17-18 ოქტომბერს პარიზში საქართველოდან მხოლოდ ორი სპორტსმენი გამოვა
უახლოეს უქმეებზე - 17-18 ოქტომბერს პარიზში "დიდი მუზარადის" მორიგი ტურნირი გაიმართება, თუმცა იქ საქართველოდან მხოლოდ ორი სპორტსმენი გამოვა - ვაჟებში ვალერი ლიპარტელიანი (90) იჭიდავებს, ქალებში - ესტერ სტამი (70).

ეს შეჯიბრება ყოველთვის თებერვალში ტარდებოდა, წლეულს კი ფრანგებმა შუაგული შემოდგომისთვის გადმოსწიეს. როგორც ამბობენ, ამის მიზეზი "ბერსის" კომპლექსის რემონტი გახდა, სადაც ტრადიციულად იმართება ხოლმე ეს შეჯიბრება, თუმცა რამდენად მართალია, ვერ გეტყვით, რადგან საფრანგეთს, ჩვენგან განსხვავებით, მაღალი დონის სპორტული ბაზები არ უჭირს.

თუმცა "ბერსი" სულაც არაა სპორტული არენა, ჩვეულებრივი კომპლექსია, სადაც ფართებს აქირავებენ, დამქირავებელს კი ნებისმიერი სახის ღონისძიების გამართვა შეუძლია.

ასეა თუ ისე, ჩვენებმა ის იმთავითვე გამორიცხეს, რადგან მისი გამართვის ახალი კალენდარი მიუღებლად მიიჩნიეს. უმთავრესად იმიტომ, რომ გაისად ის ისევ თებერვალში გაიმართება, ანუ მალე ისევ მოუწევთ იქ ჩასვლა. თან წლის მიწურულია, მსოფლიოს პირველობის შემდეგ გუნდმა არც ისე დიდი ხნის წინ განაახლა ვარჯიში და უხეშად რომ ვთქვათ, ჯერ არაა "მოქოქილი", არ არიან ფორმაში.

ლიპარტელიანმა თვითონ ითხოვა იქ გამოსვლა და ფედერაციაც დათანხმდა. მით უფრო, მსოფლიოს შემდეგ ის ისედაც გერმანიაშია, სადაც ბუნდესლიგაში ჭიდაობს.

რაც შეეხება სტამს, ის სულაც მშობლიურ ჰოლანდიაში ვარჯიშობს, იქიდან საფრანგეთში გადასვლა კი ელემენტარული ამბავია. თან მას სალიცენზიო ჩათვლაში პოზიციების გასამყარებლად ქულები სჭირდება.

ივარაუდება, რომ ჩვენები წარმატებით იასპარეზებენ და ქულათა მარაგს გაიმდიდრებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
ძიუდოში ახალი წესები დაამტკიცეს, რომლებიც პირველ რიგში, ქართველებს გაახარებს
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
ძიუდოისტთა ნაკრები: ესტერ სტამი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: აწევს ლაშა ტალახაძე "ბევერლი ჰილს"? [VIDEO]
ვიდრე შედეგს არ გვაჩვენებენ, არ ვაფინანსებთ... ლუჩილა ძაპა უკვე საქართველოშია
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
მიქს-ძიუდო ოლიმპიადაზე - როგორი იქნება ახალი წესი საქართველოს ნაკრებისთვის
შავდათუაშვილი მსოფლიოზე გამაყუჩებლით იჭიდავებს