18 ოქტომბერს უმაღლესი ლიგის VIII ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა
18 ოქტომბერს უმაღლესი ლიგის VIII ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა.

გორის "დილამ" საკუთარ მოედანზე ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა. შეხვედრა ანგარიშის გახსნა მასპინძლებმა 32-ე წუთზე გიორგი ერისთავის გოლის წყალობით შეძლეს. 43-ე წუთზე კი გიგა სამხარაძემ უპირატესობით გაზრდა ორ ბურთამდე მოახერხა. პირველი ტაიმი გორელების გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის ანგარიშიც კვლავ მასპინძლებმა გახსნეს. ოთარ მარცვალაძემ გოლი 54-ე წუტზე შეაგდო. 74-ე წუტზე მარცვალაძემ დუბლი მიითვალა. მარცვალაძე ამაზე არ გაჩერდა და 90-ე წუთზე ჰეთ თრიქი შეასრულა. საბოლოოდ "დილამ" ანაგრიშით 5:0 მოიგო.

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე"

დილა-გურია 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 გიორგი ერისთავი (32), 2:0 გიგა სამხარაძე (43), 3:0, 4:0, 5:0 ოთარ მარცვალაძე (54, 74, 90)

დისკვალიფიკაცია: გუგა ფალავანდიშვილი (დილა)

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე "ცხინვალმა" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა. გუნდებს შორის პირველი ტაიმი უგულო ფრედ დასრულდა.

მეორე ტაიმში კი "ცხინვალი" დაწინაურდა. 53-ე წუთზე ვასილ ბაჩიაშვილმა გაიტანა. 84-ე წუთ გიორგი კორიფაძემ გათანაბრება შეძლო. საბოლოოდ მატჩი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.

თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო

ცხინვალი-ჩიხურა 1:1 (0:0)

გოლი: 1:0 ვასილ ბაჩიაშვილი (53), 1:1 გიორგი კორიფაძე (84)

შეგახსენებთ, რომ "ზუგდიდი"-"სიონი" გადაიდო.

სატურნირო ცხრილი: 1. დილა - 19, 2. დინამო (თბ) - 19, 3. სიონი - 17 (ცხრილი gff.ge-ს მიხედვით)

17 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემიონატის უმაღლესი ლიგის VIII ტურის ოთხი მატჩი გაიმართა.

ცენტრალური დაპირისპირება ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 68-ე წუთზე დათა სიჭინავამ გახსნა, სტუმრებმა კი ქულის გადარჩენა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე, ბაჩანა არაბულის გოლით შეძლეს.

თბილისის "დინამო" 19 ქულით კვლავ სატურნირო ცხრილის ლიდერია, თუმცა თამაში რეზერვში აქვს მეორეადგილოსან ბოლნისის "სიონს", რომლის აქტივში 17 ქულაა.

საინტერესო დაპირისპირება გაიმართა ქობულეთში, სადაც ბათუმის "დინამომ" "სამტრედიას" უმასპინძლა და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა.

ანგარიში უკვე მე-5 წუთზე გიორგი ბერიაშვილმა გახსნა, რომელმაც 71-ე წუთზე დუბლი მიითვალა.

სტუმრად მარტვილში სამი ქულა მოიპოვა ქობულეთის "შუქურამ", რომელმაც "მერანს" ანგარიშით 2:1 მოუგო. სამივე გოლი სტუმართა ანგარიშზეა - 27-ე წუთზე ავტოგოლი ალან ბაგაევმა გაიტანა, 45-ეზე გიორგი ჩელებაძემ გაათანაბრა, საბოლოო ანგარიში კი ელგუჯა ლობჟანიძემ 94-ეზე დააფიქსირა.

ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა ფოთის "კოლხეთმა" თბილისის "ლოკომოტივს". ლანჩხუთში გამართულ მატჩში ყველა გოლი პირველ ტაიმში გავიდა. მე-18 წუთზე ანგარიში ალექსანდრე კოშკაძემ გახსნა, 24-ზე კი ნიკოლოზ სიჭინავამ უპირატესობა ორბურთიანი გახადა. შესვენებამდე დუბლის შესრულება მერაბ გიგაურმა (40-ე, 43-ე) მოასწრო.

goreli
"გურია" კარგი გუნდია,პირველი ტაიმი ცუდად არ უთამაშიათ.მეორე ტაიმში ძალიან გაუჭირდათ, ფეხბურთელებს ფეხები ეკეცებოდათ და ბევრ შეცდომებს უშვებდნენ,ეტყობა ფიზმომზადებაში მაგრად მოიკოჭლებენ.
gori--TENGOS
თენგო მეგობარო მეორე სტატიაზე ადევს ვიდე და თუ სურვილი გაქვს ნახე
tengo
ვაი თქვენს ჯურნალისტობას . ან პატარა ვიდეო დადეთ, ან შემადგენლობა მაინც დაწერეთ . მერე გამოდიხართ და ქართულ ფეხბურთს არჩევთ.
ფეოლა
ეს გამგებელი მოაცილეთ "გურიას". გუნდს მიხედოს ხალხმა საფეხბურთო სფეროდან. ეგ კაცი ბევრს იღებს თავის თავზე თვითონ მისახედია!
oto
ვიდეო გადაგება არ არსებობს?
jemo
დილას ულოცავ გამარჯვებას. გთხოვთ ყველამ ნახოთ მერანი-შუქურას თამაში, თუ რა თავხედობით გამოირჩევოდა დავით ხარიტონაშვილი(მსაჯი) ეს იყო მაგალითი იმისა თუ როგორ არ უნდა იმსაჯოს მსაჯმა ფეხბურთი. საშინელება ჩაიდინა. სამი ქულა წაართვა მერანს. ეს მიმდინარე შემპიონატში მსაჯების გამო წართმეული ექვსი ქულაა მერანისთვის. პირველი ცხინვალთან წართვეს ახლა შუქურასთან. მერანს მიმდინარე შემპიონატში მინიმუმ 9 ქულა ექნებოდა რომ არა ეს მაიმუნი მსაჯობა. და ცხრილშიც ნახეთ თუ სად იქნებოდა. ლევან კობიაშვილს ვთხოვ უშვალოდ თვითონ ნახოს მერანი-შუქურას თამაში ბოლომდე და მერე მიიღოს გადაწყვეტილება ხარიტონაშვილი უნდა იყოს თუ არა მსაჯი.
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა