"ჩემი და ჯინო ლატიერის ურთიერთობა უფრო მეგობრულია, ვიდრე ზოგადად, ფეხბურთელისა და მწვრთნელის..."
საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის შემტევი გიორგი ჭანტურია "დუისბურგში" გვარიანი ხმაურით მივიდა. ჯერ იყო გამარჯვების გოლი "პადერბორნთან" დერბიში, მერე კი შესანიშნავი და შედეგიანი თამაში საკონტროლო მატჩებში, სანაკრებო პაუზის დროს.

ჭანტურიას პროგრესზე საგანგებოდ ისაუბრა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯინო ლეტიერიმ. გიორგის წინსვლა ჩვენც ძალიან გვახარებს - მისი პოტენციალის გათვალისწინებით, ის დიდი ძალა უნდა იყოს საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში...

ჭანტურიას გერმანიაში შევეხმიანეთ და ინტერვიუ ვთხოვეთ...

- ბოლომდე გაიარეთ ახალ კლუბსა და ქვეყანასთან ადაპტაცია?

- კი, ყველაფერი კარგადაა. უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "დუისბურგში" ბოლომდე ვარ ადაპტირებული. ქვეყანასაც კარგად შევეჩვიე, გუნდსაც და აქაურ ატმოსფეროსაც. მოკლედ, თავს შესანიშნავად ვგრძნობ.

- ყველაფერი პირველი - განსაკუთრებულია. გაიხსენეთ "პადერბორნის" კარში თქვენ მიერ გატანილი გოლი, რომელიც ოფიციალურ დებიუტს დაემთხვა...

- ძალიან მნიშვნელოვანი გოლი იყო. რომ არ მოგვეგო, მწვრთნელს უშვებდნენ გუნდიდან და ეს ჩემთვის ძალიან ცუდი იქნებოდა. სწორედ ჯინო ლეტიერის დიდი მოწადინებით მოვხვდი "დუისბურგში". მან თავიდანვე მომცა შანსი.

მთელი კვირის განმავლობაში ძალიან ნერვიულობდა. მე მას შევპირდი, რომ შევიდოდი და გავიტანდი. დიდ ნდობას ვგრძნობ ამ კაცისგან და მიხარია, რომ გავუმართლე. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ჯინო ლეტიერი დღეს ჩემი ძალიან ახლო მეგობარია.

- უფრო დაწვრილებით გვითხარით, როგორი დამოკიდებულება აქვს მწვრთნელს თქვენ მიმართ?

- ჯინო ძალიან კარგი პიროვნებაა. ის მაშინ დამიდგა გვერდით, როცა ყველამ ზურგი მაქცია. მე მას ეს დავუფასე და მომავალში უფრო მეტს გავაკეთებ მისთვის. ჩვენი ურთიერთობა უფრო მეგობრულია, ვიდრე ზოგადად, ფეხბურთელისა და მწვრთნელის...

ფოტოზე: ჯინო ლეტიერი და გიორგი ჭანტურია

- რა მიზანს ისახავს "დუისბურგი" მიმდინარე სეზონში?

- ჩვენი მიზანი მეორე ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.

- გიორგი, გულწრფელად გვითხარით, გერმანულ დატვირთვებს ბოლომდე შეეგუეთ? მათზე ლეგენდები დადის...

- "დუისბურგი" ამბიციური კლუბია, ნამდვილი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. ხუთ გუნდში მაქვს ნათამაშები და ალალად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს სიცოცხლეში ამხელა დატვირთვები არსად მქონია. მაგრამ ეს ჩემთვის კარგია. ერთი თვეა აქ ვარ და უკვე 8 კილოგრამამდე დავიკელი. საქმეს ძალიან პროფესიულად უდგებიან...

- რა რეზონანსი ჰქონდა საქართველოს ნაკრების თამაშს გერმანიაში?

- ყველამ აღიარა, რომ ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშეთ. მე კი, ცხადია, მსიამოვნებს ჩვენს ნაკრებზე ამდენი დადებითი აზრის მოსმენა. რომ არა ნოიერი, მჯერა, მოგებაც შეგვეძლო.

- საინტერესოა უშუალოდ თქვენი აზრი საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით...

- ფაქტია, თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ. ეს კი იმის წინაპირობაა, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გვექნება.

- მაშ, თქვენი აზრით, მომავალ შესარჩევში ჯგუფიდან გასვლა რეალურია?

- მჯერა, ეს შეგვიძლია. ყველამ მაქსიმალურად უნდა ვიშრომოთ და ვივარჯიშოთ კლუბებში. როცა სანაკრებო მატჩების დრო მოვა, მზად უნდა ვიყოთ. ყველა ერთად უნდა დავდგეთ. ისეთი კოლექტივია შეკრული, იმხელა ერთიანობაა, რომ ამის შანსი ნამდვილად გვაქვს.

- კითხვა, რომელიც ქართველ ქომაგს აწუხებს: როდის გვაჩვენებს თავის მაქსიმუმს გიორგი ჭანტურია?

- მე მოკლედ ვუპასუხებ ამ კითხვას: ძალიან მალე!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Kakha
უნდა დათანხმებოდი იტალიაში 2-ჯერ მეტ ხელაფსს გთავაზობდნენ ვიდრე მაგ დუისბურგში მეტი მოითხოვე და უარი გითხრეს. არ გერჩივნა სერია A ში თამაში? თუ მოუმატებ ისევ იქნები კარგ გუნდებში დარწმუნებული ვარ.შენ ეგ შეგიძლია და ნუ გაანიავებ რა ამხელა ნიჭს როგორც ბევრმა ქართველმა ფეხბურთელმა.
Vova
უნდა გახდე!ბოლოს ძლივს დაგორავდი!
gio
აქამდე რატომ არ დაიკელი 8 კგ, ბაზარში მუშაობდი და კარტოფილს ყიდიდი? არ ვარჯიშობდი ბიძიკო წესიერად და იმიტომ?! შედეგიც გაქვს შესაბამისი! ამბიციურ კლუბში არა შენც ეხლა ბუნდესლიგის ჩემპიონბისთვის მებრძოლ გუნდში არ თამაშობდე. გაისად მესამე ბუნდეს ლიგაში იქნება ეს გუნდი. შენ ალბათ უკრაინაში გადახვალ. ღმერთმა ქნას ვცდებოდე, წარმატებას გისურვებ!
ბმბ
ხო მიდი მიდი, ივარჯიშე და დაინახავ ქართველების სიყვარულს! შენი გასაკეთებელი შენ უნდა გააკეთო, რო შეგიძლია და არ აკეთებდი, იმიტომაც მოგდიოდა შესაბამისი კომენტარები, შეგიძლია და გააკეთე რა! წარმატებები!
ako
ღმერთმაც კარგი ქნას, მაგრამ.......
თუთი
გუშინ მის თამაშს ვუყურე. შეცვალზე შემოვიდა.საერთოდ ვერ ითამაშა. დრო ჭირდება.
ლევან
ძალიან მინდა გიომ რომ მაგრა მოუმატოს.......წარმატებები მას
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
"დუისბურგის" მწვრთნელი: საქართველოს ნაკრებში ლაშა დვალი ანტიბიოტიკებით ათამაშეს
ნოიერმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გააგრძელა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
Liga-zwei: ჭანტურიამ ისეთი კლასი გამოავლინა, "დუისბურგს" მისი შენარჩუნება გაუჭირდება
გიორგი ჭანტურია: "დუისბურგში" იმიტომ ვარ, რომ საქართველოს გამოვადგე!
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
გიორგი ჭანტურია "დუისბურგიდან" წამოვიდა
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
Liga2-online: ხმათა 61%-ით, გიორგი ჭანტურია ბოლო ტურის საუკეთესო ფეხბურთელია!
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
გიორგი ჭანტურია: კიდევ ორი ფინალი გვაქვს სათამაშო
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
გააფორმებს თუ არა ახალ კონტრაქტს - ნოიერმა "ბაიერნში" შესაძლო დარჩენაზე ისაუბრა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
"დუისბურგის" მეკარემ წყლის სმა დაიწყო და გოლი გაუშვა [VIDEO]
"კორონას" მწვრთნელი: ნიკა კაჭარავას ღმერთი უსმენდა
გიორგი ჭანტურია: ყველაფერს გავაკეთებ, რომ "დუისბურგს", რაც შეიძლება მალე დავეხმარო
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
ვატო არველაძეს "კორონას" მწვრთნელი აქებს
ლეგიონი: გიორგი ჭანტურია და "დუისბურგი" მესამელიგელთან დამარცხდნენ
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
გიორგი ჭანტურია და ლაშა დვალი "დუისბურგში" უმწვრთნელოდ დარჩნენ
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ყველა დროის რეკორდი ბუნდესლიგაში - ნოიერი პირველ ადგილზე გადავიდა
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ