საბურთალოელთა მთავარმა მწვრთნელმა დანიურ გუნდთან წაგება საკუთარ თავზე აიღო
უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე "საბურთალო" დანიურ "მიდტიულანდთან" მეორე შეხვედრაშიც დამარცხდა (1:2) და გათამაშებას გამოეთიშა.

საბურთალო-მიდტიულანდი 1:2 - რატომ ვერ ვიყენებთ კოზირებს? [VIDEO+PHOTO]

მატჩისშემდგომ კომენტარში საბურთალოელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა წაგება საკუთარ თავზე აიღო.

"თავიდან ცუდად არ დაგვიწყია და ისე მიდიოდა თამაში, მინიმუმ არ უნდა წაგვეგო. თუმცა მნიშვნელობა არ ჰქონდა, წავაგებდით თუ სხვა არასასურველი შედეგით დასრულდებოდა თამაში. შვებას ფრეც ვერ მომგვრიდა, რადგან მიზნად შემდგომ ეტაპზე გასვლა გვქონდა დასახული.

ორი გაშვებული გოლის შემდეგ მოვეშვით და ისეთი შემართებით აღარ ვთამაშობდით. დაცვაც ისეთივე ორგანიზებული აღარ იყო, როგორც დასაწყისში.

გვქონდა მომენტების რეალიზაციის პრობლემა. მაგრამ რაც მოხდა, ამაში ბიჭებს ვერ გავამტყუნებ - მადლობა მათ, წაგებას კი ჩემს თავზე ვიღებ", - ამბობს ჭიაბრიშვილი.

რა დააკლდა გუნდს? გამოცდილება თუ კლასი? ჭიაბრიშვილი ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა ჩვენი ფეხბურთის დაბალი დონეა:

"პირველ ტაიმში ისე ვითამაშეთ, რომ კლასის ნაკლებობაზე ლაპარაკი უადგილო მგონია. ასეთ მეტოქეებთან ხშირად რომ ვთამაშობდეთ, დანიურ ბარიერს დავძლევდით.

ჩვენი გუნდის ბირთვი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობს, მაგრამ ზოგიერთი პოზიცია ფიზიკურად ვერ შევავსეთ. უბრალოდ, საქართველოში, შესაძლოა, მეტოქეს არ გაჰყვე, ვერ გაიტანო და გეპატიოს. აქ ასე არაა, 90 წუთი მობილიზებული უნდა იყო".

"საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელები გადაიღალნენ:

"სამწუხაროდ, მოთამაშეები სასურველ კონდიციებამდე ვერ მივიყვანე. ტრავმები რომ ნაკლები ყოფილიყო... ფაქტია, რომ უმაღლესი ლიგის მატჩები ბიჭებს უდიდეს ენერგიას აცლის, მაგრამ ამოსუნთქვის საშუალება ვერ მივეცი.

ისეც ხდება, როცა შენი დღე არ არის... დანიელებთან ჩვენ სწორედ ეს დაგვემართა. თითქმის არაფერი გამოგვდიოდა, მაშინ, როცა მეტოქემ ლამის პირველივე შეტევით გაგვიტანა.

სტატისტიკა მაინც ჩვენი იყო, მაგრამ რეალობა სხვაა - თბილისში "მიდტიულანდმა" გაიმარჯვა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გუჯა კახაძე
გიორგი ჭიაბრიშვილი: "ჩვენი გუნდის ბირთვი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობს, მაგრამ ზოგიერთი პოზიცია ფიზიკურად ვერ შევავსეთ". "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელები გადაიღალნენ:"სამწუხაროდ, მოთამაშეები სასურველ კონდიციებამდე ვერ მივიყვანე. ტრავმები რომ ნაკლები ყოფილიყო... ფაქტია, რომ უმაღლესი ლიგის მატჩები ბიჭებს უდიდეს ენერგიას აცლის, მაგრამ ამოსუნთქვის საშუალება ვერ მივეცი". "ისეც ხდება, როცა შენი დღე არ არის... დანიელებთან ჩვენ სწორედ ეს დაგვემართა". "თითქმის არაფერი გამოგვდიოდა, მაშინ, როცა მეტოქემ ლამის პირველივე შეტევით გაგვიტანა". როდესაც მიზეზები ცნობილია მათი გამოსწორება ბევრად ადვილია!წარმატებები!!!!
georgiano
ჭიაბრიშვილისნაირი პროფესიონალი მწვრთნელები ბევრი რო იყვნენ ამ ქვეყანაში ფეხბურთს ეშველებოდა.. წარმატებები!
baba
შეურცყოფად არ მიიღოთ. უმაღლესში რომ იყოს 10 გუნდი და პირველში 18. თქვენ იქნებოდით პირველის ბოლოში. ეგ ბიჭები დუბლებში უნდა თამაშობდნენ, უბრალოდ უმაღლესში დუბლების დონეა. დათანხმდით, თქვენ, ლოკომოტივი და სხვანიც 10 გუნდიანს. დატოვეთ უმაღლესი, თქვენც მოიგებთ და ჩვენც.
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"საბურთალო"-"საპოვნელა" ერთი დღით ადრე გაიმართება
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
გია ჭიაბრიშვილი: დანიური ბარიერი უნდა დავძლიოთ
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
"საბურთალო" უეფას იუნიორთა ლიგაზე დამარცხდა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
მიდტიულანდი-საბურთალო 3:1 - იმედი რჩება
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
საბურთალო-მიდტიულანდი 1:2 - რატომ ვერ ვიყენებთ კოზირებს? [VIDEO+PHOTO]
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
მიდტიულანდი VS საბურთალო - დებიუტი ახალგაზრდულ ლიგაში
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა