უეფას ახალგაზრდული ლიგა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩი
უეფას ახალგაზრდული ლიგის საპასუხო მატჩმა გაორებული შთაბეჭდილება დატოვა. ერთი მხრივ, გამოჩნდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს თამაში შეუძლიათ; მეორე მხრივ კი, უკვე ტრადიციად იქცა, რომ ნიჭს ვერ ვიყენებთ...

თამაშის მომენტების განხილვაზე მეტად საინტერესოა, რატომ ვერ იყენებენ ჩვენი ბიჭები საგოლე შანსებს? თბილისელებს ორბურთიანი სხვაობის გაბათილება სჭირდებოდათ. მათ თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და პირველ ტაიმში სოლიდურ უპირატესობასაც ფლობდნენ, არაერთი სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ...

მაგალითად, მე-11 წუთზე გურამ გოშთელიანმა მშვენივრად ითამაშა და ანგარიშის გახსნაც შეეძლო. შემდეგ დანიელთა კარს ორჯერ დაემუქრა ირაკლი ბიძინაშვილი. მიზანთან ახლოს იყო ბექა გვარაძეც, მაგრამ ყველა ამ ეპიზოდში იგრძნობოდა, რომ საბურთალოელებს საკუთარი თავის რწმენა აკლდათ. მეორე მხრივ, დანიელი მეკარე ოლივერ ოტესენი მშვენივრად თამაშობდა.

გამოუყენებელი მომენტების შემდეგ მკაცრი საფეხბურთო კანონი ამოქმედდა: მადს ტიჩოსენის საჯარიმოს შემდეგ რასმუს ნისენი კარგად ახტა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა - 0:1.

მეორე ნახევარიც მეტოქის გოლით დაიწყო - ნიკოლას კირკმა მასპინძლებს საკუთარ საჯარიმოსთან აართვა ბურთი, 60 მეტრი დაუბრკოლებლად გაირბინა და უკვე ჩვენი გუნდის საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან გახსნილი მიკაელ ანდერსონი შენიშნა, რომელმაც შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 0:2.

"საბურთალო" მდგომარეობის გამოსწორებასა და სხვაობის შემცირებას ცდილობდა, მაგრამ მომენტებს კვლავ ვერ იყენებდა. 58-ე წუთზე გაგი მარგველაშვილი კარის წინ სულ მარტო დარჩა, თუმცა... ბურთი მიზანს გვარიანად ააცილა.

მერე ისევ გიორგი ხარაიშვილმა ივარგა - კომბინაცია ბიძინაშვილმა წამოიწყო, ხარაიშვილმა ბურთი ფლანგზე თემურ ჭოღაძეს გაატანა, რომელმაც მას პენალტის ნიშნულთან დაუბრუნა და "საბურთალოს" კაპიტანმა დანიელთა კარი აიღო - 1:2.

თბილისელები მთელი გუნდით გადავიდნენ შეტევაზე, დაცვა მოაშიშვლეს და რამდენჯერმე აშკარა გოლს გადაურჩნენ. თავად კი ბოლო წუთზე გათანაბრება მაინც შეეძლოთ, მაგრამ ხარაიშვილმა ბურთი ხარიხას მოარტყა...

ამრიგად, "მიდტიულანდი" შემდეგ წრეში გავიდა. "საბურთალოს" პოტენციალიც ეტყობოდა და გამოუცდელობაც. ფაქტია - ჩვენს ბიჭებს უცხოელებთან თამაშები ძალიან აკლიათ. მეორეცაა - ფეხბურთი მარტივი თამაშია. "მიიღე და გაეცი" - ეს არის მთელი ფილოსოფია. ქართველი ფეხბურთელები კი ამ ჭეშმარიტებას ივიწყებენ, ბურთის ზედმეტი თრევით იღლებიან და შეტევებს სიმწვავესა და სისწრაფეს აკლებენ.

მეტოქემ კი გამოიყენა თავისი კოზირები, რაც არც ისე ბევრი ჰქონდა. საფიქრალად კი ისევ ეს დაგვრჩა - ჩვენ რატომ ვერ ვიყენებთ ჩვენს კოზირებს?

იხილეთ ფოტოგალერეა

21.10.15. თბილისი. "მიხეილ მესხი"

საბურთალო-მიდტიულანდი 1:2 (1:3)

0:1 ნისენი (39. ტიჩოსენის პასით), 0:2 ანდერსონი (53. კირკის პასით), 1:2 ხარაიშვილი (62. ჭოღაძის პასით)

საბურთალო: ქურდაძე, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, მარგველაშვილი, ნადარაია (73. ლაკვეხელიანი), ალთუნაშვილი, ბიძინაშვილი (81. კოხრეიძე), გვარაძე, ხარაიშვილი, ნიკოლაშვილი (60. ჩოღაძე), გოშთელიანი.

სათადარიგოები: სანიკიძე, შიხაშვილი, ვაჭარაძე, კოჩორაშვილი

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

მიდტიულანდი: ოტესენი, მანკსგაარდი, ნიკოლაისენი, ლაურიტსენი, ნისენი, გემერი, ანდერსონი (60. პოულსენი), რუტიკანგა, ტიჩოსენი, კირკი (83. ოლსენი), ტომსენი (68. სტერინგი).

სათადარიგოები: პეტერსენი, მურბეკი, იორგენსენი, ბრაუნი

მწვრთნელი: კენეტ ანდერსენი

გაფრთხილებები: გოშთელიანი (52), ნისსენი (57), ალთუნაშვილი (77)

გაძევება: ნისენი (88)

არბიტრი: რაჰიმ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Vova
ცუდათ არ ითამაშეს! დაცვაში იყო 2 უმნიშვნელო შეცდომა დაშვებული კარგი გუნდია ვფიქრობ მომავალში არ დაიჩაგრებიან ადვილად!
მერაბი ლოლომაძე
ბავშვთა ფეხბურთს სანამ სათანადო ყურადღება არ მიექცევა სულ ასეთ დღეში ვიქნებით აი იქ არის უამრავი პრობლემა იმედია კობიაშვილი მიხედავს ამ საქმეს.
fui
"ბურთის ზედმეტი თრევით იღლებიან და შეტევებს სიმწვავესა და სისწრაფეს აკლებენ." ამიტომ გაფასებთ. ეს არის სიმართლე. მთლიანად ეხება ქართულ გუნდებს და ფეხბურთელებს. გთხოვთ ხშირად შეახსენოთ ეს სპეციალისტებს.
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
"საბურთალო"-"საპოვნელა" ერთი დღით ადრე გაიმართება
"საბურთალო" უეფას იუნიორთა ლიგაზე დამარცხდა
გია ჭიაბრიშვილი: დანიური ბარიერი უნდა დავძლიოთ
შოკი "შტურმისთვის" - კიტეიშვილს პირადი მიზეზის გამო სამშობლოში გამგზავრება დასჭირდა
გოგლიჩიძის "უდინეზემ" პოლონელი გოლეადორი დაიმატა
ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის "რიგასი" "პაოკთან" დამარცხდა
მიდტიულანდი-საბურთალო 3:1 - იმედი რჩება
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"შტურმის" მწვრთნელი: კიტეიშვილი ძალიან დაგვაკლდა - მხოლოდ მოედანზე ყოფნითაც კი მეტოქისთვის სახიფათოა
გამორჩეული ოდიშიარია და "რიგასის" საპატიო ფრე "ანდერლეხტთან" [VIDEO]
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
მიდტიულანდი VS საბურთალო - დებიუტი ახალგაზრდულ ლიგაში
გიორგი ჭიაბრიშვილი: პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ