საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "საბურთალო" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დანიურ "მიდტიულანდს" დაუპირისპირდება
დღეს უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩია: პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "საბურთალო" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დანიურ "მიდტიულანდს" დაუპირისპირდება.

მატჩი 19:00 საათზეა და მასზე დასწრება უფასოა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა დანიაში სამი კვირის წინათ 1:3 წააგო და დღეს რევანშის აღებას (თან სასურველი ანგარიშით) შეეცდება.

"საბურთალოს" უკვე გამოუჯანმრთელდნენ მარცხენა მცველი ცოტნე ნადარაია და ცენტრალური ნახევარმცველი, გუნდის ლიდერი და კაპიტანი გიორგი ხარაიშვილი.

თბილისური კლუბის მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს განაცხადში სამი 1996 წელს დაბადებული მოთამაშის შეყვანის უფლება აქვს. ასეთი კი "საბურთალოში" ხუთია, მაგრამ განაცხადში ვერ შეიყვანეს ირაკლი რუხაძე და გიორგი ხორხელი.

დანიელების წინააღმდეგ კი ითამაშებენ ზემოთ ნახსენები ხარაიშვილი და ცენტრალური და მარჯვენა მცველები - გოგა ჩაბრაძე და გაგი მარგველაშვილი.

"სამწუხაროა, რომ განაცხადში რუხაძისა და ხორხელის შეყვანას ვერ ვახერხებთ. ნადარაიასა და ხარაიშვილს მიკროტრავმები კი აწუხებთ, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანი თამაშია, რომ ორივე მოედანზე გავა და ბოლომდე დაიხარჯება", - ამბობს ჭიაბრიშვილი.

20 ოქტომბერს "მიხეილ მესხზე" გუნდი ჭიაბრიშვილმაც ავარჯიშა, ხოლო შემდეგ პრესასთან კომენტარი გააკეთა:

"მატჩისთვის სერიოზულად ვემზადებით. გუნდში კარგი განწყობაა. ზედმეტი მოლოდინის შექმნა არ მსურს და ამიტომ ვერაფერს დაგპირდებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა რეალურია.

იმედი გვაქვს გულშემატკივრების, რომელთა მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

...ხშირად ლაპარაკობენ ქართველი ფეხბურთელების ფიზიკურ მოუმზადებლობაზე. ეს პრობლემა ჩემს გუნდში არ დგას, მაგრამ პირველ მატჩში "მიდტიულანდი" უფრო სწრაფად და "მეორე სართულზე" უკეთ მოქმედებდა. დანიელი ფეხბურთელები ათლეტურები არიან, მაგრამ ამ პრობლემას ვერაფერს მოვუხერხებთ, რადგან მათ განსხვავებული გენეტიკა აქვთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Anzori
მსოფლიო ჩემპიონები ესპანელები, არგენტინელები, ურუგვაელები ქართველებს გენეტიკით ძალიან გვანან.
fui
გენეტიკა კი არა სწრაფი, სხარტი შეტევები აქვთ. ჩვენები კი ზედმეტად ინდივიდუალურად თამაშობენ ანუ ტემპი არ გვაქვს. ჰოდა ამიტომ მოგვიგებენ და ამოტომაც გვიგებენ ყველგან.
თუთი
რა შუაშია გენეტიკა. ქართველები საშუალო სიმაღლის ერია, რაც ფეხბურში სრულიად საკმარისია. კვება, ვიტამინები და სწორი ვარჯიშებია საჭირო. და მოეშვით ზღაპრების მოყოლას.
bacho
იქნება თუ არა პირდაპირი ეთერი?რავქნა მე წალენჯიხაში როგორ ვნახო ეს თამაში?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
შოკი "შტურმისთვის" - კიტეიშვილს პირადი მიზეზის გამო სამშობლოში გამგზავრება დასჭირდა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
გოგლიჩიძის "უდინეზემ" პოლონელი გოლეადორი დაიმატა
ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის "რიგასი" "პაოკთან" დამარცხდა
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"შტურმის" მწვრთნელი: კიტეიშვილი ძალიან დაგვაკლდა - მხოლოდ მოედანზე ყოფნითაც კი მეტოქისთვის სახიფათოა
გამორჩეული ოდიშიარია და "რიგასის" საპატიო ფრე "ანდერლეხტთან" [VIDEO]
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა