რომაელები ახალ ფორვარდს ეძებენ
მანოლო გაბიადინის გადაბირება რომ არაერთ იტალიურ გრანდს სურს, აპენინურ სპორტულ პრესაში ხშირად იწერება და დროა, ამ თემას ჩვენც შევეხოთ. 21 წლის ფორვარდი "იუვენტუსის" საკუთრებაშია და შესაბამისად, მსურველები სწორედ ტურინელებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

აქვე ვთქვათ, რომ "იუვემ" მანოლო "ატალანტასგან" გამოისყიდა და გასულ სეზონში "ბოლონიაში" ჰყავდა განათხოვრებული. მართალია, გაბიადინი უნიჭიერესი შემტევია და იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ითვლება, მაგრამ ტურინულ გრანდში არსებული მძაფრი კონკურენციის გამო "იუვეში" ასპარეზობის საშუალება ჯერ კიდევ არ ეძლევა. ამიტომ თვითონ ფეხბურთელმა გამოთქვა სურვილი, რომ კარიერა სხვა გუნდში გააგრძელოს და სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმოს.

აქამდე გაბიადინის მიმართულებით ყველაზე მეტად "ინტერის" მესვეურები აქტიურობდნენ, ბოლო პერიოდში კი წინა პლანზე "ლაციომ" წამოიწია. "გაძეტა დელო სპორტის" მიერ 1-ელ ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ მანოლომ მომდევნო სეზონიდან სწორედ "ბიანკოჩელესტეში" იასპარეზოს.

გასულ სეზონში მიროსლავ კლოზე ტრავმებმა გატანჯეს და "ლაციოს" თავკაცი ვლადიმირ პეტკოვიჩი ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა. ერთი ხანობა, სერჯო ფლოკარის ათამაშებამ უშველა, თუმცა ჩავარდნას მაინც ვერ ასცდა და სეზონის პირველ ეტაპზე სკუდეტოსთვის მებრძოლი გუნდი ევროზონას ჩამოსცდა. მართალია, რომაელებმა იტალიის თასი მოიპოვეს და ამ გზით გავიდნენ ევროპალიგაზე, მაგრამ სერია A-ს მეორე ეტაპის ჩაგდება ფაქტად რჩება. ანუ რომაელებს თავდამსხმელი სჭირდებათ და კლუბის სპორტული დირექტორი იგლი ტარე ამას არც უარყოფს:

"გაბიადინის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომელიც იმედია, წარმატებით დასრულდება. მანოლოს გადაბირება ისეთ გუნდებს სურთ, როგორებიც "ინტერი" და "ფიორენტინა" არიან, თუმცა თავად ფეხბურთელს ჩვენკენ მოუწევს გული. უახლოეს დღეებში მანოლოს კიდევ ერთხელ შევხვდები, რადგან მასთან პირად დეტალებზე შეთანხმება მიზნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვნახოთ განახლებული "აძურა"

მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
[VIDEO] ინტერვიუს დროს კანკალებდა - ლავეცის ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეშფოთება გამოიწვია
ტრავმების ეპიდემიის ფონზე, "იუვენტუსი" ზინჩენკოს დამატების ვარიანტს განიხილავს
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
ლოჩოშვილის სრული მატჩი და "კიოლნის" ფრე "ვერდერთან"
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
[VIDEO] კვერნაძემ სერია A-ში ისევ გაიტანა და საუკეთესო იყო - "ფროზინონე" "ჯენოას" ფრედ ეთამაშა
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
"ინტერში" მარკო ბრანკას ერა სრულდება
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
კლოზე შეიძლება "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნონ - წაიყვანს ლოჩოშვილს?
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
მიროსლავ კლოზე "ბაიერნის" მწვრთნელად დანიშნეს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
კლოზეს "ზალცბურგთან" ფრემაც ვერ უშველა - გერმანელი "ალტახიდან" დაითხოვეს
იგლი ტარე: ერნანესი არ იყიდება
კლოზე "ბაიერნში" დაბრუნდება?
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ვიცი, რომ ეს მწვრთნელი "ნაპოლიში" ბრუნდება" - იმობილეს "პარტენოპეის" ახალი სავარაუდო დამრიგებლის გამო თავს ესხმიან, პრეზიდენტმა კი უცნაური განცხადება გააკეთა
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
ოფიციალურად: კლოზემ გერმანული გუნდი ჩაიბარა
მიროსლავ კლოზემ შესაძლოა გერმანული გუნდი ჩაიბაროს
"ლაციოს" დირექტორი: პოლიტიკოსებს არა აქვთ უფლება, სეზონის განახლებაში ხელი შეგვიშალონ
ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი: ვისი დამსახურებაა ალბანეთის ნაკრების პროგრესი
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
იგლი ტარე: "ლაციოს" ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ჩირო იმობილეა