალბანეთის ნაკრების ძირითადი მეკარეა და შესარჩევ ეტაპზე ბრწყინვალედ იასაპარეზა.

ასე მოხვდა ლორიკ ცანა იმავე "ლაციოში" და გუნდის ერთ-ერთ საკვანძო მცველად იქცა; ასე მოხვდა ელსეიდ ჰიუსაი "ემპოლიში", დღეს კი "ნაპოლის" რიგებშია და მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობს; ასე მოხვდა ანდი ლილა "პარმაში" და მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი სერია A-დან გავარდა, თვითონ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღო; ასე მოხვდა მიგენ ბაშა "ტორინოში" და იქ ოთხი კარგი სეზონი გაატარა; ასე მოხვდა ლედიან მემუშა "პაგანეზეში", შემდეგ "კარპის", "ლეჩეს" და "კიევოს" მაისური მოირგო, დღეს კი "პესკარაში" ასპარეზობს.

ამ ფეხბურთელებს მიეცათ შანსი, რომ უფრო მაღალ დონეზე ეასპარეზათ - ეს შანსი გამოიყენეს და შემდეგ ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგნენ.

სწორედ ამიტომ თვითონ ალბანელები მათი ნაკრების ტრიუმფის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედად მიიჩნევენ კაცს, რომელიც დღეს იტალიაში ცხოვრობს და ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან შორიდან თანამშრომლობს.

კინაღამ გამოგვრჩა - ამ თანამშრომლობის შედეგია ის, რომ დღეს ალბანეთის ნაკრებს იტალიელი მწვრთნელი ჯანი დე ბიაზი წვრთნის. სწორედ ტარემ გაუწია დე ბიაზის რეკომენდაცია და თუ რა შედეგი მოუტანა სენიორ ჯანიმ ალბანეთს, ყველა კარგად ვხედავთ.

ამ მაგალითით კარგად ჩანს, თუ რამდენი რამის შეცვლა შეუძლია ერთ ადამიანს - იგლი ტარემ იტალიაში ფანჯარა გაჭრა, რითაც ალბანური ფეხბურთის არნახულ წარმატებაში ლომის წილი დაიდო.

ტარემ იტალიურ სპორტულ ჟურნალისტებს ამ თემაზე მოკლე კომენტარი მისცა და ბოლოს სწორედ მას გადავცეთ სიტყვა:

"პირადად მე, გამიმართლა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდი და სერია A-ში ვითამაშე. არაერთი ალბანელი ფეხბურთელი მახსოვს, რომლებსაც ჩემზე უკეთ შეეძლოთ თამაში, მაგრამ კარიერა უსახელოდ დაასრულეს.

ამიტომ, როდესაც საშუალება მომეცა, ნიჭიერ ალბანელ ფეხბურთელებს გვერდში დავუდექი და ამით იტალიურმა კლუბებმაც იხეირეს. ბედნიერი ვარ, რომ ამან ალბანური ფეხბურთის განვითარებას ხელი შეუწყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qutaiseli
ტარე მართლა გამორჩეული იყო ალბანელებში.გერმანიასთან იკლავდენ თავს განსაკუთრებით.
asdf
მახსოვს ტარე.მართლა მარტო ეგ ყავდათ.მისაბაძი კაცი ყოფილა.
mamuka
კობიმაც და არველაძეებმაც ბევრს გაუწიეს რეკომენდაცია და წაიყვანეს, მაგრამ ვერავინ ვერ გაქაჩა
სახელი
რა იქნებოდა კობიაშვილიც მაგას დამსგავსებიყო...
arvel
არველაძეებს გავს
walkabout
იქაური ჯუღელია ოღონდ კარგ საქმეებს აკეთებს...))
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
ლეგენდარული კევინ კიგანი გარდაიცვალა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
"დე ლა ფუენტეს ისეთ ადგილას დავიხატავ, რომ..." - კუკურელია პირობას ასრულებს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ინტერში" მარკო ბრანკას ერა სრულდება
"სულელი ხარ!" - სკანდალი აზერბაიჯანში, ჟურნალისტები საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ
უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?
ევრო 2016. A ჯგუფი. I ტური: შვეიცარიამ ალბანეთს მოუგო, ძმამ - ძმას [VIDEO]
აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელად ჩერჩესოვს ან გიუნეშს დანიშნავენ
ალბანეთი
აზერბაიჯანის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა "დინამოსთან" მატჩში "ნეფთჩის" შანსები შეაფასა
უკრაინელთა წამყვანმა ფეხბურთელმა შეიძლება საქართველოსთან ვერ ითამაშოს
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
მეოთხე ადგილზე გასვლის გამო აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელს კონტრაქტი არ გაუგრძელეს
უკრაინამ ალბანეთს მოუგო და A დივიზიონში გადასავლელად იბრძოლებს
მანოლო გაბიადინი "ლაციოში"?
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
დე ბიაზი, რომლისგანაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ, ნაკრებიდან გაუშვეს
"ალბანელები ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანეთ" - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
გაიცანით, ევროპის ჩემპიონატების დებიუტანტი ნაკრები
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
იგლი ტარე: ერნანესი არ იყიდება
"ვიცი, რომ ეს მწვრთნელი "ნაპოლიში" ბრუნდება" - იმობილეს "პარტენოპეის" ახალი სავარაუდო დამრიგებლის გამო თავს ესხმიან, პრეზიდენტმა კი უცნაური განცხადება გააკეთა
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
"ლაციოს" დირექტორი: პოლიტიკოსებს არა აქვთ უფლება, სეზონის განახლებაში ხელი შეგვიშალონ
ალბანეთი - ჩეხეთი 0:0 - "ჯვაროსნებს" ოლომოუცში გამარჯვება სჭირდებათ [VIDEO]
იგლი ტარე: "ლაციოს" ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ჩირო იმობილეა
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
მილანი-ლაციო 0:1 - ფილიპო ინძაგი მაინც დაინდეს [VIDEO]