"წითელმა" ჯგუფმა დაიწყო, ჯერი "თეთრზეა"
პარასკევს, სინგაპურში გაიმართა წლის შემაჯამებელი ტურნირის წილისყრა, რომლის მიხედვითაც, "წითელ" ჯგუფში მოხვდნენ რუმინელი სიმონა ჰალეპი (2), რუსი მარია შარაპოვა (3), პოლონელი აგნიეშკა რადვანსკა (6) და იტალიელი ფლავია პენეტა (8). "თეთრი" ჯგუფი დააკომპლექტეს: ესპანელმა გარბინ მუგურუსამ (4), ჩეხმა პეტრა კვიტოვამ (5), გერმანელმა ანჟელიკ კერბერმა (7) და ჩეხმა ლუსი საფაროვამ (9).

გუშინ, პირველი ტურის მატჩები გაიმართა "წითელ" ჯგუფში. პირველები კორტზე ჰალეპი და პენეტა გავიდნენ.

რუმინელს ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი ჰქონდა წაგებული იტალიელთან, მათ შორის, აშშ-ის ღიას წლევანდელი გათამაშების ნახევარფინალი, როცა პენეტამ 59 წუთში გაანადგურა მეტოქე.

ამჯერად, ჰალეპმა სრულფასოვანი რევანშის აღება შეძლო. პირველ პარტიაში სიმონა კორტის სრული ბატონ-პატრონი იყო და 25 წუთში ერთი გეიმიც არ დაუთმო ამერიკის ღიას ჩემპიონს. მეორე სეტში პენეტამ შეძლო გაბრძოლება. პირველ შვიდ გეიმში მეტოქეები ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს, რის შემდეგაც, ჰალეპმა მერვე გეიმში მეოთხე ბრეიკი შეასრულა და შემდეგ მატჩზე ჩააწოდა - 6:0, 6:3. შეხვედრა საათი და 10 წუთი გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც, იტალიელმა მეტოქის ვერც ერთი მოწოდების აღება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ჰალეპი წლის შემაჯამებელი ტურნირის შარშანდელი ფინალისტია, როცა ჯგუფურ ეტაპზე გაანადგურა სერენა უილიამსი, მაგრამ შემდეგ ფინალში წააგო ამერიკელთან.

ეს მატჩი დაძაბულობით ვერ შეედრებოდა დღის მეორე შეხვედრას, რომელშიც ბრძოლა ორი საათი და 47 წუთი გაგრძელდა. უიმბლდონის შემდეგ პირველად გამოჩნდა კორტზე რუსი მარია შარაპოვა. ბუნებრივია, მისი სათამაშო ფორმა კითხვის ნიშნებს აჩენდა. მეტოქედ კი პოლონელი აგნიეშკა რადვანსკა ჰყავდა, რომელიც ბოლო პერიოდში თითქმის უპაუზოდ თამაშობდა, თან წარმატებით - ორი კვირის წინ, ტიანძინის ტურნირზე გაიმარჯვა.

პირველივე სეტში გამოჩნდა, რომ ჩოგბურთელები მარათონს შემოგვთავაზებდნენ. პირველ რვა გეიმს მათ 50 წუთი მოანდომეს, რის შემდეგ, მეცხრე გეიმში შარაპოვამ ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა (სულ მატჩში - 12) და საკუთარი მოწოდება დათმო. პოლონელს აღარ გასჭირვებია სეტზე ჩაწოდება.

მეორე სეტში მარიამ, როგორც იქნა, დაიწყო მეტოქის გეიმების მოგება. რუსი შემტევ ჩოგბურთს თამაშობდა და მალე 5:1 დაწინაურების შანსი მიიღო, მაგრამ რადვანსკამ საკუთარი გეიმი გადაარჩინა. ამას მოჰყვა მისი მხრიდან ბრეიკი და სიტუაცია სეტში გათანაბრდა. შარაპოვამ მეორედ იხმო კორტზე საკუთარი მწვრთნელი და ამან უშველა - რუსმა ბრეიკი გააკეთა და პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მესამე სეტის სტარტზე მარიას კრიტიკული მომენტი დაუდგა, მაგრამ შეძლო სამი ბრეიკ-პოინტის მოგერიება. ამან ფსიქოლოგიურად კარგად იმოქმედა რუსზე და ორმაგი ბრეიკით 5:2 დაწინაურდა. და უცებ, შარაპოვას მკვეთრი ჩავარდნა დაეწყო. რადვანსკამ შეძლო სხვაობის მინიმუმამდე შემცირება, 4:5-ზე კი ორმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. უმძიმეს სიტუაციაში შარაპოვამ მოახერხა მობილიზება და გეიმში ანგარიშის გათანაბრება, სულ მალე კი მეორე მატჩბოლიდან თავის სასარგებლოდ დაასრულა შეხვედრა - 4:6, 6:3, 6:4.

აღსანიშნავია, რომ ორივე ჩოგბურთელს "ვინერსებისა" და უნებლიე შეცდომების უარყოფითი ბალანსი ჰქონდათ: შარაპოვას - 55 და 56, რადვანსკას - 21 და 23.

დღეს, "თეთრ" ჯგუფში იქნება პირველი ტურის მატჩები: გარბინ მუგურუსა ლუსი საფაროვას შეხვდება, პეტრა კვიტოვა - ანჟელიკ კერბერს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...