ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მილტონ ჰეიგი: იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრებში კიდევ ოთხი წელი ვიმუშავებ

მილტონ ჰეიგი: იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრებში კიდევ ოთხი წელი ვიმუშავებ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსნების" თამაშის შესახებ საუბრობს
მსოფლიო თასზე მეოთხედფინალები მიილია. ფინალის საგზურის მოსაპოვებლად მომავალ შაბათსა და კვირას ოთხი სამხრეთული გუნდი - ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია და არგენტინა შეერკინებიან.

ბევრი სპეციალისტი, ჟურნალისტი თუ ბლოგერი საუბრობდა იმაზე, თუ რაოდენ გამორჩეული იყო ეს ტურნირი წინამორბეთთაგან. განსაკუთრებით იმას აღნიშნავდნენ, რომ წლევანდელი მსოფლიო თასი მეორე დონის ქვეყნების საგრძნობლად გაუმჯობესებული თამაშით დაამახსოვრდება ქომაგს.

ამ მხრივ უპირობო ლიდერია იაპონია - "ალუბლებმა" პირველივე ტურში "ქურციკების" დამარცხებით დიდი სენსაცია გამოაცხვეს.

იაპონიის შემდეგ კი, ყველა "ბორჯღალოსნებზე" საუბრობდა. სარაგბო მსოფლიოს ჩვენმა ბიჭებმა ნამდვილად განსაკუთრებულად დაამახსოვრეს თავი. ტონგას დამარცხება ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ვინაიდან "ზღვის არწივები" ტურნირამდე აღნიშნავდნენ, რომ მათ ამბიციას ჯგუფური ეტაპიდან გასვლა წარმოადგენდა. იყო თავდადებული თამაში არგენტინასთან და ახალ ზელანდიასთან და დაგეგმილი, მაგრამ დიდი ოფლითა და გარჯით მოპოვებული გამარჯვება ნამიბიასთან.

მიზანი მიღწეულია - 2019 წლის მსოფლიო თასზე გავედით და მომდევნო ოთხი წელი განვითარებისა და გაუმჯობესებისთვის წინ გვაქვს.

მილთონ ჰეიგი მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსნების" თამაშის შესახებ საუბრობს.

- ტონგასთან გამარჯვების ერთი რაიმე მიზეზი არ არსებობს. წარმატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. პირველი ის იყო, რომ მზადების ეტაპი სწორად დავგეგმეთ და ნაყოფიერად ვიმუშავეთ. ფიზიკურად გუნდი შესანიშნავად იყო მომზადებული. ამან საშუალება მოგვცა, რომ დაცვაში ისე გვეთამაშა, როგორც ვითამაშეთ. ერთი სიტყვით, დაცვაში თითქმის უშეცდომო თამაშმა მოგვაგებინა.

მეორე მიზეზი ისაა, რომ ტონგამ სათანადოდ არ შეგვაფასა. მატჩის მერე რამდენიმე ტონგელ მორაგბეს ვესაუბრე, რომლებმაც მითხრეს, რომ მზერა სხვა გუნდებისკენ უფრო ჰქონდათ მიპყრობილი. ეს სამართლიანი ანალიზია. მოსამზადებელ პერიოდში სამი თამაში გავმართეთ.

თამაშის ხარისხს კი ვაუმჯობესებდით, მაგრამ არცერთი თამაში არ მოგვიგია. ამასთან ერთად, ნოემბრის ტესტებზე ჩვენთან მოგებული ჰქონდათ და ალბათ, იფიქრეს, რომ ჩვენი გუნდი არაფრის მაქნისია. რაც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გეგმის ნაწილი იყო.

მოდით ვთქვათ, მოსამზადებელ ეტაპზე მთელი ძალით რომ გვეთამაშა და მოგვეგო, მთელი ჩვენი შესაძლებლობები რომ წარმოგვეჩინა, მაშინ ტონგა ხომ უფრო სხვანაირად მოგვიდგებოდა. იმის თქმა არ მინდა, რომ ის თამაშები ძალით წავაგეთ და მოგება არ გვინდოდა.

უბრალოდ, მაშინ ყურადღებას თამაშის ხარისხის ზრდას ვაქცევდით და ყველას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ მთავარი მატჩი ტონგასთან გვქონდა, რომელთან მოგებაც მომდევნო მსოფლიოს თასის საგზურის დაბევებასთან გვაახლოვებდა. ტონგას მიზნად კი სულ სხვა რამ ჰქონდა დასახული.

- ტონგას დამარცხების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ შესაძლებელია არგენტინის ნაკრების დამარცხებაც...

- დიახ, იყო ასეთი განწყობა. თუ ყველაფერი კარგად აეწყობოდა, რატომაც არა. სავსებით შესაძლებელი იყო და პირველი ტაიმი ამის დასტურად გამოდგება. მეტოქე წნეხის ქვეშ რამდენჯერმე მოვაქციეთ. ყველაფერი მამუკა გორგოძის გასინბინებამ გადაწყვიტა. ათ წუთში 21 ქულა მივიღეთ. გუნდს იმედი დაეკარგა.

სხვა კუთხით რომ შევხედოთ, შესაძლოა, იგივე 15 მორაგბის ძირითად შემადგენლობაში დაყენება, ვინც ექვსი დღის წინათ ტონგასთან უმძიმესი მატჩი გადაიტანა, შეცდომა იყო.

მოთამაშეთა ნაწილის დასვენებაზე, თამაშის წინ, ცხადია, ვფიქრობდით, მაგრამ გადავწყვიტეთ, იმ მოთამაშეებისთვის, რომლებმაც ტონგასთან შესანიშნავად ითამაშეს, კიდევ ერთხელ მიგვეცა შანსი.

ასე რომ არ გვექნა და მაინც წაგვეგო, მაშინ ვიფიქრებდით, რომ მოგებული შემადგენლობა არ უნდა შეგვეცვალა.

- მომდევნო თამაში ზელანდიასთან გვქონდა. პლანეტის უძლიერეს გუნდთან თამაში ბევრისთვის ოცნება და დიდი პატივია. როგორ ფიქრობთ, "ოლ ბლექსთან" ჩვენმა გუნდმა სრულად წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები?

- "ოლ ბლექსთან" თამაშისთვის მზადებისას მთავარი იყო არ დაგვევიწყებინა ნამიბიის ნაკრებთან მატჩი. ახალ ზელანდიასთან ასპარეზობა ჩვენთვის მთავარი არ იყო, მთავარი ნამიბიასთან გამარჯვება გახლდათ.

თუმცა, ცხადია, ისიც გათვალისწინებული გვქონდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვეთამაშებოდით და თავი არ შევირცხვინეთ. ეს ქართული რაგბისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო.

მთელს მსოფლიოს ვანახეთ, რომ 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა სერიოზული პროგრესი განიცადა.

ჩემთვის მთავარი მაინც ის იყო, თვითონ ახალზელანდიელმა მორაგბეებმა, მწვრთნელებმა და მენეჯმენტმა რა შეფასება მისცა ჩვენს თამაშს. მაგალითად: ქიარან რიდმა მითხრა - ძალიან "ჯიგარი", "მჩეჩქვავი" ბიჭები გყავსო. მან ჩვენი მორაგბეების გულიანი თამაში და თავდადება სათანადოდ შეაფასა. იგივე შემიძლია ვთქვა "ოლ ბლექსის" მენეჯმენტსა და მწვრთნელებზე.

როდესაც ახალზელანდიურ "სქაი თივის" ინტერვიუს ვაძლევდი, ვთქვი: ჩვენი მიზანი იყო, თავდადებული თამაშით ჩვენი ქვეყანა წარმოგვეჩინა და ახალ ზელანდიასთან მატჩის შემდეგ მთელს მსოფლიოში უამრავი ქომაგი გავიჩინეთ მეთქი. ჟურნალისტი მყისვე დამეთანხა. ნამდვილად ეგრეაო. ჩემთვის ეს მთავარი იყო.

- ნამიბიასთან თითქოს ძალიან არ უნდა გაგვჭირვებოდა, მაგრამ...

- ყველას ისეთი განწყობა გვქონდა, რომ ნამიბიას აუცილებლად მოვუგებდით, ოღონდ თუ ჩვენს თამაშს თავს მოვახვევდით. ხელი იმან შეგვიშალა, რომ ყველა ისე საბრძოლო განწყობით არ ვიყავით, როგორც ტონგასთან.

ეტყობა, ბიჭებმა სათანადოდ არ შეაფასეს მეტოქე. რაც მე შევატყვე, ხანდახან ასე ხდება, ძლიერ გუნდებთან ქართველი მორაგბეები მაქსიმალურად მობილიზებულნი ხდებიან და დიდი საბრძოლო განწყობა აქვთ. თავისზე სუსტებთან კი ის სადღაც ქრება. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ ხანდახან და არა ყოველთვის.

როგორი საქმეა ტაიმი დამთავრდა და 0:6 ვაგებდით. ლელოში სამჯერ შევედით და არც ერთხელ ჩაგვითვალეს. მეტოქის ხაზი ცხრაჯერ გავჭერით, მაგრამ ბოლო პასი... შეტევის ბოლო ფაზაში რაღაც არ გამოგვდიოდა... ეტყობა ძალიან ვჩქარობდით. ალბათ მოუთმენლობის გამო იქ სადაც ბურთის შენარჩუნება იყო საჭირო, ვიშორებდით.

მეორე ტაიმის დასაწყისში ეს ყველაფერი დალაგდა და ორი ლელო დავდეთ, მერე საჯარიმოც ზედ მივაყოლეთ და 11 ქულით დავწინაურდით. ამის შემდეგ, ისევ ბურთის მოშორებაზე დავიწყეთ თამაში, რასაც შედომებიც მოჰყვა. ერთი სიტყვით საქმე გავირთულეთ.

თუმცა, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზეც ავღნიშნე და აქაც ვიტყვი, რომ როდესაც ისტორიას ქმნი, მნიშვნელობა არ აქვს, ერთი ქულით მოიგებ თუ ასით.

- როგორც წესი მწვრთნელები ერიდებიან ხოლმე ვინმეს გამოყოფას, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, ვინ იყო თქვენი გადმოსახედიდან ჩვენს გუნდში გამორჩეული?

- იმ ოთხთვიან მოსამზადებელ პერიოდს თუ გავიხსენებ, ყველამ ერთად ისე იმუშავა, რომ როგორც მწვრთნელი, მათ მეტს ვეღარაფერს მოვთხოვდი. უშუალოდ მსოფლიოს თასზე კი გუნდის კაპიტანი მამუკა გორგოძე განუმეორებელი იყო. ის ლიდერია როგორც მოედანზე ისე მის მიღმა. ის დიდი კაცი და მორაგბეა.

მინდა გამოვყო ასევე, 18 წლის ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე, რომელიც უდიდეს სარაგბო სცენაზე ისე ირჯებოდა, როგორც კარგი გამოცდილი ვეტერანი. მშვენივრად ითამაშა მგეზავმა ლაშა მალაღურაძემ. თავი გამოიჩინა და ამიერიდან ჩვენც გვექნება იმედი და მასაც, რომ მაღალი დონის რაგბის თამაშს შეძლებს.

გაიხსნა და თავის თავი იპოვა თამაზ მჭედლიძემ. მან ამ მსოფლიოზე სხვებთან შედარებით ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა. მიხვდა, რომ დიდი და ძლიერია. "ოლ ბლექსთან" შუამარბად ვათამაშეთ და საკუთარ თავს დაანახა რომ ძალიან კარგად თამაში შეუძლია.

ერთი სიტყვით, მორკინალებს და უკანახაზელებს, ყველას, 31-ივე მორაგბეს ყველაფერი უნდა გაეღოთ საიმისოდ რომ წარმატებისთვის მიგვეღწია. ასეც, მოხდა. წარმატება იმიტომ მოვიდა, რომ ყველა 100 პროცენტით გაიხარჯა.

- მსოფლიო თასის ბოლო მატჩის შემდეგ სანაკრებო კარიერა შეწყვიტა შერკინების ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა. თვითონ თქვა, რომ მისი შემცვლელები ნაკრებში არიან...

- მისი გამოცდილების მოთამაშე ამ პოზიციაზე ნაკრებში არ გვყავს. შერკინებაში დგომა ბევრს შეუძლია, ღია თამაშში კი მისნაირი არავინაა. ის ამ პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა! ამდენად, მისი წასვლა ჩვენთვის დიდი დანაკლისია. მისი შეცვლა ძალიან გაგვიჭირდება.

ამ პოზიციაზე კარგი მოთამაშეები გვყავს. ლევან ჩილაჩავა, დავით ქუბრიაშვილი... არიან ახალგაზრდა მოთამაშეებიც. მათ მომავალ მატჩებში გამოვცდით და, ვეცდებით, კონკურენცია გავზარდოთ.

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

- ჩემი კონტრაქტი წლის ბოლოს მთავრდება. ჩემი და ჩემის ოჯახის სურვილი საქართველოში დარჩენაა. ცხადია, სხვა წინადადებებიც მაქვს, მაგრამ ოთხი წლის განმავლობაში აქ ისეთი შრომა გავწიე, რომ არ მინდა ყოველივე ამის დატოვება. ჩემი ოჯახი კარგად მოერგო აქაურობას.

საქართველოს სახლს ვეძახით. თავს ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობთ.

გადაწყვეტილებას რაგბის კავშირის გამგეობა მიიღებს. მე კი, იმედი მაქვს, რომ კიდევ ოთხი წლის განმავლობაში მექნება მუშაობის შესაძლებლობა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

• rati001

უმაგრესი კაცი კარგათ ჩაწვდა ქართულ სულს და ხასიათს შეგვაყვარა თავი თავისი უბრალოებით და კაი კაცობით დატოვებენ რათქმაუნდა.. წარმატებები მილტონს და ბიჭებს მომავალში

• M.Z. Euroрe.

ძველ, ქართულ ხალხური სიბრძნიდან ამონარიდი:სიკეთის მფლობელი,ახალი სიკეთის ძებნით,ვერა რას შეიძენს,უკეთესსა, და ძველსა კარგსაცა შეელევა, თვისივე უგუნურობითა-ასომთავრულიდან მხედრულად გადმოტანილიდან-"ჩემისა ნება-შეძლებითა - ნუსხიდან, ჟამთ აღრიცხვის აღმწერის მიერ გადმოცემულიდან,მისით აღნიშნულის ჩემისავე გაგების უნარისამებრ"

• roma

raio,ჩემო კარგო კაცო მე მინდა,რომ ჩვენმა ნაკრებმა დაიწყოს შემდგომი განვითარება,ასეთ მდგომარეობას გუნდი დიდხანს ვერ შეინარჩუნებს,ან უნდა წავიდეთ წინ ან უკან,ეს აქსიომაა,ყველა სპორტში საჭიროა განვითარებისთვის ვქონდეს ძლიერი ჩემპიონატები,ამის გარეშე არაფერი არ გამოვა,მარტო ლეგიონერების ხარჯზე მეტს ვერ მივაღწევთ,ხოლო ამისთვის საჭიროა თანხები,ე.ი ფული,გამოდის,რომ ქვეყანა თუ არ განვითარდა და ბიუჯეტი არ გაიზარდა ეს ფული საიდან მოვა,დღეს საქართველოს ბიუჯეტი უნდა იყოს არა 3,5 მილიარდი დოლარი,არამედ 40-45 მილიარდი და მეტი,ამიტომ ეს ხალხი ვინც დღეს რაგბითაა დაკავებული არ ამბობს,იმას რითაც უნდა განვითარდეს რაგბი,ე.ი ეს გზა ვერ მიგვიყვანს ტაძრამდე,აბა რა საჭიროა ეს გზა,რათ გვინდა ის ხალხი,რომლებიც სიმართლეს არ ამბობენ და ჩუმად არიან,მათ არ უნდათ ვინმეს აწყენინონ და თბილი ადგილები დაკარგონ,აი ესაა მწარე სიმართლე სამწუხაროდ,ღარიბი ქვეყნები,რომლებიც ვერ ვითარდებიან ვერაფერს ვერ აღწევენ,ასეც აქსიომაა.

• fraternity

მეც ვეთანმხებაი რაიოს. რაგბის კავშირი ერთ-ერთი სანიმუშო მაგალითია დღეს საქართველოში. ყველა სხვა ფედერაცია წუმპეში იხრჩობა და ამ ხალხმა მემგონი საქმით დაამტკიცა უკვე რომ იცის თავისი საქმე. რატომ გგონია რომ ეს არის მათი მაქსიმუმი? საერთაშორისო ასპარეზზეც ცდილობენ რაღაცნაირად გახსნან ეს ჩაკეტილი სისტემა და ვაცადოთ

• Raio

რომა, კარგი პატივს ვცემ შენს აზრს მაგრამ დაგვღუპავს ეგეთი იდეები... რა სტაგნაცია რის სტაგნაცია, და რაგბის ადმინისტრაციის შეცვლის უფრო მეშინია ვიდრე მეორედ მოსვლის, 100 დან 99 ორგანიზაცია კორუმპირებულია ქვეყანაში და აქ შენ რატომ გგონია რომ უკეთესები მოვლენ ? არანაირად არ უნდა შეიცვალოს... მაქსიმუმ ახალი პრეზიდენტი მოვიდეს მაგრამ ბირთვი იგივე უნდა იყოს...

• vato

კარგი მწვრთნელი, კარგი ადამიანი, კარგი პიროვნება, საქართველოს მოყვარული და გულშემატკივარი კაცი. აუცილებლად უნდა გაუგრძელონ კონტრაქტი, იგი კიდევ ბევრს გააკეთებს ქართული რაგბისათვის.

• roma

ქართველებო ვისწავლოთ ერთმანეთის აზრის პატივისცემა,ნუ ვაყენებთ ერთმანეთს შეურაცყოფას,ვისწავლოთ ზრდილობა,ამეების გარეშე არ არსებობს დემოკრატია და წინსვლა,ნუ დავემსგავსებით რუსეტს,ბელორუს,ჩრდილოეთ კორეას და ათასი რჯულის უვიც ერებს,რომლებსაც სახრეებით მიერეკებიან ცხოვრების კალაპოტში,ეს საიტი და სხვა საიტები იმიტომ არსებობენ,რომ ყველამ თავისი აზრი უდა დააფიქსიროს,წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა დომხალი,სხვა საქმეა ეთანხმები თუ არა ამა თუ იმ კომენტარს.ჩემი აზრით საქართველოს ნაკრებმა ამ 7-8 წლის წინ მიაღწია გავითარება,რაღაც დონეზე,რომლითაც ჩვენ თავისუფლად ვუგებთ,რუმინეთს,რუსეთს და სხვებს,ეს არის და ეს მეტის გაკეთება ჩვენ აღარ შეგვიძლია,ამ დროში საქართველოს ყველა მწვრთნელი თითქმის ყველა ერთი დონის იყო,ახლა საჭიროა უფრო მაღალი დონის დამრიგებელი,ასევე საწიროა საწრაფოდ გამოიცვალოს რაგბის პრეზიდენტი და გამგეობა,მათ ყველას დიდი მადლობა,ისინი კარგები იყვნენ,მაგრამ საწიროა უფრო კარგები მოვიდნენ და ნაკრებს დაეტყოს ეს,ისე,როგორც დაეტყო ამ დროში ჩვენი წინსვლა,სხვა შემთხვევაში ამ ყველაფერს აზრი არ აქვს,ჩვენ გვესაწიროება წინსვლა და ამას ახალი ხალხი უნდა ჩაუდგეს სათავეში,ახლა ჩვენს ნაკრებში არის სტაგნაცია და ეს უნდა დამთავრდეს.

• Kaxa

ეს კაცი აუცილებლად უნდა დავიტოვოთ! ამ ეტაპზე გაუმჯობესებული 4 წლიანი კონტრაქტი ნაკრებში, ხოლო მერე უკვე - რაგბის აკადემიაში და ახალგაზრდების აღზრდაში. ერთი რაც ახლა უნდა გაკეთდეს, ძლიერი უკანა ხაზის მწვრთნელია მოსაყვანი

• gela

ჰეიგს ძალიან დიდი მადლობა! იგი უნდა დარჩეს ნაკრების მწვრთნელად! რაც შეეხება ხელით თამშს, ამის შესწავლა ბავშვობიდან უნდა დაიწყოს!!!

ჩემი აზრია, რომ ეს კაცი უნდა დარჩეს; მას კიდევ უფრო გაძლიერების რესურსი აქვს

• ირაკლი

აუცილებლად უნდა გაუფორმონ კონტრაქტი.მისნაირი პროფესიონალები გვჭირდება რაგბიში,თან კარგი ადამიანია და უყვარს ჩვენი ქვეყანა.წარმატებებს ვუსურვებ.

• ზვიადი

უნდა დარჩეს საქართველოში და ქართულ რაგბში. თუნდაც აკადემიაში, მთელი სისტემა ასაშენებელი გვაქვს. კაცი რომ გულით აკეთებს იმაზე კარგად ვერავინ გააკეთებს.

• ბმბ

უნდა დარჩეს! სუპერ მწვრთნელი და სუპერ ადამიანია, და რაც მთავარი ჩვენი ქვეყნის ფასი იცის და ამიტომაც ძალიან უყვარს საქართველო. ბოსკამპს და მისნაირ არაკაცებს კი არ ჰგავს. მადლობა ყველაფრისათვის.

• თამაზ ხუბუა

ჯერ ერთი დიდებული მწვრთნელი,მეორე და უმთავრესი,მას და მისი ოჯახის წევრებს გულით უყვართ საქართველო და ქართველები,რისი მოწმენი ხშირად ვიყავით! დარწმუნებული ვარ ბატონი ნიჟარაძე და რაგბის ფედერაცია ყველაფერ ამას გაითვალისწინებენ ჰეიგთან მიმართებაში!

• lsd

მადლობა მას რა თმქუნდა უნდა დარჩეს ქართველივით შეტკივა გული.. ცოტაა ასეთი მწვრთნელები

• XXX

ამაზე ძლიერი მწვრთნელი არ არსებობს!!

• gio

დიდი მადლობა ბატონო ჰეიგ! ამ ბატონმა დიდი სამსახური გაუწია საქართველოს და მისი შრომა შესაბამისად უნდა დაფასდეს! კარგი იქნება მომდევნო 4 წელსაც თუ უხელმძღვანელებს საქართველოს ნაკრებს, მერე კი ალბათ რაგბის აკადემია და მომავალითაობის აღზრდა რომ ჩავაბაროთ კარგი იქნება. ამ ბატონის საქართველოდან გაშვება არ შეიძლება. მგონი ღირსების ორდენსაც იმსახურებს!

• ledi

aსკარად სლიერი მწრტვნელია უნდა დარცეს

• me

მამულო.ნაკრებში შეკრებით მწვრთნელი ვერ ასწავლის ხელით თამაშს, ეს კომპონენტი უნდა დახვეწოს მორაგბემ კლუბში ან ბავშვობიდან ეგრე უნდა გაიზარდოს. ასე, რომ მილტონ ჰეიგი უნდა დარჩეს მე მგონია აჯობებს სწორი ხედვა აქვს და სწორად უდგება საკითხს, ხრიკებიც იცის პატარ პატარა რაც მერე მნიშვნელოვანია.

• ttt

უნდა დარჩეს!!!

• niazi

უნდა დარჩეს მწვრთნელი საქმე წინ მიდის და არა უკან თუ ხელ და ხელ თამაშს კარგათ ვისწავლით უკვე ყველას გაუჭირდება

• ლუკა

მადლობა მისტერ ჰეიგ! Thank you Mr. Haig! ეს მწვრთნელი უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ჩვენი რაგბი ვერ შეძლებს კონკურენციას პირველი ეშელონის დონის გუნდებთან ან დღეს, ან 2019-ში. შემდეგი ეტაპი უნდა იყოს განვითარება და კომპონენტების დახვეწა. თავდასხმის გაძლიერება, სისწრაფის განვითარება, ბურთის ფლობა და ა.შ.

• mamulos

ეს ბიჭები მეტად ვეღარ განვითარდებიან ეს არის ამათი მაქსიმუმი სამწუხაროდ ხელდახელთამაშს ვგულისხმობეს პატარაობიდანვე ისწავლებადაახალგაზდულ ნაკრებს ეს აქვს რადგან თავიდანვე მოჰკიდეს მწვთნელებმა ხელი ახალგაზდულებიდან უფრო მაგარი ბიჭები მოდიან

• irakli

ეგრე მარტივადაც არაა რომ გაუშვა და სხვა მოიყვანო, ის სხვა თავიდან არევდარევს გუნდს და თავისებურად დაიწყებს ჩამოყალიბებას რაც კიდევ უკან დაგვხევს. მილტონი კარგი მწვრთნელია, რადგან რაც ეს კაცი მოვიდა ჩვენ მოვუმატეთ ხაზში თამაშს, ამასთანავე გაითვალისწინეთ ის რომ იგი ახალგაზრდებს კარგად არჩევს. ძველებს ახლებით კარგად ანაცვლებს და ყველას აძლევს საშუალებას წარმოაჩინონ თავიანთი თავები. კიდევ 4 წელიც რომ დავტოვოთ ვფიქრობ რომ ის უკვე თავის მაქსიმუმს გააკეთებს და მერე უკვე შეგვიძლია რომ სხვა მოვიყვანოთ და უკვე ახალ ეტაპზე გადავიდეთ.

• besiki

უმადურობა არ გამოვიჩინოთ,აქ გამოთქმულს ვეთანხმები

• giga

ახალი და უკეთესი მწვრთნელი კი გვინდა მარა შესაბამის ბიუჯეტს გამოუყოფენ რაგბის კავშირს?

• mamulo

ჩემი აზრიტ -მილტონს დიდი მადლობა მოვუხადოთ და გავუშვათ მთავარი მწვრთნელობიდან(თუ უნდა ახალგაზრდულსჰი დარჩეს).ჩვენ გვინდა ისეთი მჭვრთნელი ამ ეტაპზე,ვინც ხელით თამაშს გვასწავლის კარგად.ისეთ დონეზე მაინც ,როგორც ამას იაპონია თამაშობდა.მე მაგალითად იაპონიის მწვრთნელი მომეწონა.

• ნიკოლოზ

არგენტინასთან და ნამიბიასთან მეორე ტაიმში ტაქტიკური შეცდომა იყო ბურთის ფეხით მეტოქის ზურგში გადაკიდება, მე უბრალო ქომაგმა ეგრევე შევნიშნე და გამიკვირდა, რატომ მწვრთნელებმა მალევე არ დაავალეს ჩვენებს "აიღე და მიეძალე" მარტო ამით ვარ უკმაყოფილო. მე სიამოვნებით დავტოვებდი ჩვენთან კიდევ 4 წლით,იმიტომ,რომ თვითონაც კარგი გამოცდილება მიიღო და ჩვენც კიდე ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ მისგან.

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ვასილ ლობჟანიძე 2019 წლის მსოფლიოს თასის 5 პოტენციურ ვარსკვლავს შორის მოხვდა

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]

"ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ირლანდია და შოტლანდია მოდიან

გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ

ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს