ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი გუნდში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს
ქუთაისის "ტორპედომ" მიმდინარე ჩემპიონატი არადამაჯერებლად დაიწყო. "ცხინვალსა" და "ჩიხურასთან" ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობა გიორგი დარასელიას დაემშვიდობა და უკრაინელი ალექსანდრ შტელინი მიიწვია.

ვალერი ლობანოვსკის ყოფილი თანაშემწე (ფიზმომზადებაში) ქუთათურებს 2002-03 წლებში თავკაცობდა. ის გუნდიდან "ტორპედოში" შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო წავიდა. ბოლოს შტელინი ზაპოროჟიეს "მეტალურგის" მთავარ სელექციონერად მუშაობდა.

კონტრაქტის თანახმად, მან "ტორპედოს" 2016 წლის ბოლომდე უნდა უხელმძღვანელოს.

საქართველოში სამიოდე დღის ჩამოსული იყო, გუნდს ქართულ "კლასიკოში" რომ გაუძღვა და ცოტა დააკლდა, თორემ დებიუტს თბილისის "დინამოსთან" ხმაურიანი გამარჯვებითაც აღნიშნავდა...

შტელინს სწორედ ამ მატჩის შემდეგ შევხვდით...

- თავდაპირველად, თბილისის "დინამოსთან" მატჩზე ვისაუბროთ. ძალიან ახლოს იყავით მიზანთან, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანი 12-წლიანი პაუზის შემდეგ კიდევ ერთხელ დაგემარცხებინათ. რას იტყვით განვლილ პაექრობაზე?

- ძალიან საინტერესო და ემოციური შეხვედრა იყო. სამწუხაროდ, მატჩის უკანასკნელ წუთზე გოლი გავუშვით და ფრეს დავჯერდით, მაგრამ ფეხბურთელების გარჯით უკმაყოფილო არ ვარ. თამაში მიგვყავდა და ბევრი გულდაწყვეტილი იქნება, 3 ქულა რომ ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ ჩვენ წინააღმდეგ თვით ქვეყნის საუკეთესო გუნდი თამაშობდა და მათთან მოპოვებული ქულითაც არ უნდა ვიყოთ უკმაყოფილო.

"ტორპედო" ქართულ კლასიკომდე სამიოდე დღით ადრე ჩავიბარე და ბუნებრივია, დროის ამ მცირე მონაკვეთში ბევრს ვერაფერს მოვასწრებდი. ახალგაზრდა მწვრთნელებმა გუნდი საკმაოდ კარგად მომზადებული დამახვედრეს, ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ, თავი არ დაუზოგავთ და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

მათი კარგი გარჯა იმედს მისახავს, რომ ამ გუნდის კიდევ უფრო განვითარება და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა სავსებით შესაძლებელია. აქვე, გულშემატკივრების ფაქტორზეც მინდა ვთქვა - თამაშის დროს ძალიან კარგი ატმოსფერო იყო და მინდა მადლობა გადავუხადო ქუთაისელ ქომაგებს დიდი მხარდაჭერისთვის!

- ქუთაისური ატმოსფერო თქვენთვის უცხო არ არის. 2002-03 წლების სეზონში "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი იყავით და ქუთაისურ გუნდს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ოთხ შეხვედრაშიც უხელმძღვანელეთ. როგორ გაიხსენებთ მაშინდელ გუნდს?

- მიხარია, რომ კვლავ მომეცა "ტორპედოში" მუშაობის საშუალება. მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის. ძალიან ემოციური შეხვედრები მქონდა ჩემს ყოფილ ფეხბურთელებთან. გუნდში დღესაც თამაშობენ გიორგი ნერგაძე და შოთა ბაბუნაშვილი, რომლებიც მაშინ სრულიად ახალგაზრდები იყვნენ და დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამდნენ...

გამიხარდა ზურაბ იონანიძის, ვახტანგ ხვადაგიანისა და სხვა ყოფილი ტორპედოელების ნახვაც. ბევრი მათგანი დღეს უკვე მწვრთნელად მუშაობს და ჩემი კოლეგაა... თამაშის დღეს ემოციური შეხვედრა მქონდა კახა ჩხეტიანთან, რომელიც ახლა "დინამოში" მუშაობს... ძალიან კარგი გუნდი გვყავდა. "ტორპედო" დაკომპლექტებული იყო ტექნიკური, მაღალი კლასის ფეხბურთელებით, რომლებიც სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდნენ. შემადგენლობას არ ჩამოვთვლი, ვინც ქართულ ფეხბურთს იცნობს, ემახსოვრება ის გუნდი... ყველა პოზიციაზე დიდი არჩევანი მქონდა. ვისურვებდი, დღევანდელი გუნდიც ასეთივე კონკურენტუნარიანი ყოფილიყოს.

- "დინამოსთან" მატჩზე რას იტყვით? რა იყო მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები?

- არ შეიძლება, "ტორპედო" ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერი არ იყოს, რადგან ინფრასტრუქტურით, მდიდარი ტრადიციებითა და ყველა პოტენციალის გათვალისწინებით, თბილისის "დინამოს" შემდეგ საუკეთესო კლუბია. "ტორპედო" არ უნდა იყოს მე-10 ადგილზე, ქუთაისური გუნდისთვის ეს ცალსახად უარყოფითი შედეგია და მდგომარეობა აუცილებლად მალევე უნდა გამოვასწოროთ.

- "ტორპედოს" ფიზიკური მომზადების მხრივ აშკარა პრობლემები აქვს, რაც "დინამოსთან" ბოლო წუთებზეც გამოჩნდა. თქვენ როგორ შეაფასებთ ფეხბურთელების ფიზიკური და ტაქტიკური მომზადების დონეს?

- ჯერ მხოლოდ სამი ვარჯიში ჩავატარე, ფეხბურთელების გაცნობის პროცესში ვარ... მათი შესაძლებლობების შეფასებაში ჯერ კომპეტენტური ვერ ვიქნები, მაგრამ "დინამოსთან" ძალიან კარგად ითამაშეს და მათი მისამართით კომპლიმენტების გარდა, სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია.

იმ მცირე დროში, რაც "დინამოსთან" მატჩამდე გვქონდა, ენობრივი ბარიერის მიუხედავად, მალე გავუგეთ ერთმანეთს. ფეხბურთელებს აქვთ მუშაობისა და განვითარების სურვილი. ვეცდებით, ეს პოტენციალი ბოლომდე გამოვიყენოთ.

- უნდა ველოდოთ თუ არა "ტორპედოში" ძირეულ ცვლილებებს?

- წინასწარ ამის თქმა ძალიან ძნელია. დისკვალიფიკაციის, ტრავმებისა თუ სხვა მიზეზების გამო "დინამოსთან" ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა. მათ მომდევნო მატჩებში დავაკვირდებით. სულ მალე ჩემპიონატში ორკვირიანი პაუზა იქნება, რასაც გუნდის მოსამზადებლად გამოვიყენებთ.

იქნება ტესტები, შევამოწმებთ ფეხბურთელების მომზადების დონეს, რაც საშუალებას მოგვცემს, შევაფასოთ გუნდის მთელი პოტენციალი. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება მსჯელობა იმაზე, თუ რომელ პოზიციაზე სჭირდება გუნდს გაძლიერება და იქნება თუ არა საჭირო ძირეული ცვლილებები.

- რა მიზანი აქვს "ტორპედოს" მიმდინარე ჩემპიონატში?

- საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის სტატუსი უნდა დავიბრუნოთ! ხოლო შევალთ თუ არა საპრიზო სამეულში, ამის თქმა ჯერ ძალიან ძნელია. ყველა თამაშზე მოსაგებად უნდა გავიდეთ, შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინოთ და სწორედ ამის მერე დავიბრუნებთ საკადრის პოზიციებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"კოლხეთის" დირექტორი: 2018 წელს რა დონის გუნდი გვეყოლება, ფინანსებზე იქნება დამოკიდებული
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა. XXVII ტურის წინ: ვამთავრებთ "კლასიკოთი"!
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
ჩიხურა-კოლხეთი 2:1 - თავით და კლასით [VIDEO]
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
კოლხეთი-დინამო (თბ) 1:1 - "დინამო" ისევ კოჭლობს [VIDEO]