პოპოვიჩი ნაკრების მწვრთნელად?
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოახლოებული სეზონის წინ, ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ყველა კლუბის გენერალური მენეჯერის გამოკითხვა ჩაატარა. კითხვები ტრადიციული იყო და ასეთი პასუხები მივიღეთ:

გენერალურმა მენეჯერებმა 2015-16 წლების სეზონის MVP-ის პრიზზე მთავარ პრეტენდენტად "კლივლენდ კავალიერზის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი დაასახელეს. მან ხმების 39.3 პროცენტი მიიღო.

მეორე ადგილი დაიკავა "ნიუ ორლეან პელიკანსის" მძიმე ფორვარდმა ენტონი დევისმა (25.0 პროცენტი), მესამე ადგილი გაიყვეს "ოკლაჰომა-სიტის" ფორვარდმა კევინ დურანტმა და "ჰიუსტონ როკეტსის" შემტევმა მცველმა ჯეიმს ჰარდენმა - 10.7 პროცენტი. "გოლდენ სტეიტ უორიორზის" გამთამაშებელმა სტივენ კარიმ და "ოკლაჰომა-სიტის" მცველმა რასელ უესტბრუკმა 7.1 პროცენტი მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონშიც MVP-ის პრიზზე მთავარი პრეტენდენტი ლებრონ ჯეიმსი იყო (67.9 პროცენტი), მაგრამ რეგულარულის საუკეთესო მოთამაშე სტივენ კარი გახდა.

გარდა ამისა, გენერალურ მენეჯერებს "კლივლენდი" დამდეგი სეზონის მთავარ ფავორიტად მიაჩნიათ. "კავალიერზმა" ხმების 53.6 პროცენტი დააგროვა. მეორე ადგილზე გავიდა "სან ანტონიო სპურსი" - 25 პროცენტი, მესამეზე - "გოლდენ სტეიტი" 17.9 პროცენტით და მეოთხეზე "ოკლაჰომა-სიტი 3.6 პროცენტით.

გასული სეზონის ფავორიტი იყო "სან ანტონიო", რომელმაც ხმების 46.2 პროცენტი დააგროვა, მაგრამ ჩემპიონი "გოლდენ სტეიტი" გახდა.

კითხვაზე - "რომელ მოთამაშეს გაიფორმებდით ახალ გუნდს რომ ქმნიდეთ?" 86.2-მა პროცენტმა დაასახელდა ენტონი დევისი "ნიუ ორლეანიდან".

ლიგის საუკეთესო დამცველად დაასახელეს კავაი ლეონარდი ("სან ანტონიო"), ყველაზე ათლეტურ მოთამაშედ მიიჩნევა რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა-სიტი"), საუკეთესო სნაიპერად - სტივენ კარი ("გოლდენ სტეიტი"), ყველაზე სწრაფ მოთამაშედ - ჯონ უოლი ("ვაშინგტონი"), საუკეთესო ასისტენტად - კრის პოლი ("კლიპერსი"), საუკეთესო სათადარიგოდ - ანდრე იგუოდალა ("გოლდენ სტეიტი"), ყველაზე ხისტ კალათბურთელად - ტონი ალენი ("მემფისი").

გენერალურ მენეჯერთა ნახევარზე მეტი გადამწყვეტ სროლას სტივენ კარის მიანდობდა.

გარდა ამისა, კლუბების ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ლიგის წესებს შორის, ყველაზე მეტად შეცვლას ექვემდებარება დრაფტ-ლატარიის სისტემა.

პოპოვიჩი ნაკრების მწვრთნელად?

ჯერი კოლანჯელომ განაცხადა, რომ ქვეყნის ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი გახდება სპეციალისტი, რომელიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბში მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის გუნდის თავკაცის პოსტი ვაკანტური გახდება რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის შემდეგ, როცა ნაკრებთან თანამშრომლობას შეწყვეტს მაიკ კრჟიჟევსკი. ის ეროვნულ გუნდს 2006 წლიდან ხელმძღვანელობდა და ორ-ორჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატის და ოლიმპიური თამაშები.

მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარი პრეტენდენტია "სან ანტონიო სპურსის" დამრიგებელი გრეგ პოპოვიჩი. გარდა ამისა, აშშ-ის კალათბურთის ფედერაცია აპირებს ბილი დონოვანის, რიკ კარლაილის, დოკ რივერსის, ჯონ კალიპარისა და შონ მილერის კანდიდატურების განხილვას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
"სანდრო ჩემი საყვარელი მოთამაშეა" - გრეგ პოპოვიჩი
29-წლიანი ისტორია დასრულდა - პოპოვიჩი "სან ანტონიოს" აღარ გაწვრთნის
"აი, ასეთი ბიჭია სანდრო" - პოპოვიჩმა მამუკელაშვილზე ისაუბრა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
გრეგ პოპოვიჩის ორმაგი სტანდარტი?
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
5 წელიწადში 80 მილიონი - მამუკელაშვილს კვლავ პოპოვიჩი გაწვრთნის
"მამუს" "სან ანტონიო" მწვრთნელის გარეშეა - გრეგ პოპოვიჩი გუნდს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა