ესპანელი ჩოგბურთელის საოცარი პროგრესის ისტორია
გასულ კვირას, ქალებმა სეზონში ბოლო უმაღლესი კატეგორიის ტურნირი ითამაშეს პეკინში. ბევრმა ჩოგბურთელმა უარი თქვა თამაშზე - სერენა უილიამსმა, შარაპოვამ, საფაროვამ, აზარენკამ. გარდა ამისა, პირველ ორ ნომრად განთესილებმა - ჰალეპმა და კვიტოვამ პირველივე წრეში წააგეს. ასე რომ, წარმატების კარგი შანსი მიიღეს სხვა ჩოგბურთელებმა. მაგალითად, გარბინ მუგურუსამ, რომელმაც უჰანში ფინალის შემდეგ, ჩინეთის დედაქალაქში გამარჯვება შეძლო. ესპანელი ზედიზედ ორი კვირაა აუმჯობესებს პირად რეკორდს რეიტინგში. ახლა, მან მეოთხე ადგილამდე ასვლა შეძლო. ის გახდა 1992 წლის შემდეგ დაბადებული პირველი ჩოგბურთელი, ვინც TOP4-ში შეაღწია.

ამასთან, მუგურუსას შარაპოვას მესამე ადგილამდე ერთი ქულა აშორებს, ხოლო "ჩემპიონთა რბოლაში" უკვე გაუსწრო რუსს.

ფინალში მუგურუსასთან წააგო ტიმეა ბაშჩინსკიმ. შვეიცარიელი შესანიშნავ სეზონს ატარებს. გადამწყვეტ მატჩში თამაშმა მას საშუალება მისცა, კარიერაში პირველად შესულიყო WTA-ის რეიტინგის TOP10-ში.

ნახევარფინალამდე მისულმა აგნიეშკა რადვანსკამ პენეტასა და საფაროვას გაუსწრო და მეექვსე ადგილზე გადავიდა. პოლონელი მხოლოდ ერთი თვე იმყოფებოდა ტოპ-ათეულის მიღმა. პირველი ათეულიდან კი კაროლინა პლიშკოვა გავარდა, რომელმაც ერთბაშად ექვსი პოზიცია დაკარგა - მეცხრედან მეთხუთმეტემდე დაეშვა.

გარდა ამისა, ანდრეა პეტკოვიჩმა ტოპ-ოცეულიდან გამოაგდო ელინა სვიტოლინა.

როგორც იქნა, გამოცოცხლდა მამაკაცთა ტური ATP-500-ის კატეგორიის ორი ტურნირის შემდეგ. გარდა ამისა, ჩოგბურთელებს გამოაკლდათ ქულები შანხაის "მასტერსისთვის". ამან გამოიწვია ორი ძირითადი ცვლილება - როჯერ ფედერერმა დაკარგა 1000 ქულა და მეორე ადგილზე გაუშვა ენდი მარეი, აგრეთვე ტოპ-ათეულში საკუთარი ადგილი დამთო შანხანის შარშანდელმა ფინალისტმა ჟილ სიმონმა. მისი პოზიციისთვის იბრძოდნენ კევინ ანდერსონი, რიშარ გასკე და ჯონ ისნერი. კევინმა პირველივე წრეში წააგო, მაგრამ მისმა კონკურენტებმაც ვერ დააგროვეს ბევრი ქულა, ამიტომაც, სამხრეთაფრიკელი კარიერაში პირველად შევიდა ტოპ-ათეულში.

პეკინსა და ტოკიოში ტიტულები მოიგეს ჯოკოვიჩმა და ვავრინკამ. სერბს ისედაც დიდი უპირატესობა ჰქონდა, სტენმა კი გაიმყარა პოზიციები მეოთხე ადგილზე. მას სოლიდური უპირატესობა აქვს ბერდიხზე, მაგრამ ასევე ბევრით ჩამორჩება ფედერერს. ნოვაკთან ფინალის წაგების შემდეგ, რაფაელ ნადალმა დავიდ ფერერს გაუსწრო და ისევ მეშვიდე ადგილზეა.

ამ კვირას ისევ მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები TOP10-ში. ვოზნიაცკი შვიდი ქულით ჩამორჩება ბაშჩინსკის, მაგრამ ლინცში ქულებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აიღებს, თუ ტიტულს დაისაკუთრებს. ვინუს უილიამსს ჰონგ კონგში ფინალიც ეყოფა ბაშჩინსკის გასასწრებად.

მამაკაცებს გამოაკლდებათ ქულები ATP-250-ის სამი ტურნირისთვის. 250 ქულას დაკარგავენ მარეი, ჩილიჩი და ბერდიხი. მათთვის ეს უმნიშვნელო დანაკარგი იქნება.

უფრო მნიშვნელოვანია ქულების დაგროვება შანხაის "მასტერსზე". ფედერერმა აქ უკვე წააგო პირველი მატჩი, მარეიმ კი წარმატებით გაიარა მეორე წრის ბარიერი, ასე რომ, ენდის მეორე ადგილი ხელუხლებელი დარჩება.

რაც შეეხება "საჩემპიონო ბრძოლას", ბევრისთვის ეს არის ფაქტობრივად ბოლო შანსი - იბრძოლოს ლონდონის საგზურისთვის. ჯერჯერობით, TOP8 ცხადად არის გამოკვეთილი. სიტუაცია შეიძლება მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიცვალოს - თუ უახლოესი მდევრებიდან (ისნერი, ანდერსონი, გასკე, ჩილიჩი, რაონიჩი) რომელიმე ტიტულს მოიგებს.

WTA. TOP10

1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 11 285

2(2). სიმონა ჰალეპი (რუმ) 6 580

3(3). მარია შარაპოვა (რუს) 4 691

4(5). გარბინ მუგურუსა (ესპ) 4 690

5(4). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 3 850

6(8). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 3 515

7(6). ლუსი საფაროვა (ჩეხ) 3 406

8(7). ფლავია პენეტა (იტა) 3 372

9(10). ანჟელიკ კერბერი (გერ) 3 330

10(17). ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც) 3 151

ATP. TOP10

1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 15 785

2(3). ენდი მარეი (ბრიტ) 8 640

3(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) 8 420

4(4). სტენ ვავრინკა (შვეიც) 6 495

5(5). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 4 910

6(6). კეი ნიშიკორი (იაპ) 4 710

7(8). რაფაელ ნადალი (ესპ) 4 060

8(7). დავიდ ფერერი (ესპ) 3 945

9(9). მილოშ რაონიჩი (კან) 2 770

10(10). კევინ ანდერსონი (ს. აფრ) 2 475

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა